დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

სამეგრელოში კენკროვან კულტურებს დიდი პოტენციალი აქვს

ინტერვიუ სამეგრელო ზელემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის პირველ მოადგილე დავით ფარცვანიასთან:

– სამეგრელო–ზემოსვანეთისრეგიონში მრავაწლოვანი ბაღების მიმართულებით სამეგრელოში რა სიტუაციაა?

– რეგიონში თხილის, დაფნის, ხურმის, კივის და ლურჯი მოცვის კულტურებია ძირითადად წარმოდგენილი. სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“  ფარგლებში გაშენდა დაახლოებით 500 ჰექტარზე მეტი მრავალწლოვანი ბაღი, ეს კი ძირითადად, სახელწმიფო პროგრამის დამსახურებაა.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, პირველ ადგილზეა, თხილი, შემდეგ მოდის დაფნა მისი საექსპორტო პოტენციალიდან გამომდინარე, ასევე ლიდერ პოზიციას იკავებს კივის ბაღები, რომელიც დაახლოებით 540 ჰექტარზეა გაშენებული. მოცვი კი ამ ეტაპზე (2018 წლის მონაცემები) 150 ჰექატარზეა გაშენებული. წელს მისი რაოდენობა 200 ჰექტრამდე გაიზრდება.

რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თხილის კულტურა, მაგრამ საკმაოდ აქტიურად ვაპირებთ კენკროვანი კულტურების მიმართულების პოპულარიზაციას. მსოფლიო ბაზარზეც მოთხოვნად პროდუქტებს შორის ტოპ-სამეულში ლურჯი მოცვი შედის. ჩვენთვის მთავარია, რომ ნედლეულით უზრუნველყოფა ადგილზე იყოს შესაძლებელი, რაც სოციალურ–ეკონომკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს რეგიონში. ამიტომაც ვცდილობთ, მაქსიმალური პოპულარიზაცია გავუწიოთ ზოგადად, სანერგე მიმართულებას. მითუმეტეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ მიმართულებაზე 50%–იანი დაფინანსება აქვს. ამიტომაც, გვინდა ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად მოხდეს ხელშეწყობა.

 – ფართობები გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი ფერმერების მხრიდან მოთხოვნა არის. რაიმე ტიპის პრობლემებს ხომ არ აწყდებიან ადგილობრივები, როგორია ინფორმირებულობის ხარისხი?

– ზუსტად ეგ არის მთავარი ორიენტირი. ინფორმაციული თვალსაზრისით გარკვეულწილად გამოწვევებია, რომლის გადასაჭრელად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ. გვინდა, რომ მოხდეს ადგილობრივი სოფლის რწმუნებულების დატრენინგება და მათთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება აქტიურ რეჟიმში. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად და აქტიურად ვაპირებთ ტრეინინგების ჩატარებას უშუალოდ მოვლის საკითხებზე, პროგრამაში მონაწილეობის მიღების საკითხებზე, რადგან დღეს სოფლის მეურნეობის სფეროში განათლება საკმაოდ მწირია. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი მიდგომაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

მთავარი აქცენტი დღეს არის მცირე ფერმერები. მათთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებული აქვს ის, რომ 100%–ით ხდება კენკროვანი მიმართულების დაფინანსება. საუბარია ლურჯ მოცვზე, მაყვალზე და ჟოლოზე. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემგან გასაკვირი მიზეზების გამო, მოთხოვნა არცთუ ისე დიდია. ეს ალბათ ნაკლები ინფორმაციის ბრალია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ გააქტიურებას.  პირობითად რომ ავიღოთ, 2019 წელს მიწის ანალიზი აქვს გაკეთებული დაახლოებით 400–მდე ადამიანს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოშო შეტანილი განაცხადი კი 70–ს შეადგენს. ამიტომ გვინდა მასიური კამპანია დავიწყოთ და მოსახლეობას, ჩვენი აქტიური ჩართულობით ცოტა მეტი ინფორმაცია მოვაწოდოთ. მათ შორის, ვაპირებთ სოფლებში დავდგათ საინფორმციო სტენდებიც. მოვუწოდებ რეგიონის მოსახლეობას, რომლებიც დაინტერესებულები არიან რეგიონში მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით, მოგვმართონ რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და მაქსიმალურად ვეცდებით დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ.

– როგორი საექსპორტო პოტენციალი აქვს კენკროვან მიმართულებას რეგიონში, რა კეთდება მისი სრულად ათვისებისთვის?

– პირობითად, ლურჯი მოცვის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება. ლურჯი მოცვის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ევროკავშირის ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და სპარსეთის ყურის ქვეყნები. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება  (DCFTA) ჩვენს ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ევროპაში ლურჯი მოცვი ყოველგვარი ბარიერების გარეშე, მარტივად გაიტანონ. ზოგადად, მზარდი მოთხოვნა გაჩნდა არაბეთის  გაერთიანებული საემიროებიდან. დიდი მოთხოვნაა მისი ფრეშის სახით მიწოდებაზე. უპირატესობა ის გვაქვს, რომ ლურჯი მოცვი ჩვენთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით,  გაცილებით ადრე მოდის, ეს გვაძლევს საშუალებას ფასის მარჟა დავიჭიროთ. მითუმეტეს, გაუყინავი ლურჯი მოცვის საბაზრო ფასი მინიმუმ 5–7 ევროა კილოზე. ბიო წარმოების შემთხვევაში ფასი ორმაგდება.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ დავითვალეთ და დანახარჯების გამოკლებით, შემოსავალი 1 ჰექტარზე 75 000 ლარს შეადგენს.

– უახლოს მომავალში ხომ არ იგეგმება გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობაც?

აქაც აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან რათა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული საგრანტო პროგრამები უფრო ხელმისაწვდომი იყოს რეგიონის ფერმერებისთვის, ასევე ჩვენ ვკონტაქტობთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოელ ინვესტორებთან რათა ისინი აქტიურად დავაინტერესოთ რეგიონის პოტენციალით. გვინდა რომ ეს კონტაქტები და თანამშრომლობა, უახლოეს მომავალში რეგიონში გადამამუშავაბელი საწარმოების  დაფუძნებით დაგვირგვინდეს. მზად ვართ ინვესტორებს შევთავაზოთ მზა ბაღები და უკვე ამის შემდეგ მათთვის ფულის ჩადება ბევრად უფრო მიმზიდველი იქნება.

– დავუბრუნდები მრავალწლოვან ბაღებს, რა  საექსპორტო პოტენციალი გააჩნია რეგიონში ამ მიმართულებას?

– თხილი ჩვენი პრიორტეტია და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მოსახლეობის მთავარი შემოსავლის წყაროა, მაგრამ ამ ერთ პროდუქტზე მიჯაჭვული არ უნდა ვიყოთ. მაგალითად, კივის შემთხვევაში, ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ერთ–ერთ იტალიურ კოპანიასთან, რომელიც იღებს პროდუქტის ჩაბარების ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი 5 ჰექტარ კივის ბაღებს გააშენებს.  დიდი პოტენციალი აქვს ხურმის, ფეიხოას და დაფნის  მიმართულებასაც.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ვაპირებთ სანერგე მეურნეობის შექმნას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კალკულაციის ეტაპი. მისი შექმნის მიზანი კი არის  გაკეთეს  სადემონსტრაციო ნაკვეთები, რომლითაც ადგილობრივებს მიცემათ საშუალება ნახონ რა არის მოცვი, როგორ მოდის და ასე შემდეგ.

მრავალწლოვან კულტურებთან ერთად, კარგი იქნება, თუ აგროტურიზმის მიმართულებითაც ვიმუშავებთ. ჩემი მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები  დაინტერსდნენ ამ თემით რათა აქტიურად ჩაერთონ პროცესში. ჩვენ  ღია ვართ ყველა დაინტერესბული პირისთვის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიყენონ ის შესაძლებლობები რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის შედეგად გააჩნიათ.

სოფო ქსოვრელი

წყარო:commersant.ge