დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში ფუტკრის ოჯახების 25-35% განადგურდა
2018 წლის შემოდგომაზე დასავლეთ საქართველოში აღინიშნებოდა ფუტკრის ოჯახების მასობრივად დაღუპვა. ამ დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით, წლეულს, ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 13-იდან 19 ნოემბრამდე ინტენსიურად იმართებოდა მეფუტკრეთა შეხვედრები.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ განადგურდა ფუტკრის ოჯახების საერთო რაოდენობის 25-35%. ზოგ რეგიონებში ზარალი 50-80 %-საც აღწევს.
მეფუტკრეებმა თავისი ხელით შეავსეს წინასწარ დაბეჭდილი ფორმები, რის საფუძველზეც გაკეთდა ქვემოთ მოცემული ცხრილი (რაიონების მიხედვით ფუტკრის განადგურებული ოჯახების რაოდენობა).
აღნიშნული ინფორმაცია სრულად არ ასახავს არსებულ მდგომარეობას და მეტი ინფორმაციის მოძიებას მოითხოვს.
აღნიშნული შეხვედრების და ინფორმაციის შეჯერების შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის სახელზე მომზადდა მიმართვა, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ:
„დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეობაში მიმდინარე დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით, მ. წ. 13,16 და 19 ნოემბერს ქუთაისის სავაჭრო სამრეწველო პალატაში ჩატარდა მეფუტკრეთა შეხვედრები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა რომ, განადგურდა ფუტკრის ოჯახების საერთო რაოდენობის 25-35%. ზოგ რეგიონებში ზარალი, 50-80 %-საც აღწევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დაგვეხმაროთ ფუტკრის ოჯახების მასობრივად განადგურების მიზეზების დადგენაში.
შეკრებილ მეფუტკრეთა უმრავლესობის აზრით, ფუტკრის ოჯახების დაღუპვაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულ ღონისძიებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, კომპეტენტური სპეციალისტების მოვლინებას, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას ადგილებზე და მოგვცემენ კომპეტენტურ დასკვნებს.
რა უნდა გაკეთდეს?
უნდა განისაზღვროს ფუტკრის ოჯახების დაცემის ,,ცხელი ადგილები“
მოხდეს ამ წერტილებიდან ნიმუშების აღება „ბიფენტრინი“/„დელტამეტრინის“ ნარჩენების რაოდენობის დასადგენად, შედარდეს ,,უსაფრთხო“ ადგილებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგს, რათა გამოვიტანოთ სწორი დასკვნები.
უნდა გადაიხედოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია! ორი სამი და ოთხი წლის შემდეგ შედეგები უფრო დრამატული იქნება და განხილვის საგანი გახდება სატბორე მეურნეობები, მესაქონლეობა…
ვხედავთ, რომ იწამლება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე ტერიტორიებიც – ქალაქების ჩათვლით. მსგავსი პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებში არ არსებობს. ჩვენი ქვეყანა კი ევროინტეგრაციის გზას ადგას. ასევე აშკარაა, რომ შეწამვლის სიხშირე/ჯერადობა გადაჭარბებულია.
მეფუტკრეებთან ნდობის ასამაღლებლად, გთხოვთ მოწვეულ სპეციალისტებში ჩართოთ უცხოელი ენტომოლოგები მეფუტკრეობის დარგში.
მათ ჩამოყვანაში დახმარების სურვილი გამოხატა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ქ-ნ ნინო ჩიქოვანმა, რომელიც პირადად ესწრებოდა 19 ნოემბრის შეხვედრას და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეი სი დი აი ვოკა“ ფერმერი ფერმერს პროექტის კოორდინატორმა ქ-ნ ლანა ჩვამანიამ.
ასევე თხოვნა გვექნება სანდოობის ამაღლების მიზნით უცხოელი ენტომოლოგების შერჩევისას გაითვალისწინოთ, ჩვენს მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ბ-ნ ირაკლი ჯანაშიას აზრიც და ბატონმა ირაკლიმაც მიიღოს აქტიური მონაწილეობა აღნიშნული ფაქტის გარკვევაში“.
იუზა გიგაშვილი,
„საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის „ვიცე პრეზიდენტი,
ავქსენტი პაპავა,
„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე.
რაიონების მიხედვით ფუტკრის განადგურებული ოჯახების რაოდენობა
№ | მეფუტკრის სახელი და გვარი | საფუტკრეების მდებარეობა | ფუტკრის ოჯახების რაოდენობა | ფუტკრის რამდენი ოჯახი დაეღუპა |
2 | 3 | 4 | 5 | |
1 | გია იოსელიანი | ვანის რ-ნი ყუმური | 70 | 60 |
ვანის რ-ნი ყუმური | 70 | 65 | ||
ვანის რ-ნი ყუმური | 70 | 63 | ||
ვანის რ-ნი ტობანიერი | 80 | 72 | ||
ვანის რ-ნი ტობანიერი | 100 | 88 | ||
ვანის რ-ნი ისრითი | 60 | 55 | ||
ვანის რ-ნი ისრითი | 60 | 52 | ||
სატრედიის რ-ნ ბაში | 100 | 75 | ||
სატრედიის რ-ნ ბაში | 100 | 80 | ||
სატრედიის რ-ნ ბაში | 100 | 70 | ||
სატრედიის რ-ნ ჯიხაისი | 100 | 2 | ||
სატრედიის რ-ნ ღანირი | 100 | 1 | ||
სატრედიის რ-ნ ღანირი | 100 | 2 | ||
სატრედიის რ-ნ ღანირი | 100 | 1 | ||
სატრედიის რ-ნ ღანირი | 100 | 1 | ||
სამეგრელო კოდორი | 100 | 3 | ||
სამეგრელო გულიკარი | 100 | 2 | ||
სამეგრელო კეთილარი | 95 | 1 | ||
ლანჩხუთი ჯაპანა | 98 | 11 | ||
ლანჩხუთი ჯაპანა | 95 | 7 | ||
2 | თეიმურაზ ჭრელაშვილი | ბაღდათი სოფ. დიმი | 43 | 35 |
№ | დავით მაღლაკელიძე | ზესტაფონი ძირულა | 146 | 65 |
4 | მიშა გრძელიძე | ზესტაფონი | 70 | 25 |
5 | გოჩა გრძელიძე | ზესტაფონი | 40 | 25 |
6 | მურმანი მუმლაძე | ზესტაფონი | 130 | 40 |
7 | ზურა მაჭავარიანი | ზესტაფონი ხარაგაული | 140 | 3 |
8 | ზურაბ ფრცქიალაძე | ზესტაფონი ბაბი | 70 | 40 |
9 | ზაზა ბობოხიძე | ხონის რ-ნი ივანდიდი | 36 | 2 |
10 | გიორგი ლა-კვახელიანი | ხონის რ-ნი ჯიხაიში | 150 | 2 |
იანეთი | 70 | 20 | ||
რაჭა | 30 | 0 | ||
11 | ზურა ბრეგაძე | ნახშირღელე | 60 | 10 |
ნავენახევი | 250 | 40 | ||
მუხურა | 50 | 10 | ||
12 | ქარდავა მირზა | ვანის რ-ნი საპრასია | 160 | 75 |
13 | ნიკა თუთისანი | ბანოჯა | 20 | 10 |
14 | მზევინარ თაბუკაშვილი | ბაღდათი | 45 | 28 |
15 | მადლენა კბილაშვილი | ბაღდათი | 45 | 28 |
16 | ზაზა ნემსიწვერიძე | წყალტუბო | 7 | 0 |
17 | ვანო ხიჯაკაძე | ხარაგაული | 160 | 3 |
18 | ვასო გუბელაძე | მაღლაკი | 180 | 42 |
19 | ტამაზი გოგელაშვილი | გოდოგანი | 13 | 10 |
20 | რამინი მინაშვილი | ვანის რ-ნი მუქედი | 28 | 2 |
21 | გია გიორგაძე | სამტრედია | 26 | 18 |
22 | გია თევზაძე | სამტრედია | 27 | 12 |
23 | რეზო აბდელანი | ბაღდათი | 15 | 12 |
24 | ემზარი მამარდაშვილ | წყალტუბო | 21 | 9 |
25 | ემზარი წულუკიძე | ბაღდათი | 30 | 15 |
26 | ფრიდონ ლომთაძე | ტყიბული კურსები | 25 | 11 |
27 | დიმიტრი ნატრიაშვილი | ბაღდათი | 60 | 8 |
28 | ამირან მსხვილაძე | ბაღდათი | 25 | 12 |
29 | ფრიდონ ნერგაძე | ბაღდათი | 35 | 20 |
30 | მურმანი გოგსაძე | ბაღდათი | 30 | 16 |
31 | ვანო სუსარეიშვილ | სამტრედიის დიდი ჯიხაიშ | 150 | 50 |
32 | ამბროსი ლეჟავა | გურია | 800 | 100 |
33 | ლევან ლორია | გორმაღალი | 45 | 12 |
34 | იუზა დოღონაძე | ჟონეთი | 85 | 40 |
35 | რობერტი კაპანაძე | ზესტაფონი ბოსლევი | 48 | 15 |
36 | არჩილი ვაშაკიძე | სამტრედია იანეთი | 120 | 28 |
37 | ლაშა ფურცხვანიძე | ფარცხანაყანე-ვი | 30 | 20 |
38 | გოგი ნიკოლეიშვილ | სამტრედია იანეთი | 55 | 18 |
39 | ავთო სულაბერიძე | თერჯოლის რ- კვახჭირი | 80 | 20 |
40 | ბიჭიკო ჩხაიძე | ლანჩხუთი | 40 | 3 |
41 | იური დემეტრაძე | ბაღდათი | 80 | 60 |
42 | მურმანი ვაშაკიძე | გელათი | 41 | 10 |
43 | შოთა კვიმსაძე | ჭოგნარი | 18 | 16 |
44 | ილია გამყრელიძე | ბაღდათი აჯამეთი | 130 | 100 |
45 | პაატა დევიძე | ვანის რ-ნი გორა | 200 | 200 |
46 | ბაქარი ფერაძე | ზესტაფონი | 4 | 0 |
47 | გიორგი ჭინჭარაძე | მარტვილი მესხეთი | 60 | 25 |
48 | ზაზა ჭინჭარაძე | მარტვილი მესხეთი | 85 | 20 |
49 | ლევან ქოჩიაშვილი | თერჯოლის რ- სიქთარვა | 30 | 15 |
50 | მანუჩარ რობაქიძე | თერჯოლის რ- გოგნი | 25 | 10 |
51 | ლეილა ბარბაქაძე | ტყიბული | 25 | 13 |
52 | კოტე ჩხიკვაძე | კვახჭირი | 80 | 10 |
წყალტუბოს რ რიონი | 70 | 10 | ||
53 | შანიძე ამირანი | სამტრედია | 450 | 60 |
54 | ვეფხია ნათაძე | სამტრედიის რ გომი | 300 | 70 |
55 | დათო ჩაჩუა | სამტრედიის რ გომი | 350 | 70 |
56 | მახარე მეტრეველი | თერჯოლა | 60 | 3 |
57 | ზვიადი კოპალეიშვილ | წყალტუბოს რ რიონი | 150 | 2 |
58 | თემური თვალთვაძე | წყალტუბოს რ ჩუნეთი | 120 | 50 |
59 | გია გველესიანი | ბაღდათის რ ობჩა | 400 | 320 |
60 | შიო ტონია | გუმათი | 80 | 20 |
61 | თამაზ ლევიძე | ქვიტირი | 70 | 15 |
62 | თემურ ყუფარაძე | კვახჭირი | 80 | 12 |
63 | ნანი ძიძიგური | ხონის რ-ნი სეხჩე | 55 | 54 |
64 | გეგუჩაძე გიორგი | ხონის რ-ნი გუბი | 30 | 5 |
65 | მირანდა ბურჯანაძე | ზესტაფონი ქვ.საზანო | 70 | 7 |
66 | კაპანაძე კახაბერი | ჯიხაიში | 38 | 10 |
67 | ირაკლი მიქაუტაძე | ცაგერი ტვიში | 30 | 25 |
68 | შალვა კუჭავა | წყალტუბო | 100 | 25 |
69 | ბექა ლაჭყებიანი | ცაგერი ტვიში | 38 | 34 |
70 | თემურ ბასილაძე | ვანი | 30 | 15 |
ხონი | 40 | 15 | ||
71 | ამბერკი გენელიძე | ვანი | 29 | 2 |
72 | რევაზი ჭოლაძე | წყალტუბო ობშკვითი | 50 | 35 |
73 | დავით კვინიკაძე | წყალტუბო რ გეგუთი | 130 | 15 |
74 | პაატა მაღლაკელიძე | ხონის რ-ნი ბესიაური | 150 | 60 |
75 | გელა კაპანაძე | საჩხერე | 100 | 30 |
76 | ჯაბა ხვედელიძე | საჩხერე | 52 | 20 |
77 | ჩაჩანიძე ეკა | საჩხერე | 36 | 24 |
78 | თამაზი სამხარაძე | საჩხერე | 25 | 25 |
79 | გველესიანი კახა | ბაღდათის რ ობჩა | 180 | 140 |
80 | თეიმურაზ შალამბერიძე | წყალტუბოს რ ზედა მესხეთი | 80 | 30+30 |
81 | ბესარიონ მაშანეიშვილი | ბაღდათი საირმე | 200 | 40 |
82 | ნიქაბაძე ნინო | გეგუთი | 80 | 35 |
ფარცახაყანევი | 20 | 20 | ||
83 | ნემსაძე თენგიზი | წყალტუბოს რ ვანისჭალა | 70 | 50 |
84 | შვანგირაძე შალვა | წყალტუბოს რ ცხუნკური | 300 | 109 |
1 | 2 | 3 | 4 | 5 |
85 | დავით ბრეგვაძე | წყალტუბოს რ ქვედა მესხეთ | 38 | 25 |
86 | იუზა ბრეგაძე | ტყიბული | 74 | 30 |
87 | ავთანდილ დვალიშვილი | ვანის რ-ნი სულორი | 235 | 165 |
88 | კახაბერ კახაია | ვანის რ-ნი ბზვანი | 250 | 100 |
ვანის რ-ნი ანაეაური | 250 | 100 | ||
89 | იუზა გიგაშვილი | თერჯოლის რ-ნი სეფარეთი | 180 | 3 |
თერჯოლის რ სიმონეთი | 80 | 1 | ||
90 | მინდია ქავთარაძე | ვანის რ-ნი დიხაშხო | 156 | 0 |
ვანის რ-ნი ისრითი | 140 | 1 | ||
ვანის რ-ნი ციხის უბანი | 149 | 0 | ||
ვანის რ-ნი ვაშლარა | 132 | 0 | ||
ვანის რ-ნი სალხინო | 145 | 0 | ||
ვანის რ-ნი ისრითი | 60 | 1 | ||
ვანის რ-ნი ბზვანი | 57 | 1 | ||
ვანი | 39 | 0 | ||
სენაკი | 146 | 0 | ||
სენაკის რ შხეფი | 126 | 0 | ||
სენაკის რ შხეფი | 132 | 4 | ||
ძველი სენაკი | 144 | 0 | ||
91 | აშოთია ბადრი | ტყიბულის რ- საწირე | 125 | 70 |
92 | ნინო ზამთარაძე | ხონის რ-ნი პატარა გუბი | 35 | 21 |