სათბურის ვარდის წარმოების ტექნოლოგია
ვარდი (ლათ. Rosa)- მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი, ლათ.-Rosa Canina), რომლებიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია გავრცელებული. საქართველოში 25-მდე სახეობაა.
ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე აღწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით.
ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული.
ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი.
შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია.
ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.