ჩარლზ მარტინის 10 პრინციპი: ნუ აწუხებთ ფუტკრებს, შეეშვით!…..
„რაც მეტად ჩავუღრმავდი მეფუტკრეობას, მივხვდი რომ მით უფრო ნაკლები და საერთოდ არაფერი ვიცოდი მასზე, მაგრამ, რახან არაფერი ვიცოდი, ჯერ კიდევ მქონდა ბევრი ისეთი რამ ჩაჭედილი თავში, რასაც უნდა გადავჩვეოდი და თავდან მესწავლა“ _ ჯონ გარეტი
1. იმუშავე ბუნებასთან და არა მის საწინააღმდეგოდ!
2. მოგება არ ნიშნავს ბევრს, თუ შენ მკვდარი ხარ _ ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს პოსტულატი, რომ ბევრი ფუტკარი ბევრ თაფლს მოიტანსო. რაც მეტი ფუტკარი, მით მეტი ნექტარის და მტვერის შეგროვება შეუძლიათო, რაც მეტი უჯრა მით მეტი ფუტკარი და ა.შ., ამიტომ მათ შექმნეს დიდი მოცულობის სკა და ეს გახდა დღევანდელი სტანდარტი.
3. მკვდარი ფუტკრები არ ამზადებენ თაფლს _ დიდი ზომის ფუტკარი უფრო დამოკიდებულნი ხდებიან დაავადებების მიმართ და დაავადებებიც გაჩნდა. საწარმოო სტანდარტი _ დაავადებული ფუტკარი.
4. არ ებრძოლო მას_ როცა მე ვფიქრობ წლებზე რომელიც დავხარჯე ჭიანჭველებთან ბრძოლაში, და ყველა იმ ტექნიკურ შესაძლებლობაზე, რომელიც მე გამოვიყენე, მე არ ვიცი ახლა ვიტირო თუ ვიცინო. დიახ ახლა მე სამზარეულოში მაქვს თავდაუხურავი თაფლის ჭურჭელი და უამრავი ჭიანჭველები, მაგრამ ისინი არ ეკარებიან თაფლს. როგორ ეს? იმიტომ რომ მე არ ვებრძვი მათ. მე ვკვებავ მათ. კართან მიდგას თაფლიანი ჯამი, რომელიც შეუძლიათ მიირთვან. თავიდან ძალიან ბევრნი იყვნენ, მაგრამ შემდეგში ინტერესი დაეკარგათ. ეტყობა მათ აინტერესებთ ის რაც ძნელად მოსაპოვებელია, ხოლო ადვილად მოსაპოვებელი არ აინტერესებთ.
5. მეფუტკრეობა – ეს თაფლი არ არის.
6. საქმე ფულში არ არის.
7. საუბარია გადარჩენაზე (სიცოცხლისუნარიანობა) _ საქმე მართლა გადარჩენას არ ეხება, რადგან ვერავინ გადავრჩებით. საუბარია სიცოცხლის ხარისხზე, სანამ ცოცხალი ხარ. გააკეთეთ ყველაფერი რომ ფუტკრების ცხოვრება რაც შეიძლება უკეთესი გახდეს და ეს იქნება თქვენთვის კარგი. შეწყვიტეთ ფიქრი „მაქსიმალურ წარმოებაზე“. ისწავლეთ თუ როგორ არ შეაწუხოთ ფუტკარი.
8. დაივიწყეთ ყველაფერი რაც კი ოდესმე გისწავლიათ, და დაიწყეთ დაკვირვება თუ რეალურად რა ხდება.
9. ნუ აწუხებთ თქვენს ფუტკრებს, შეეშვით!…..
10. შემეშვით მეც!…
დიახ, მე შეშლილი ვარ და ვამაყობ ამით…
Charles Martin Simon
მოამზადა ალეკო პაპავამ, მეფუტკრე