აგროტექნოლოგიებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ვაზის გაშენება-გასხვლის ფორმები: გუიო, კორდონი და სხვა

ყურძნის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც კლიმატი და გეოგრაფიული მდებარეობა ასევე მისი გაშენების ტექნოლოგია.
მსოფლიოში ვაზის გაშენების გავრცელებული მეთოდებიდან, კლიმატის გათვალისწინებით, რამდენიმე ვარიანტს გამოყოფენ, რომელთა მცირე აღწერასა და ფოტომასალას აქვე გთავაზობთ.
გუიო

გუიოს სისტემა მთელ მსოფლიოში გავრცელებული და ადაპტირებული მეთოდია. გუიო ერთ-ერთი ყველაზე მარტივი სისტემაა. ის უზრუნველყოფს ვაზისათვის მზის დიდი რაოდენობით მიწოდებასს და ჰაერის ცირკულაციას ყურძენის მტევნებს შორის.

კორდონი

კორდონის სისტემა დამახასიათებელია ახალი ღვინის ქვეყნებისათვის როგორიცაა ავსტრალია და კალიფორნია. კორდონის სისტემა გუიოს საკმაოდ გავს, თუმცა ამ შემთხვევაში ხდება ვაზის ძირიდან 2 კორდონის (ტოტის) ფორმირება და არა რქის ზრდა. ეს მეთოდი განკუთვნილია ნოყიერი ნიადაგებისათვის, რათა ვაზმა მცირე სტრესის პირობებში მეტად ხარისხიანი ყურძენი გამოიღოს.

ბუჩქი ვაზი

ბუჩქი ვაზი დამახასიათებელი ცხელი და მეტად მზიანი ღვინის რეგიონებისათვის როგორიცაა მაგალითად სამხრეთ როუნის ტერიტორია. ბუჩქად გაზრდილი ვაზის ტოტები ყურძენს ზედმეტი მზისგან იცავენ და თავიდან ირიდებენ მზის დამწვრობის შედეგად განვითარებული ყურძნის არომატების კარგვას.

გობელე

გობელეს სისტემა საკმაოდ გავს ბუჩქი ვაზის სისტემას . ამ მეთოდით ბუჟოლე გამოირჩევა. ტენიანობის გამო ვაზის რქები ერთადაა შეკრული რაც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას ტოტებს შორის და ამცირებს Grey Rot-ის გავრცელების რისკს.

პერგოლა

პერგოლას სისტემა დამახასიათებელია ჩრდილოეთ იტალიის ტერასული მევენახეობისათვის. ვაზი ისეა გაზრდილი რომ ქმნის ერთგვარი “ქოლგის” როლს ყურძნისათვის და საკუთარივე ჩრდილის საშუალებით იცავს ყურძენს.

Georgian Wine & Tourism School