აგროსიახლეებიდარგებიმებაღეობა

მაკადემია _ ყველაზე, ყველაზე მაგარი თხილი…

მაკადემია _ (ინგლ: Macadamia) კალორიული თხილი, წარმოშობით ავსტრალიიდანაა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თხილია და ძვირადაც ფასობს, თუმცა, როგორც ამბობენ, თხილი ამად ღირს.

საქმე ის არის, რომ იგი შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინს და მიკროელემენტს 2 სახის შაქრიანი დიაბეტის, გულის დაავადებების, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. მაკადემია რეკომენდებულია გამხდრობის დროს მაღალკალორიული დიეტის დროს.

♦ მაკადემია _ თხილებს შორის ყველაზე კალორიულია, 100 გრ._ 700 კალორია.

♦ მაკადემია _ ყველაზე მაგარნაჭუჭიანი თხილია არსებულ თხილებს შორის.

♦ მაკადემია _  ყველაზე ძვირი თხილი მსოფლიოში, იგი ძნელად გასაშენებელი და რთულად მოსაკრეფია. ადამიანს დღეში მხოლოდ 100 კილოგრამამდე თხილის შეგროვება შეუძლია. 

♦ მაკადემიას ეტანება მავნებლები და დაავადებები, ხოლო მცენარე ნაყოფის მოცემას დარგვიდან 8-10 წლის შემდეგ იძლევა.

♦ მსოფლიოში მოწეული მაკადემიის 60% პროცენტი ამერიკის შტატ ჰავაიზე მოჰყავთ.

♦ მაკადემია _ ავსტრალიელი აბორიგენებისთვის წმინდა თხილია. მე-19 საუკუნეში ის მეორე  საგადასახადო ვალუტა იყო და დღემდე ფასობს ავსტრალიელ აბორიგენთა შორის. 

მაკადემია მხოლოდო ცხელ ქვეყნებში იზრდება, სადაც ტემპერატურა + 3 გრადუსზე დაბლა არ ეცემა.

თხილის დასახელება გერმანული წამოშობის ავსტრალიელმა ბოტანიკოსებმა ფერდინანდ ფონ მიულერმა შეურჩია და მეგობრის, ჯონ მაკადემას პატივსაცემად თხილს მისი სახელი დაარქვა.

მაკადემიის გაშენება რთულია, რადგან +3°C დაბალ ტემპერატურაზე მცენარეს პრობლემა ექმნება, აღარაფერს ვამბობთ ნულზე დაბალ ტემპერატურაზე.

საქართველოში მაკადემიის გაშენება რთულია.

მაკადემია მოჰყავთ ბრაზილიაში, ჰავაის კუნძულებზე, სამკრეთ კალიფორნიაში და აფრიკაში.