რა არის გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება?
რა არის გეოგრაფიული აღნიშვნა?
სახელი, ან სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გეოგრაფიულ ადგილზე (ადგილის სახელი ან მისი იმანიშნებელი სხვა რაიმე აღნიშვნა) და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია იქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით.
რა არის ადგილწარმოშობის დასახელება?
გეოგრაფიული ადგილის, რაიონის, რეგიონის, გამონაკლის შემთხვევაში, ქვეყნის თანამედროვე ან ისტორიული სახელი გამოყენებული ისეთი საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული (და არა განსაზღვრული) ხარისხი და მახასიათებლები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია
მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით. ამასთან, საქონლის დამზადებასთან დაკავშირებული მთლიანი ციკლი უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.
რა განსხვავებაა გეოგრაფიულ აღნიშვნასა და ადგილწარმოშობის დასახელებას შორის?
გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება უფრო ზოგადია და მთლიანად მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელების ცნებას.
ადგილწარმოშობის ნებისმიერი დასახელება გეოგრაფიული აღნიშვნაცაა, მაგრამ არა პირიქით.
რა სახის საქონელზე გამოიყენება გეოგრაფიული აღნიშვნა?
ყველაზე ფართოდ გეოგრაფიული აღნიშვნა გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და, ასევე, სამეწარმეო საქმიანობის სხვადასხვა სფეროში შექმნილი განსაზღვრული თვისებების მქონე პროდუქტებისთვის, რომელთა დამზადება მათი წარმოშობის ადგილზე დამკვიდრებულ განსაკუთრებულ ჩვევებს, ტრადიციებსა და ცოდნას ემყარება (სვანური ქუდი, სპარსული ხალიჩა და სხვ.).
წარმოშობასთან დაკავშირებით კიდევ რა ტერმინი გამოიყენება?
„წარმოშობის აღნიშვნა” ან ,,წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნა”, რომელიც მიუთითებს მხოლოდ პროდუქტის გეოგრაფიულ წარმოშობაზე. ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, გააჩნია თუ არა პროდუქტს რაიმე გამორჩეული მახასიათებლები და პროდუქტის მახასიათებლები დაკავშირებულია თუ არა წარმოშობის ადგილთან.
რა განსხვავებაა გეოგრაფიულ აღნიშვნასა და სასაქონლო ნიშანს შორის?
სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, აკრძალოს მისი სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენება მაშინ, როდესაც გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება შეიძლება გამოიყენოს ყველა მეწარმემ, რომელიც პროდუქციას აწარმოებს გეოგრაფიული აღნიშვნით
ან ადგილწარმოშობის დასახელებით მითითებულ ადგილზე აწარმოებს და ამ პროდუქციის მახასიათებლები აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
როგორი სიმბოლო ან სახელი ვერ დარეგისტრირდება როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება?
არ რეგისტრირდება სახელი ან სხვა რაიმე სიმბოლო, რომელიც:
• არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
• შესაძლებელს ხდის მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ;
• შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციას, ზნეობრივ ნორმებს;
• ემთხვევა მცენარეთა ან ცხოველთა ჯიშის სახელს, რამაც შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ;
• იქცა საქონლის გვარეობით ცნებად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი სწორედ მიუთითებს იმ გეოგრაფიულ ადგილზე, სადაც მოხდა საქონლის წარმოება ან მისი ნედლეულის დამზადება და დამუშავება.
როგორ შეიძლება იქცეს გეოგრაფიული აღნიშვნა გვარეობით ცნებად?
გეოგრაფიული აღნიშვნით მონიშნულ პროდუქტს სხვა ანალოგიური დანიშნულების პროდუქტებისგან გამორჩეული, განსაზღვრული თვისებები და მახასიათებლები აქვს, შესაბამისად, ხშირად მომხმარებელი მას იყენებს როგორც ამ ტიპის პროდუქტის სახეობის დასახელებას.
ანგრძლივი დროის განმავლობაში ასეთი არასათანადო გამოყენების შედეგად, საზოგადოების ცნობიერებაში გეოგრაფიული აღნიშვნა ყალიბდება არა როგორც მითითება ამ პროდუქტის წარმოშობის ადგილზე, არამედ როგორც გარკვეული თვისებების მქონე საქონლის გვარეობითი ცნება და ასეთი სიტყვა აღარ ასრულებს გეოგრაფიული აღნიშვნის ფუნქციას (მაგ.: „დიჟონური მდოგვი“
– დროთა განმავლობაში, გადაიქცა მდოგვის განსაზღვრული სახეობის აღმნიშვნელად წარმოშობის ადგილთან ყოველგვარი კავშირის გარეშე).
როგორია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლები?
რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება აკრძალულია:
• ისეთ საქონელთან კავშირში (ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება), რომელზედაც არ ვრცელდება რეგისტრაცია, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საქონელი რეგისტრირებული საქონლის მსგავსია;
ან ამ რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი სარგებლობა, რომელიც იყენებს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას;
• იმ შემთხვევაში, როცა გამოყენება სიტყვასიტყვით ზუსტად მიუთითებს საქონლის წარმოების, მისი ნედლეულის დამზადების ან დამუშავების ადგილზე, მაგრამ მცდარ წარმოდგენას ქმნის საქონლის წარმოშობის შესახებ;
• როდესაც სახელი ან სიმბოლო წარმოადგენს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის მიბაძვას, თუნდაც თარგმანში, ან ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორიცაა: „ტიპის“, „სტილის“, „მსგავსი“, „ნაირი“, „მეთოდით“ და ა.შ.;
• იმ შემთხვევაში, თუ სიმბოლოს საქონლის შეფუთვაზე, საქონელთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ან რეკლამაში შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი საქონლის წარმოშობის ადგილის, განსაკუთრებული ხარისხის ან თვისებების შესახებ;
• როდესაც საქონლის შეფუთვას ან წარმოდგენას, შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი მის წარმოშობასთან დაკავშირებით.
როგორ ხორციელდება რეგისტრაცია საქპატენტში?
ერთ ადგილწარმოშობის დასახელებას ან ერთ გეოგრაფიულ აღნიშვნაზე განაცხადის წარდგენა ხდება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ – „საქპატენტში“, უშუალოდ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ქართულ ენაზე და უნდა შეიცავდეს:
• თხოვნას ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ;
• განმცხადებლის სრულ სახელსა (სახელწოდებას) და მისამართს;
• ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას;
• იმ საქონლის დასახელებას, რომლისთვისაც მოითხოვება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია.
განაცხადს უნდა ერთვოდეს:
• შესაბამისი ორგანოს (როგორც წესი, დარგობრივი სამინისტრო) მიერ დამტკიცებული საბუთი, რომელიც შეიცავს:
♦ საქონლის და მისი ნედლეულის აღწერას, ქიმიურ, ფიზიკურ, მიკრობიოლოგიურ ან/და ორგანოლეპტიკურ და სხვა მახასიათებლებს;
♦ საქონლის წარმოშობის გეოგრაფიული ადგილის მდებარეობის აღწერას მისი ზუსტი საზღვრების მითითებით;
♦ საქონლის წარმოების ტექნოლოგიისა და შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური პირობებისა და ხერხების აღწერას მათი არსებობის შემთხვევაში;
♦ მონაცემებს, რომელიც ადასტურებს, რომ ადგილწარ მოშობის დასახელების მქონე საქონლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით (თუ მოითხოვება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია);
♦ მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე საქონლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან (თუ მოითხოვება გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია).
• საბუთი, გაცემული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს ამ საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობას;
• მინდობილობა წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).
რა პროცედურებს ითვალისწინებს რეგისტრაცია?
• ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს:
♦ დგინდება, წარმოადგენს თუ არა განსახილველი სიმბოლო ან სიტყვა ისეთ სიმბოლოს ან სიტყვას, რომლისადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრაცია შესაძლებელია;
რომელი სამართლებრივი აქტებით რეგულირდება ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ურთიერთობები საქართველოში?
• საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“;
• საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის N88 ბრძანებულება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“;
• საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის N2-41 ბრძანება „სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. მოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადზე თანდართული საბუთები კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
რომელი სამართლებრივი აქტებით რეგულირდება ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ურთიერთობები საქართველოში?
• საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“;
• საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის N88 ბრძანებულება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“;
• საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის N2-41 ბრძანება „სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. ტარდება მოძიება სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის მონაცემთა ბაზებში შესაძლო დაპირისპირებული სიმბოლოს ან სახელის გამოსავლენად.
• განაცხადის მასალების გამოქვეყნებას ბიულეტენში, ერთ ცენტრალურ და ერთ ადგილობრივ გაზეთში. თუ განაცხადის მასალების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამ მასალებთან დაკავშირებით საქპატენტში შევა დამატებითი ინფორმაცია, ეს ინფორმაცია შესასწავლად ეგზავნება შესაბამის დარგობრივ სამინისტროს.
• თუ 3 თვის ვადაში მასალებთან დაკავშირებით საქპატენტში არ შევიდა დამატებითი ინფორმაცია, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ, განაცხადის მასალებში არსებული მონაცემები შეაქვს რეესტრში და ინფორმაციას ამის შესახებ აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში.
რა ვადით რეგისტრირდება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა?
რეგისტრაცია უვადოა. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ მოცემული გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობების ან ადამიანის ფაქტორის შეცვლის ან
გაქრობის გამო შეუძლებელია ისეთი საქონლის წარმოება, რომელსაც ექნება რეესტრში მითითებული განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები.
ვის აქვს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება და როგორ ხდება მისი მოპოვება?
გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში, როგორც აღნიშნული დასახელების ან სიმბოლოს გამოყენების უფლების მქონე პირი. ნებისმიერ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მოიპოვებს ან გადაამუშავებს ნედლეულს, ან რომელსაც
ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში აქვს რეგისტრირებული მოქმედი საწარმო, ხოლო წარმოებული საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები რეესტრში დაფიქსირებულის ანალოგიურია და აქვს შესაბამისი ორგანოს თანხმობა, შეუძლია საქპატენტში წარადგინოს განაცხადი რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირად
დასარეგისტრირებლად.
მონაცემები რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის შესახებ საქპატენტს შეაქვს რეესტრში.
გამოყენების უფლება შეიძლება გადაისინჯოს შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესითა და პერიოდულობით.რა წესით ხდება უცხო ქვეყნის საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და
გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საქართველოში?
სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია ხდება საქპატენტში.
თუ საქართველოში რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნა ან საქართველოს რომელიმე გეოგრაფიული ადგილის სახელი სხვა ქვეყანაში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ომონიმია,
საქართველოში ასეთი აღნიშვნის დაცვის წესი და გამოყენების პირობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ხელშეკრულება ითვალისწინებს შესაბამისი ქვეყნის სახელის ან რაიმე სხვა განმასხვავებელი სიმბოლოს დამატებას.
როგორ ხდება ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საზღვარგარეთ?
• საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა უნდა იყოს საქართველოში აღიარებული ან რეგისტრირებული;
• შეტანილ უნდა იქნეს განაცხადი რეგისტრაციაზე უშუალოდ სათანადო ქვეყნის შესაბამის უწყებაში;
• „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების“ საფუძველზე, განაცხადი უნდა წარედგინოს საერთაშორისო
ბიუროში და მოთხოვნილ იქნეს ქართული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების დაცვა შეთანხმების წევრ ქვეყნებში;
• დაცვა უნდა განხორციელდეს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია იმ ქვეყანასთან, სადაც მოითხოვება დაცვა.
საერთაშორისო დონეზე დაცვის მარეგულირებელი დებულებები გათვალისწინებულია:
• ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ ადმინისტრირებად მრავალმხრივ შეთანხმებებში. ესენია:
♦ „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია“(პარიზის კონვენცია);
♦ „მადრიდის შეთანხმება ყალბი ან შეცდომაში შემყვანი წარმოშობის აღნიშვნების აღკვეთის შესახებ“ (მადრიდის შეთანხმება);
♦ „ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებათა დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“(ლისაბონის შეთანხმება).
• ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ფარგლებში მოქმედი „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმება“ (TRIPS).
• „ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმება ითვალისწინებს, ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას ევროკავშირის
ტერიტორიაზე, ხოლო ევროკავშირის კი საქართველოს ტერიტორიაზე.
მადრიდის შეთანხმების გარდა, რომელიც მხოლოდ წარმოშობის აღნიშვნების მართლზომიერად გამოყენებას არეგულირებს, საქართველო ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხელშეკრულების
მონაწილეა.
როგორია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნულ დონეზე დაცვის სამართლებრივი ფორმები?
• გეოგრაფიული აღნიშვნები დაიცვება ქვეყნის ან რეგიონის ფარგლებში მოქმედი სპეციალური აქტით. ასეთი დაცვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სამრეწველო საკუთრების უწყებაში რეგისტრაციის შედეგად, ისე მთავრობის გადაწყვეტილების (ბრძანებულება, განკარგულება, დეკრეტი) საფუძველზე;
• გეოგრაფიული აღნიშვნები დაიცვება კოლექტიური ნიშნების ან სასერტიფიკაციო ნიშნების (საგარანტიო, ხარისხის ნიშნები) რეგისტრაციის გზით;
კოლექტიური ნიშნის მფლობელი, განსხვავებით სასაქონლო ნიშნის მფლობელისგან, არის არა რომელიმე მეწარმე, არამედ მეწარმეთა გაერთიანება (ასოციაცია), რომლის წევრებიც იყენებენ კოლექტიურ ნიშანს, რათა მომხმარებელმა მათი პროდუქცია გააიგივოს გაერთიანების მიერ დადგენილი ხარისხის დონისა და სხვა მახასიათებლების, მათ შორის, გარკვეული გეოგრაფიული წარმოშობის მქონე პროდუქციასთან.
რომელი სამართლებრივი აქტებით რეგულირდება ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ურთიერთობები საქართველოში?
• საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“;
• საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის N88 ბრძანებულება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“;
• საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის N2-41 ბრძანება „სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი