ებრაელმა მეცნიერებმა ვაშლის გადამუშავების ახალი მეთოდი შეიმუშავეს
ფერმერებს, როგორც წესი, ვაშლის მოსავლის 10% უფუჭდება. ეს ძირითადად ეს ის ნაყოფია, რომელიც ხიდან ჩამოცვივდა ან სხვა მიზეზის გამო დაკარგა სასაქონლო სახე.
უხარისხო, უკონდიციო, უსტანდარტო ვაშლს სავაჭრო ქსელი არ იბარებს. არის შემთხვევები როცა ხარისხიანი პროდუქციაც გაუყიდავი რჩება, ძველდება და წუნდნებული ხდება.
გაეროს მონაცემებით ყოველწლიურად 1.3 მილიარდი ტონა _ 1 ტრილიონამდე დოლარის ღირებულების ვაშლი იყრება.
კვების მრეწველობის კოლეჯის პროფესორმა ოფერ ბენჟამენმა გადაწყვიტა გადასაყრელად გამზადებული ვაშლისთვის „სიცოცხლე“ დაებრუნებინა. მან თავის კოლეგებთან ერთად ლაბორატორიაში ვაშლის დაფქვის შედეგად მიიღო წმინდა ფრაქციის ფხვნილი, რომელსაც იგივე კვებითი თვისებები ჰქონდა შენარჩუნებული, რაც ჩვეულებრივ ვაშლს. მეტიც, აღმოჩნდა, რომ გადასაყრელად გამზადებული ვაშლისგან მიღებული ხილის ფხვნილი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ ხარისხს.
„თუ ფხვნილს ვაკუუმპაკეტში ჩადებთ, იგი ყოველგვარი დანამატებისა და ემულგატორების გარეშე შეგიძლიათ, მთელი წელი და მეტი მეტი ხანი შეინახოთ“ _ გვირჩევს პროფესორი ბენჟამენი.
ამგვარად, ვაშლის ნატურალური ფხვნილის გამოყენება მრავალნაირად არის მოსახერხებელი, იგი შეიძლება თან წაიღოთ მთაში, ან თუნდაც კოსმოსური მოგზაურობის დროს, შეინახოთ საკუჭნაოში და როცა ახალი ვაშლი არ გექნებათ, მაღაზიაში კი არ გაიქცეთ მის საყიდლად, აიღოთ და გამოაცხობთ საყვარელი ვაშლის ნამცხვარი, რომელიც ისეთივე გემრიელი იქნება, როგორც ახალდაკრეფილი ვაშლისგან გამომცხვარი.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ შექმნილ პროდუქტს კვების მრეწველობაში დიდი პოტენციალი აქვს.
გამომგონებლები უკვე დაუკავშირდნენ რამდენიმე მსხვილ მწარმოებელს და შესთავაზეს მათ მიერ შექმნილი ნოუ-ჰაუს გამოყენება სხვადასხვა პროდუქტებისთვის ნატურალური ვაშლის არომატის და გემოს მისაცემად.
როგორც ბატონი ბენჟამენი აღნიშნავს, მათ უკვე მიიღეს მოთხოვნა პოლონეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისგან.