მევენახეობის სპეციფიკური ზონა „კოტეხი“ _ ღვინო „კოტეხი”
გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა „კოტეხი“ მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 410451 და აღმოსავლეთ გრძედის 450481 კოორდინატებზე. მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიან კალთებზე მიბჯენილ მთისწინებს და ალაზნის დაბლობს ზღვის დონიდან 250-700 მ-ის ფარგლებში.
კლიმატი – ამინდის ფორმირებას განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმონაცვლებული ატმოსფერული პროცესები. აქ კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით.
მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2150-2200 საათის, აქედან სავეგეტაციო პერიოდში 1550-1600 საათის საზღვრებში იცვლება. მიკროზონაში მზის პირდაპირი რადიაციის წლიური ჯამი ჰორიზონტალურ ზედაპირზე 71 კკალ/სმ2 , გაბნეული რადიაცია წლიურად 49 კკალ/სმ2, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 35 კ/კალ/სმ 2 -ს უდრის. სუმარული რადიაციის წლიური მნიშვნელობა 120 კკალ/სმ2-ია, ხოლო თბილ პერიოდში 90 კკალ/სმ2.
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,40C უდრის. ყველაზე თბილი თვეებია – ივლისი და აგვისტო, რომელთა საშუალო ტემპერატურა თანაბარია და 23,60, ყველაზე ცივი თვის (იანვარი) კი +0,90-ია. წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო მინუს 100, აბსოლუტური მაქსიმუმებიდან საშუალო კი 350 უდრის. ექსტრემალური ტემპერატურები -22 და +380 საზღვრებშია.
მხარის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის I დეკადაში (5.IV) და 100-ზე ქვევით ნოემბრის პირველ რიცხვებში (3.XI) ეცემა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 211 დღეს უდრის. ამ პერიოდში გროვდება 39300-მდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი.
მოწმენდილ დღეთა (0-2 ბალი) წლიური რიცხვი, საერთო და ქვედა ღრუბლიანობის მიხედვით 51 და 132-ს უდრის. სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი, აღნიშული ღრუბლიანობების შესაბამისად 36 და 79 დღეს უტოლდება.
ღრუბლიანი დღეების წლიური რაოდენობა (8-10 ბალი) საერთო და ქვედა ღრუბლიანობის შესაბამისად 113 და 59-ს, სავეგეტაციო პერიოდში კი 54 და 26 შეადგენს.
ზაფხულის დაწყებიდან 85 დღის განმავლობაში ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურა 200C-ზე მაღალია. ამ პერიოდში 34 დღის განმავლობაში (10.VII-13.VIII) ჰაერის საშუალო ტემპერატურა 230 და მეტსაც აღწევს.
შემოდგომის პირველი წაყინვები ნოემბრის მესამე დეკადაში (25.XI-დან) იწყება. ათ წელიწადში ერთხელ წაყინვა შესაძლოა ოქტომბრის დასასრულს (30.X-დან) დაიწყოს. ბოლო წაყინვები საშუალოდ 24.III-დან წყდება. ათ წელიწადში ერთხელ გაზაფხულის წაყინვები აპრილის შუა რიცხვებამდეც არის მოსალოდნელი.
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 804 მმ, აქედან სავეგეტაციო პერიოდში 578 მმ მოდის. წლიური ნალექებიდან მაქსიმუმი (124 მმ) მაისში, ხოლო მინიმუმი (32 მმ) იანვარში აღინიშნება. ნალექები თოვლის სახით ჩნდება დეკემბრის ბოლო რიცხვებში, რომელიც მარტის შუა რიცხვებამდე ქრება. ამ პერიოდში 6-7 სმ საშუალო დეკადური სიმაღლის თოვლის საბურველი 25 დღის განმავლობაში დევს.
ჰაერის შეფარდებითი სინოტივის მნიშვნელობა საშუალოდ 72% უდრის. ჰაერის ტენით გაჟღენთილობა ყველაზე მეტი (80%) ნოემბერში, ყველაზე ნაკლები (64%) კი აგვისტოშია.
სეტყვიანი დღეების საშუალო წლიური მნიშვნელობა 1,7-ს უდრის. წლის განმავლობაში ყველაზე სეტყვიანი მაისი და ივნისია (0,6-0,4). განსაკუთრებულ წლებში სეტყვა შესაძლოა მოვიდეს 6-ჯერ.
ალუვიურ-კარბონატული ნიადაგის სიღრმის ტემპერატურული იზოპლეტების ანალიზიდან გამომდინარე, 5-50 სმ სიღრმის ფენაში, საშუალო ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის პირველ დეკადაში ხდება, ხოლო შედარებით მეტ სიღრმეზე (50-100 სმ) – აპრილის შუა რიცხვებისაკენ იწევს.
მაისის შუა რიცხვებში ნიადაგის 10-120 სმ-ის სიღრმის ფენაში ტემპერატურა 150-ზე მაღალი ხდება. ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე – 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 5-დან 70 სმ-მდე სიღრმის ფენაში ტემპერატურა 200-ზე მაღალია.
ძირითადად გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთის (33%) და დასავლეთის (18%) ქარები. იშვიათად მათ ენაცვლება აღმოსავლეთის (12%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,7 მ/წმ-ია, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სიჩქარე ქარს (1,9 მ/წმ) მარტში, ყველაზე ნაკლები (1,5 მ/წმ) კი დეკემბერში აქვს.
მრავალწლიური მონაცემების მიხედვით, ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო, როგორც აღინიშნა -10oC უდრის. ათ წელიწადში ერთხელ მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურის (მცირე ხანგრძლივობით) -15oC -მდე დაცემა, რაც იწვევს ვაზის კვირტების მხოლოდ სუსტ (< 30%) დაზიანებას.
ნიადაგი _ წარმოდგენილია ყავისფერი, მუქი ყავისფერი, ალუვიურ-დელუვიური და ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგების სახესხვაობები:
ყავისფერი, დიდი სისქის, კარბონატული, სუსტად ხირხიტიანი თიხნარ-თიხიანი.
ყავისფერი, საშუალო სისქის, კარბონატული, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი და თიხიანი.
მუქი ყავისფერი (ძველი ალუვიური), დიდი და საშუალო სისქის, კარბონატული, სუსტად ხირხატიანი, თიხიანი.
ალუვიურ-დელუვიური, დიდი სისქის, კარბონატული, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი.
ალუვიურ-პროლუვიური, დიდი სისქის, კარბონატული, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი.
დიდი სისქის ყავისფერი და მუქი ყავისფერი ნიადაგების პროფილის სისქეები 100-130 სმ-ის ფარგლებში, ჰუმუსიანი ფენისა კი 60-80 სმ; ალუვიურ-პროლუვიური და ალუვიურ დელუვიური ნიადაგების პროფილის სისქეები ყველგან დიდია და 100 სმ-ს აღემატება; საშუალო სისქის ყავისფერი და მუქი ყავისფერი ნიადაგების პროფილის სისქეები 60-70 –დან 70-80 სმ-მდე ცვალებადობს, ჰუმუსიანი ფენისა კი 50-60 სმ-მდე; მექანიკური შედგენილობის მხრივ ზედა ზონის ნიადაგები ძირითადად თიხნარი და თიხიანი მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან. აქ ფიზიკური თიხის (<0,01 მმ) ფრაქცია 40,6 – 67,4%-მდეა; ქვედა ზონის ნიადაგებში კი, რომლებიც ძირითადად გადაადგილებული და გამოტანილი მასალებისგან არის ჩამოყალიბებული, მექანიკური შედგენილობით მძიმე თიხნარებია, იგივე ფრაქცია აქ 60,0%-მდეა, სტრუქტურა ყავისფერი ნიადაგების ზოლში მათ საპლანტაჟო ფენებში (0-50 სმ) მარცვლოვან-კოშტოვანი-გოროხოვანი და კოშტოვან-მარცვლოვანია, ქვედა ფენებში კი სტრუქტურა სუსტადაა გამოხატული, ალუვიური ნიადაგების ზოლში სტრუქტურა კოშტოვან-მარცვლოვანია და წვრილმარცვლოვან-კოშტოვანია, ქვედა ბოლო ფენები კი უსტრუქტუროა.
ჰუმუსის შემცველობა ისე როგორც ყავისფერი ნიადაგების, აგრეთვე ქვედა ალუვიურ-ნიადაგიან ზოლში მათ საპლანტაჟო ფენებში მცირე და საშუალო რაოდენობითაა 1,54-3,09%-ის ფარგლებში, ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა ზედა და ქვედა ზოლის ნიადაგებში დაბალია და 5,60 მგ-ს არ აღემატება 100გრ ნიადაგში, ხსნადი ფოსფორის შემცველობა დაბალია და 2,0 მგ-მდეა 100 გრ ნიადაგში, გაცვლითი კალიუმის შემცველობაც აგრეთვე დაბალია 2,0-7,2 მგ-ის ფარგლებში 100გრ ნიადაგში, კალციუმის კარბონატების შემცველობა ყავისფერი ნიადაგების ზოლში საშუალო და მაღალია 9,2-20,0%, ქვედა ზოლში კი მისი შემცველობა მცირე და 8,0%-ს არ აღემატება, ნიადაგის არეს რეაქცია სუსტი და საშუალო ტუტეა – PH = 7,1-8,0, ნიადაგები ხასიათდებიან სუსტი ხირხატიანობით.
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
„კოტეხის“ დასახელების ღვინომასალის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
ჯიში რქაწითელი
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ;
შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.
ჯიში საფერავი
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ. 2,5 X 1,5 მ.
შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.
სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.
დატვირთვის ნორმა 1მ 2 -ზე: 8-10 კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 7-8 ტონა.
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
სარწყავში _ ბოლო სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა, ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება).
განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგლამენტებით.
ფიტოსანიტარული რეგლამენტი:
ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლე.
მავნებლები: ტკიპა, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
რქაწითლისა და საფერავის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
რქაწითელი _ თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით. ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშულო მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონა.
მწიფე ყურძენში შაქრიანობა 240 გ/დმ3 აღწევს, 7,8 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.
საფერავი _ ქართული, ფერადყურძნიანი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის საღვინე ჯიშია. მისგან დამზადებული ღვინო ინტენსიური მუქი წითელი ფერისაა, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სხეულით, სისრულით, სიხალისით, მდიდარი ბუკეტითა და მაღალი გემური თვისებებით.
მტევანი საშუალოზე დიდია და მისი წონა 140-145გრ. აღწევს. სიმწიფეში მუქი ლურჯია, ხორციანი, წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, კონდიციური პროდუქციის მისაღებად საჰექტარო მოსავალი 7-8 ტ ფარგლებში მერყეობს.
მწიფე ყურძენში შაქრიანობა 200-260 გ/დმ3-მდე აღწევს 7,5-8,5 გ/დმ3 მჟავიანობით.
ღვინო „კოტეხი“ (თეთრი) _ ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან ტკბილის სრული დადუღებით.
ღვინო „კოტეხი“ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო გემოთი.
ღვინო “კოტეხის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა, % _ 10,5-12,0
შაქრების მასური კონცენტრაცია – არა უმეტეს 4 გ/დმ3
ტიტრული მჟავიანობა – 5,5-7,5 გ/დმ3
აქროლადი მჟავიანობა – არა უმეტეს 1,0 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არა ნაკლებ 16 გ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისს ¹1493/1999 დადგენილებას.
ღვინო „ოტეხი“ (წითელი) _ “კოტეხი” – ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.
ღვინო “კოტეხი” ხასიათდება წითელი ფერით, ჯიშური არომატით, ნაზი, ხავერდოვანი გემოთი.
ღვინო “კოტეხის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა, % _ 10,5-12,0
ტიტრული მჟავიანობა – 5,0-7,0 გ/დმ3
შაქრების მასური კონცენტრაცია – არა უმეტეს 4 გ/დმ3
აქროლადი მჟავიანობა – არა უმეტეს 1,2 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არა ნაკლებ 20 გ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისს ¹1493/1999 დადგენილებას.
სპეციფიკური ზონის ფართობი
“კოტეხის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით _ 14 კმ2.
მდებარეობა, მიკროკლიმატი, სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული (დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმონაცვლებული) ატმოსფერული პროცესები, გავრცელებული ნიადაგები და აბორიგენული ჯიშების უნიკალურობა განსაზღვრავს „კოტეხის“ ღვინოების განსაკუთრებულ თვისებებს.