ბლოგი

ოზონი და წყალბადის ზეჟანგი კორონავირუსის წინააღმდეგ

მსოფლიო დიდი ხანია დარწმუნდა, რომ  ომზე დიდი განსაცდელიც არსებობს, რაც გასული საუკუნის დასაწყისში ისპანკას (შავი ჭირი) მაგალითმა დაადასტურა. თუ პირველმა მსოფლიო ომმა 9 მილიონი კაცი შეიწირა და ნახევარი ევროპა დაინგრა, ომის შემდეგ გაჩენილმა ისპანკას მართალია, არც ერთი შენობა არ დაუნგრევია, მაგრამ 50 მილიონზე მეტი კაცი გამოასალმა წუთისოფელს. უფლის ეს მაგალითი საკმარისი არ აღმოჩნდა კაცობრიობისათვის და ორი ათეული წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი მოიხვია თავს. დღეს კი მესამის ზღვარზეა მისული, რაც კაცობრიობის განადგურებით დამთავრდება, რადგან ბირთვული ქობინებით გაძეძგილი მსოფლიო, გარანტიაა იმისა, რომ დედამიწა თუ არ დაინგრა, მასზედ სიცოცხლე აუცილებლად გაქრება.

ეს რომ არ მოხდეს, ჩანს უფალმა გონზე მოსასვლელად კორონავირუსი გამოგვიგზავნა და გვითხრა: მასზედ გამოვცადოთ რამდენად მზად ვართ და შეგვიძლია კატასტროფების მართვა, რომლებსაც თავს ვიხვევთ. როგორც ხედავთ, დღეს მსოფლიო, უსუსური აღმოჩნდა პანდემიის წინააღმდეგ და კორონავირუსმა ყველას ოხრად დაურჩინა ტრილიონებად ღირებული ის იარაღი, რომელსაც 75 წელია თავის დასაცავად აგროვებდნენ, ასევე, ათეულ წლობით ნაგროვები ოქრო-ვერცხლი და დოლარების გორები.

დღეს, დადგა დრო, ხელისუფლებებმა ანგარიში ჩააბარონ გადასახადის გადამხდელებს თუ როგორ სწორად ხარჯეს უფლის მიერ ადამიანის საკეთილდღეოდ გაჩენილი დოვლათი და რამდენად სწორად ემზადებოდნენ კატასტროფებისაგან ხალხის დასაცავად. გაირკვა, რომ ტრილიონები დახარჯულია, დედამიწა იარაღში იხრჩობა, ხალხი კი დაუცველია, ანუ კატასტროფებისთვის მომზადებული კაცობრიობის ნაცვლად გვაქვს, იმ იარაღიში ჩაძირული დედამიწა, რომელიც დაცვის მაგიერ, თვითონაა ამ კატასტროფის გარანტი. არა მგონია, მსოფლიოს მოსახლეობამ პანდემიის დამარცხების შემდეგ ხელისუფლებების ამ უგნურებაზე თვალი დახუჭოს.

მოდით ახლა ვნახოთ მართლა ასე მოუმზადებელია თუ არა კაცობრიობა მიმდინარე პანდემიის წინააღმდეგ და ხომ არაფერი ქვენა აზრი იმალება, ამ თითქოს და უსუსურობის მიღმა? მართლა ასე დაუცველია თუ არა კაცობრიობა? ამაში ინტერნეტი დაგვეხმარება, სადაც სპეციალისტების მიერ ბევრი მასალა ქვეყნდება იმის შესახებ, რომ კაცობრიობას აქვს იარაღი, რომლის დახმარებითაც კორონავირუსი კი არა, მომავლის ვირუსების დამარცხებაც რომ შეიძლება, მაგრამ ვიღაცის მსახვრალი თვალი, ნებით თუ უნებლიეთ არ ხედავს ამ იარაღს.

ამისთვის MAIL.RU-ზე აკრიფეთ „озон против коронавируса“ და გახსენით წერილი „коронавирус или таина поднебесная„ სადაც ავტორი წერს, თუ ბოლო წლების განმავლობაში მრავალი ტვინნაღრძობი სპეციალისტი და ორგანიზაცია, როგორ ცდილობენ ოზონი, ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღთა სიიდან ამოაგდონ. ამის მიზეზი კი, როგორც ავტორი მიგვანიშნებს, მისი ძალიან დაბალი ფასი და ძალიან მაღალი ეფექტიანობაა ყველა სხვა მადეზინფიცირებელ საშუალებებთან შედარებით. მოვუსმინოთ ავტორს: „ოზონით დეზინფექცია დიდი ხნის შემოწმებული მეთოდია, ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ დეზინფექცია, 2-4 მგ/მ³ კონცენტრაციით ხდება 60-100 წთ-ის განმავლობაში (20-25 მგ/მ³ კონცენტრაციის დროს 10-15 წუთშიც საკმარისია ჟ.გ.). ასეთ კონცენტრაციაზეა გაცემული მოწმობა რუსეთში.

ოზონი, ოთახში ნებისმიერ ხვრელსა და ნაპრალში აღწევს. ამიტომ დღემდე ცნობილ არც ერთ ბაქტერიას და ვირუსს არ შეუძლია გადარჩეს შესაბამისი კონცენტრაციის ოზონირებულ გარემოში.

აქვე, თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო იმ გარემოებას, რომ ოზონის მაღალი კონცენტრაციის გარემოში ყოფნა, მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ხოლო დაბალი კონცენტრაციის ოზონირებული ჰაერის სუნთქვა, პირიქით, სამკურნალოა. იმის გარდა, რომ ამ დროს სისხლი მარაგდება ჟანგბადით და უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, ადამიანის ფილტვები თავისუფლდება იმ ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან, რომლებიც უკვე ჩაისუნთქა ადამიანმა.

 როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დღეს საინფორმაციო საშუალებებში ძალიან ბევრი საშინელებები იწერება ოზონზე, მის მავნე თვისებებზე და საერთოდ თუ ინტერნეტში დაწერილს დაუჯერებთ იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ოზონი, გაცილებით დიდი საშინელება იყოს, ვიდრე, ნებისმიერი ეპიდემია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს „ხორხოცი“ უკანასკნელ წლებში ატყდა, წინათ პირიქით იყო, ყველა კვლევები ამტკიცებდა, რომ ოზონი და ოზონირება, ყველა მადეზინფიცირებელ საშუალებებზე ეფექტურია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსის პანდემიის წინ, ვიღაცებმა სპეციალურად შეაშინეს მთელი მსოფლიო ოზონის საშინელი თვისებებით, რომ ხალხი თვითონ მოერიდოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ამ ძალიან იაფ და ეფექტურ საშუალებას. ისმის კითხვა, ვის აწყობს ეს?

თუ საქმეს ფანატიზმის გარეშე მივუდგებით და დავიცავთ უშიშროების ელემენტარულ ნორმებს ოზონი, ნიორზე საშიში ნამდვილად არ არის. (ბუნებრივი აირი, რომელიც დიდი ხანია ყველა ოჯახში ყოველდღიური გამოყენების საგანია, ბევრჯერ საშიშია, ვიდრე ოზონი. ბოლო 15 წლის განმავლობაში მარტო თბილისში 50 კაცზე მეტი აფეთქდა და გაიგუდა ბუნებრივი აირით, მიუხედავად ამისა კაცობრიობა მასზედ უარის თქმას არ აპირებს, პირიქით, მოგვიწოდებენ დავიცათ მოხმარების წესები და ისე გამოვიყენოთ. ოზონს კი საუკუნეზე მეტია ვიყენებთ და მისგან მკვდარი და დაზარალებული არავინ გვინახავს). არავინ ამბობს, რომ ოზონი, დღე და ღამ უნორმოდ უნდა ისუნთქოთ, თორემ უზომოდ მირთმეული ფაფაც საშიშიაო, ანუ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო.

თვითონ ამერიკელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტალურად დაამტკიცეს, რომ კორონავირუსის შტამები 7-10-ჯერ უფრო მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპის შტამები და ოზონირებულ გარემოში ვერ ცოცხლობენ. მაგრამ იმის მაგიერ, რომ დახურული სივრცეებს ოზონით გაუკეთონ დეზინფექცია, ყველაფერს ხლორამინით დასველებული ჩვრით წმენდენ. თუ პროდუქტების მაღაზიებში და აფთიაქებში ოზონატორებს დავაყენებთ კარდინალურად შეიცვლება ვირუსის გავრცელების შესაძლებლობები. დღეს ეს ობიექტები დასნებოვნების უპირველესი წყაროა, დაოზონირებულ მაღაზიაში შესული კლიენტი, ჩაისუნთქავს რა ოზონირებულ ჰაერს, მაღაზიაში დასნებოვნდება კი არა, იმ ვირუსსაც გაანადგურებს, რომელიც გზაში შემთხვევით შეისუნთქა. ამ შემთხვევაში მაღაზიის თანამშრომლებმა ნახშირის რესპირატორით უნდა იმუშაონ (ხომ მუშაობენ ექიმები რესპირატორებით?).

მე თვითონ ვმუშაობდი შჩოკინოს ქიმიურ კომბინატში და ვიცი რასაც ვამბობ. ამის შესახებ რატომ არც ერთი ტელევიზია არ საუბრობს? ხელისუფლება, რატომ არ იყენებს ასეთ საშუალებებს პრაქტიკაში? ეს ხომ უმოკლესი გზაა თავიდან ავიცილოთ პანდემიის გავრცელება ქვეყანაში? ამის მაგიერ რას ვხედავთ? ავტობუსებისა და ტრანსპორტის სადეზინფექციო ქლორამინის შესაძენად, უზარმაზარი თანხები გამოიყოფა. ქლორამინი, მოქმედებს იქ, სადაც დაასხეს, განსხვავებით ოზონისა, რომელიც დახურულ სივრცეში გაშვებისთანავე მომენტალურად უერთდება ჟანგბადს და რამდენიმე წუთში ყველა კუთხე-კუნჭულში ანადგურებს ყველა სახით ვირუსებს.

ისმის კითხვა: რატომ არავინ ფიქრდება იმაზე თუ როგორ დაამარცხეს ჩინელებმა ასე მოკლე დროში კორონავირუსი? ეს კითხვა ჩინელებთან კი არა, ჩვენს ტელევიზიასთან უნდა გვქონდეს, იმის შესახებ თუ ფედერალური ტელევიზიები რამდენად სრულად გადმოსცემენ თუ რა საშუალებები გამოიყენეს ჩინელებმა პანდემიის წინააღმდეგ. ცნობილია, რომ პირბადე და ნახშირის რესპირატორი ერთნაირად უძლურია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, ჩინელები კი ძვირადღირებულ რესპირატორებს იყენებდნენ და არა იააფფასიან პირბადეებს და გინდათ იცოდეთ რატომ? ჩინელებმა დიდი ხნის წინ დაიწყეს ოზონოგენერატორების მასობრივი წარმოება, იმიტომ, რომ იცოდნენ მისი ანტივირუსული თვისებები, ამიტომ მასობრივად გამოიყენეს ის კორონავირუსის წინააღმდეგ და სწორედ ამისთვის იყო საჭირო ნახშირის რესპირატორები. მე პირადად ამაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა ჩინელებიც არასდროს მალავდნენ ამას, განსხვავებით ჩვენი ტელევიზიების, ხელისუფლებების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა. ისმის კითხვა, ვის აწყობს და ვის სჭირდება სიჩუმის ეს შეთქმულება“?

 ბატონებო, ავტორს თავის წერილში ამ შეთქმულების დამამტკიცებელი უამრავი ფაქტი აქვს მოყვანილი, რომელთა მოყვანა ჩემს წერილში შეუძლებელია და თუ ამ წერილს გაეცნობით ნახავთ, რომ ვიღაც-ვიღაცები პანდემიის დამარცხებას კი არ მიესალმებიან, არამედ, პირიქით. მე კი დავამატებდი, რომ ეს კორონავირუსი სამწუხაროდ ვიღაცების პატარა ექსპერიმენტი უნდა იყოს დიდი უბედურების წინ. ხომ არიან ფულით გაძეძგილი თავები, მსოფლიო მოსახლეობის ოქროს მილიარდამდე დაყვანაზე რომ ოცნებობენ და მოქმედებენ კიდეც. მართლაც, რომ გაუგებარია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის უუნარობა, რომელიც მათ გამოიჩინეს ამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ასევე, გაუგებარია რისთვის იხარჯება მილიარდები ამ ორგანიზაციის შესანახად? სახლში დარჩენა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ეს, უმაგათოდაც ყველამ კარგად იცის.

ჩემის მხრივ მინდა ავღნიშნო, რომ ოზონს, ოზონო-გენერატორს, ოზონირებულ წყალს და წყალბადის ზეჟანგის ხსნარის ანტივირუსულ და ანტიბაქტერიულ თვისებებს შეიძლება ითქვას ახლოს ვიცნობ, რადგან ჯერ ერთი, თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის თანამშრომელი ვარ, სადაც ოზონოტექნოლოგიების კვლევა და ოზონო-გენერატორებს დამზადება მიმდინარეობს და მეორე, წლებია ვმუშაობთ და საქართველოში ვნერგავთ საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების მრავალწლიან გამოცდილებას, ოზონისა და წყალბადის ზეჟანგის სოფლის მეურნეობაში გამოყენების კუთხით. ორივე ეს მადეზინფიცირებელი საშუალება, დიდი ხანია დასავლეთში და ამერიკის კონტინენტზე გამოიყენება, როგორც თანამედროვე შხამქიმიკატებისა და პესტიციდების ალტერნატივა, რადგან ორივე მათგანი 12-15-ჯერ ძლიერია ქლორზე, გოგირდზე და დღეს გამოყენებულ მადეზინფიცირებელ ყველა საშუალებაზე. რომ მათი სოფლის მეურნეობაში დანერგვით ეშველება, არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ, ნიადაგს და ბუნებას, რომ ეს საშუალებები ბიომოსავლის მიღების უმოკლესი და უიაფესი გზაა, ამიტომ ჩვენი კოლექტივისათვის გაუგებარია, მავანთა მცდელობა თვალი დახუჭონ ასეთ ანტივირუსულ და ანტიბაქტერიულ საშუალებებზე და პანდემიის წინაღმდეგ ბრძოლის იარაღად ისევ ხლორამინი გამოიყენონ. ამ უგნურებაში მეცნიერისა და მეცნიერების როლიც დიდია.

ბოლო ათეული წლებია, არ იყო სახალხო მეურნეობის დარგი, სადაც ოზონი, ფართო მასშტაბით არ ინერგებოდა. განსაკუთრებით დიდი წარმატებები იყო მოპოვებული მედიცინაში. ვის არ გაუგონია ოზონოთერაპია, რომლითაც სასწაულებს ახდენენ ექიმები. თბილისშიდაც რამდენიმე ასეთი კაბინეტი მუშაობს. სხვათაშორის 2017 წელს თბილისში საერთაშორისო კონფერენციაც კი ჩატარდა ამ მიმართულებით, სადაც უამრავ საზღვარგარეთელ სპეციალისტებთან ერთად ქართველი ექიმებიც ბლომად მონაწილეობდნენ. ექიმთა ამ თავყრილობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩვენი ინსტიტუტიც იყო. თავყრილობაზე ათობით მოხსენება იქნა წაკითხული ოზონოთერაპიით სხვადასხვა სახის დაავადებათა მკურნალობის გამოცდილებაზე, რომელ მოხსენებებსაც წითელ ზოლად გასდევდა მტკიცება იმისა, რომ ოზონი, მედიცინის მომავალია, რომ ის უამრავი დასახელების წამლის ალტერნატივაა.

ცნობილია, რომ ოთხი ათეული წლის წინ საბჭოთა კავშირის კოსმონავტიკის მედიცინის პრეზიდენტმა აწ გარდაცვლილმა ნეუმივაკინმა მედიკოსთა საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება, სადაც მსოფლიოს მედიკოსებს შესთავაზა დაავადებათა ოზონით მკურნალობის ახალი მიმართულება, კერძოდ: ავადმყოფისთვის დაოზონირებილი სისხლის გადასხმით, როგორც სისიხლის დაავადებების ისე, სხვა უამრავ დაავადებათა მკურნალობის პერსპექტივის შესახებ მოუთხრო. როგორც სულმნათი აკადემიკოსი წერდა, მაშინ, მსოფლიო მედიცინამ არ აიტაცა ეს სიახლე, მაგრამ მისმა ჯგუფმა მაინც გააგრძელა ამ მიმართულებით მუშაობა. შემდეგ წლებში კი მრავალმა ენთუზიასტმა ექიმმა მრავალ ქვეყანაში დაიწყო ამ მეთოდით მკურნალობა, რისი შედეგიც სხვა უამრავ საერთაშორისო კონფერენციებთან ერთად თბილისში ოზონოთერაპიაზე გამართული კონფერენციაც იყო, ანუ მედიცინა ფართო მასშტაბით აგრძელებდა ოზონის გამოყენებას ავადმყოფთა სამკურნალოდ.

მიმდინარე წლის 23 მარტს გამოქვეყნდა ჯოზეპ მერკოლას ინტერვიუ ამერიკელ პრაქტიკოს ექიმთან დოქტორ რობერტ როუენთან, რომელიც დიდი ხანია თავის პაციენტებს ოზონოთერაპიით მკურნალობს. წერილი ცნობილმა მიკრობიოლოგმა თენგიზ ჯალიაშვილმა გადმომიგზავნა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ინტერვიუში მეცნიერ-პრაქტიკოსი იმაზე მსჯელობს თუ როგორ შეიძლება ოზონის გამოყენება კორონავირუსის და სხვა ვირუსულ დაავადებათა სამკურნალოდ. „ადრე მე ავიღე ინტერვიუ როუენთან მისი და მისი ჯგუფის დამსახურებაზე 2014 წელს აფრიკაში გავრცელებულ ებოლას ვირუსის წინააღმდეგ მიღწეულ წარმატებებზე. დოქტორი როუენი და მისი ჯგუფი, იქ მკურნალობდნენ სხვადასხვა დაავადებებით დაავადებულ ათიათასობით ავადმყოფს და ასწავლიდნენ ადგილობრივ ექიმებს. მისი თქმით, ოზონი, წარმატებით მუშაობს სხვადასხვა კლინიკურ პირობებში. როუენი ამბობს: „მე გადავწყვიტე წავსულიყავი აფრიკაში 2014 წელს, იმიტომ, რომ მე ვიცოდი, რომ კარგად ვიცნობ ებოლას, მე ვიცოდი, რომ ოზონი, წარმატებით იმუშავებდა მის წინააღმდეგ. ებოლასა და კორონავირუსის გარსების ერთგვაროვნება მკარნახობს, რომ ოზონი იქნება კორონავირუსისგან განკურნების საუკეთესო საშუალება“, ამბობს დოქტორი როუენი.

წერილში დოქტორი როუენის მიერ, უამრავი მტკიცებულებაა მოყვანილი იმის შესახებ თუ როგორი წარმატებით შეიძლება ოზონით ვუმკურნალოთ, როგორც კორონავირუსს, ისე ნებისმიერ დღეს არსებულ და მომავალში მოსალოდნელ ვირუსებს, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მაგიერ ყველა ის, ვისაც ეს უშუალოდ ეხება სირაქლემას პოზიციაში დგას და პირველ რიგში, სწორედ FDA, რომლის ხელდასხმის გარეშე მსოფლიო მედიცინაში საერთაშორისო მასშტაბით არაფერი არ ხდება. სამაგიეროდ დღეს მსოფლიოში მრავალი ქვეყნის მრავალი სამეცნიერო ლაბორატორია მუშაობს კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე, რომელიც მილიარდები დაჯდება, შემდეგ კი ეს მილიარდები, დიდი მოგებით დაბრუნდება, ანუ დევიზი: ვირუსი კი უნდა დავამარცხოთ, მაგრამ არა იაფი საშუალებებით, წარმატებით შესრულდება.

მკითხველს ალბათ აინტერესებს რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. უნდა ითქვას, რომ არანაირი. მთავრობას კი არ მეცნიერთა უმრავლესობასაც კი არაფერი სმენიათ ოზონის სიკეთეზე და აბსოლუტურ უმრავლესობას, მომწამვლელი გაზი ჰგონია. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჩვენმა ინსტიტუტმა მთავრობას, თბილისის მერიას, სამინისტროებს, სატრანსპორტო ორგანიზაციებს, საცურაო აუზების მეპატრონეებს, სკოლების, ბაღების და სხვა მრავალი ობიექტების სადეზინფექციოდ ქლორის და სხა მადეზინფიცირებელი საშუალებების ნაცვლად, იაფი და დიდად ეფექტური ოზონო-აირი და წყალბადის ზეჟანგის ხსნარი შევთავაზეთ, წარმოიდგინეთ, რომ არაპროფესიონალი ხალხი კი არა, ჩვენს წინადადებას ბატონი ამირან გამყრელიძის უწყებაც კი არ გამოეხმაურა. ვინ თუ არა მათ ხომ კარგად უნდა იცოდნენ ოზონის და წყალბადის ზეჟანგის ანტივირუსული ხასიათი? თუ ადრე კორონავირუსი არ იყო, გრიპის ეპიდემიას ხომ ყველა ზამთარში ვებრძოდით? მაშინ, რომ ჩვენთვის მოესმინათ და აღნიშნული ობიექტები ოზონო-გენერატორებით აღეჭურვათ დღეს, პანდემიის ბრძოლის ფრონტზე, რამდენიმე ნაბიჯით წინ ვიქნებოდით და ყველაფრის ნოლიდან დაწყება არ მოგვიხდებოდა. ამას ჩინეთის მაგალითიც ნათლად აჩვენებს.

კორონავირუსის გართულებისთანავე საქართველოს მთავრობამ შექმნა „პანდემიის მართვის საკორდინაციო საბჭო“. მუშაობის დაწყებიდან 2-3 დღის შემდეგ ინსტიტუტიდან გავუგზავნე წინადადება, რომ დაპროექტებული გვაქვს ერთ და მრავალადგილიანი, დასამზადებლად იოლი და იაფი სადეზინფექციო კამერა, სადაც შეიძლება სპეცტანსაცმელ ჩაცმული კაცის/კაცების დეზინფექციის გაკეთება, სადაც მადეზინფიცირებელ საშუალებად გამოყენებული იქნებოდა ჩვენს ინსტიტუტში დამზადებული ოზონო-გენერატორი. წარმოიდგინეთ სატელეფონო ბუტკის მაგვარი მსუბუქი კონსტრუქციისგან დამზადებული ბუტკა, სადაც ზემოდან შლანგით ჩადის ოზონი. ვირუსით დაავადებულთა პალატიდან გამოსული ექიმი, რომელსაც პირზე უკეთია ნახშირის რესპირატორი, შედის ბუტკაში, რთავს გენერატორს და 8-10 წუთის შემდეგ გარანტირებული აქვს უმაღლესი ხარისხის დეზინფექცია. პირადად ვერ წარმომიდგენია რამხელა ძალისხმევა დასჭირდება იმ ოთახის დეზინფექციას სადაც კორონავირუსით დაავადებული წევს, დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს ინვენტარს, ლოგინს და ყველა წვრილმანს. ოზონის შემთხვევაში კი დეზინფექცია ძალიან იოლია, შეიტანთ ოთახში ოზონოგენერატორს, 25-30 წთ-ით აოზონირებთ ოთახს, შემდეგ კი 30-40 წუთის შემდეგ აღებთ ფანჯრებს და ანიავებთ ოთახს. ღრმად ვარ დარწმუნებული დღეს ეს ტექნოლოგია მედიკოსთა შეიარაღებაში რომ იყოს, ვირუსთან ბრძოლა ერთი-ათად გაიოლდებოდა.

მართალია საზღვარგარეთი გვაქებს, მაგრამ ამ ქებას, მხოლოდ ჩვენი გენიოსი მედიკოსები იმსახურებენ. საქმის ორგანიზების კუთხით კი ყველაფერი რიგზე ნამდვილად არ გვაქვს. ავიღოთ მარნეულ-ბოლნისის კარანტინის ამბავი. ორივე რაიონში სიცხის ერთჯერადად გაზომვას 8-10 დღე მოვუნდით, არადა თუ გინდა ვირუსი შორს არ გაგექცეს სიცხე, თუ ყოველდღე არა, ყოველ მეორე დღეს მაინც უნდა გაზომო, რადგან სიცხის აწევის წინა დღიდან ავადმყოფი უკვე გამავრცელებელია. სწორედ დროზე სიცხის გაუზომლობას უნდა დაბრალდეს ბოლნისში ამდენი დაინფიცირებული. არადა ყოველდღიურად სიცხის გაზომვას 15-20 კაცით, ძალიან იოლია თუ საქმეს სწორ ორგანიზებას გაუკეთებთ. თუ ეს, ორ რაიონში არ მოხერხდა, რას ვაპირებთ ათეულობით რაიონის კარანტინის შემთხვევაში? ასევე, ჩამოგვყავს თანამემამულეები საზღვარგარეთიდან და დავაფრენთ ნახევრად ცარიელ თვითმფრინავს, ანუ ყოველი მეორე სკამი ცარიელია. ხომ შეიძლებოდა 100-130 ექიმის ეკიპიროვკა გამოგვეყო მგზავრებისათვის, გადაგვეცმია და დაგვესვა იმ ცარიელ სავარძლებზე, ამ გზით დღეს, დამატებით 2000 კაციც გვეყოლებოდა ჩამოყვანილი და ასეთი მგზავრი, საიმედოდაც გამიჯნავდა ერთმანეთისგან იმ ორ მგზავრს, რომლებიც დღეს ცარიელი სკამით არიან გამიჯნულნი. რა თქმა უნდა ყველაფერს კომისია ვერ მოიფიქრებს, მაგრამ ცხელი ხაზი, რომ გაგეხსნათ რჩევებს ხალხი მოგაწვდიდათ, საჭიროს კი თქვენ აირჩევდით. ასევე აპირებდნენ ბანკები ფულის ორი კვირით დასაწყობებას, არადა ცნობილია, რომ 70 გრადუსზე ვირუსი იხოცება, როცა გვაქვს მიკრივალნოვკები რად უნდა ფულს დასაწყობება?

ჩვენ არ ვიცით პანდემიის დამარცხების შემდეგ რა და როგორ იქნება, მაგრამ ოზონი, რომ დღეის ტექნოლოგიაა და არა მომავლის ეს ფაქტია, ფაქტია, ისიც რომ ვირუსი, ასე ადვილად არ გაგვანებებს თავს და ისე, როგორც პური და ყველი უნდა გვქონდეს ჩვენი, ასევე, ვირუსულ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებიც ჩვენი უნდა გვქონდეს, რადგან ეს ათობით მილიონი დოლარის იმპორტის განხორციელებაა ყოველწლიურად. ოზონი და წყალბადის ზეჟანგი, არა მარტო ადამიანის ვირუსებს ებრძვის, არამედ სოფლის მეურნეობის კულტურების დაავადებების წინააღმდეგ უპირველესი საშუალებაა.

ვფიქრობთ, ამ პანდემიის დამთავრების შემდეგ, მსოფლიოც შეიცვლება და საქართველოს ხელისუფლების მიდგომაც ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართ. ამიტომ ოზონო-გენერატორებისა და წყალბადის ზეჟანგის წარმოება, მედიცინისა და სოფლის მეურნეობის დარგების განუყოფელ ნაწილად უნდა იყოს განხილული. წყალბადის ზეჟანგს რუსთავის ქიმიური ქარხანა უშვებდა და ისევ მას უნდა დაეკისროს მისი წარმოება, რაც შეეხება ოზონო-გენერატორებს, მისი წარმოებისათვის ყველაფერი მზადაა, საჭიროა ხელისუფლების ნება და სათანადო ინვესტიცია, რაც შეეხება პრობლემის მეცნიერულ გადაწყვეტას ეს, პრობლემა, ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (დირექტორი შოთა მირიანაშვილი) დიდი ხნის გადაწყვეტილია და კუსტარული მეთოდით მზადდება კიდეც.

ჟორა გაბრიჭიძე

ტელ: 551-333-155