აგროსიახლეები

მახათას სამონსატრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ნერგები დაირგო

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნერგების დარგვის აქცია გაიმართა.

საქართველოს საპატრიარქო ფონდის _ გაამწვანე საქართველოს“ დამფუძნებლის, გოჩა არონიშიძის  მხარდაჭერით,  ტერიტორიაზე 20-მდე  ზეთისხილის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები იზრუნებენ.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს საქართველოს საპატრიარქო ფონდთან – „გაამწვანე საქართველო“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. დღევანდელი აქციაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება – ხელი შევუწყოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. 

დღეს,  „საზოგადოება ივერიისას“  წარმომადგენლებთან ერთად, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დავრგეთ ზეთისხილის ნერგები.  მსგავს აქტივობებს მომავალშიც აქტიურად განვახორციელებთ“ _ აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.