საფურაჟე ჭარხალი (Beta vulgaris v crases)
საკვები ჭარხალს პირუტყვის კვებაში უდიდესი ადგილი უკავია, მისი საშუალებით შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ცხოველებში უხეში და კონცენტრირებული საკვების მონელება, წველადობა, დავაჩქაროთ წონის მატება და შევამციროთ ავადობა.
დიდი რაოდენობითაა მასში ადვილად შესათვისებელ ნახშირწყლები, მინერალურ მარილები და ვიტამინები. მოცემული კულტურის უპირატესობას წარმოადგენს მაღალი მოსავლიანობა, ძირხვენა შეიცავს 100 კილოგრამზე 10 საკვებ ერთეულს, გარდა ამისა ვარგისია მცენარის მიწისზედა ნაწილიც, რაის ხარჯზეც შეგვიძლია ორმაგი სარგებლის მიღება.
ყოველდღიურად საკვებში 8-9 კგ ჭარხლის ჩართვა ცვლის 1 კგ კონცენტრირებულ საკვებ დანამატს, რაც მკვეთრად ამცირებს დანახარჯებს.
დასახელება _ „ბრიგადირი“
პოლიპლოიდური ჯიში, გამოირჩევა მაღალმოსავლიანობით და ოპტიმალურ პირობებში შესაძლებელია ჰექტარზე 120-150 ტონა ძირხვენის მიღება (საქართველოს პირობებში მსგავსი შედეგის მიღება სირთულეებთანაა დაკავშირებული). გამოირჩევა გლუვი, ფორთოხლისფერი ნაყოფით, ივითარებს დიდი ზომის ფოთლებს, რომელიც რჩება მწვანე და ჯანსაღი მოსავლის აღების ბოლომდე. გამოირჩევა საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, ნაყოფში შაქრებისა და მშრალი მასისი დიდი შემცველობით.
თესვის ნორმა _ 10-15 კგ/ჰა.
თესვის სიღრმე _ 3-5სმ.
შეფუთვა _ 25 კგ.
საკვები ჭარხლის თესლს შეიძენთ:
მოსკოვის გამზირი N6
მაღაზია ”AGROSERVICE”
ტელ: 579 79 74 17