აგროსიახლეებიდარგებიმებაღეობა

წითელრბილობიანი ვაშლი მსოფლიო ტრენდი ხდება

წითელრბილობიანი ვაშლი ბევრი მომხმარებლისთვის ჯერ კიდევ ეგზოტიკურ ხილად რჩება. ასეთი ჯიშები ბევრი არ არის და არც დიდი რაოდენობით იწარმოება, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ცნობილია, რომ  თანამედროვე მომხმარებელი მუდამ სიახლეებისკენ მიილტვის, უყვარს ეგზოტიკა, წითელ ვაშლს კი გულიც ისეთივე კაშკაშა წითელი აქვს, როგორც კანი და ბუნებრივია ცნობისმოყვარეობას აღძრავს.

 

სპეციალისტების აზრით, თანამედროვე, ეგზოტიკური ჯიშის წითელრბილობიანი ვაშლის ჯიშების შექმნა სულ უფრო მოდური ხდება და სწრაფი ტემპით მიიწევს წინ. წითელრბილობიანი ვაშლით ცოცხალი ხილის ბაზრის გარდა, გადამმუშავებლები, ძვირადღირებული ხილის ნატურალური წვენების, მუსების და სიდრების მწარმოებელი კომპანიებიც ინტერესდებიან.

ერთ-ერთი ბრენდი, რომელზეც ბოლო პერიოდია სულ უფრო ბევრს წერენ RedMoonApple -ია. ამ ჯიშის ვაშლის ბრენდს, რომელიც კერძო მფლობელობაშია, განვითარების ძალზე ამბიციური გეგმები აქვს. კომპანია ვაშლს არეკლამებს სლოგანით: SurpriseInside (დამალული სიურპრიზი), რაც მომხმარებლის ცნობისმოყვარეობას უმძაფრებს, ნახოს რა იმალება ვაშლის გულში.

დღეს უკვე კომპანიას იტალიაში 35, ხოლო საფრანგეთში 23 ჰექტარი წითელრბილობიანი ვაშლის ბაღები აქვს გაშენებული. როგორც კომპანიაში ამბობენ, 2018 წელს მათ 1000 ტონა ვაშლი მოკრიფეს. წლეულს კი უკვე გაცემულია 5 ლიცენზია ავსტრალიაში ამ ჯიშის ვაშლის ბაღების გაშენების შესახებ.

კომპანიის მფლობელები ირწმუნებიან, რომ მათ წითელრბილობიანი ვაშლს უნიკალური გემო და ტექსტურა აქვს, რაც ძალიან მოსწონს მომხმარებელს.

კომპანია წითელრბილობიანი ხილს გადამმუშავებელ მრეწველობას აფართოებს და მასაც საკუთრი ბრენდით ყიდის. ბრენდის შემქმნელები ამბობენ, რომ სწამთ ამ ვაშლის დიდი პერსპექტივის, რადგან სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე წითელრბილობიანი ვაშლზე, მისგან დამზადებული პროდუქტებზე და საერთოდ ჯანსაღი კვების პროდუქტებზე დიდი მოთხოვნილებაა. აღსანიშანვია რომ წითელრბილობიანი ვაშლში მომეტებული დოზითაა ანტიოქსიდანტები, რაც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, რადგან ითვლება, რომ  ანტიოქსიდანტები ხელს უშლიან სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის, სიმსივნეების, პარკინსონის და ალცჰაიმერის განვითარებას.

სხვა ცნობილ წითელრბილობიანი ჯიშის წითელრბილობიანი შეიძლება აღინიშნოს PinkPearl /ვარდისფერი მარგალიტი/, Pink Sparkle, Thornberry,  Redlove Odysso, Redlove Era, Geneva Crab, Almata, Vinerpo, Baya Marisa და სხვები.

წყარო: EastFruit