აგროსიახლეები

რუსეთში, ბელორუსსა და პოლონეთში მარწყვის ფასი იზრდება; საქართველოში და მოლდოვაში კი მცირდება _ 2020 წლის მაისი პირველი დეკადის ბაზრის მიმოხილვა 

მარწყვის ბაზარი ფასების სტაბილურობით არ გამოირჩევა. ეს ჩვენს მიმოხილვაშიც ნათლად ჩანს..
მარწყვი

კვლევის თანახმად მაისის პირველი კვირაში მარწყვის ბაზარი ფასის მიხედვით საკმაოდ არამდგრადი იყო. კვირის ბოლოსთვის მარწყვის ფასი გაიზარდა რუსეთში, პოლონეთში, ბელორუსსა და ტაჯიკეთში; შემცირდა საქართველოსა და მოლდოვაში. ამავე პერიოდში, უზბეკეთსა და უკრაინაში ფასი სტაბილური დარჩა, იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელმა ბაზარზე ღია გრუნტის მარწყვის გამოტანა.

ამ კვირაში მარწყვის მაღალი ფასის მხრივ ლიდერები გახდნენ რუსეთი და პოლონეთი, თუმცა წინა კვირის განმავლობაში ყველაზე ძვირი მარწყვი უკრაინის ბაზარზე იყო.

რუსეთში, ახალი მარწყვის ფასი მესამედით მაინც გაიზარდა და კვირის ბოლოს კილოგრამმა 3.51-4.99 დოლარს მიაღწია.

პოლონეთში ფასები შედარებით ნელა იზრდებოდა, დაახლოებით 21-24%-ით. ამავე პერიოდისთვის, უფრო კვირის ბოლოსათვის, ესპანეთიდან შემოტანილი კგ. მარწყვის შეძენა პოლონეთის ბაზარზე 3,56$-მდე შეიძლებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ადგილობრივი ერთი კგ. მარწყვის ფასი 6,43$-საც კი აღწევდა.

უკრაინაში, ღია გრუნტზე მოწეული მარწყვის სეზონის დაწყების მიუხედავად, ფასების დიაპაზონი დიდად არ შეცვლილა (2.97-4.46 $ / კგ).

ღია გრუნტის მარწყვის სეზონი, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, ერთი კვირით ადრე დაიწყო და პირველი პარტიის ფასებმა გასული სეზონის ანალოგიური პერიოდის ფასს ორჯერ გაუსწრო.

ამ კვირისთვის კგ. მარწყვის ფასი მოლდოვაში ოდნავ _ 3.09-3.65 დოლარამდე, ხოლო საქართველოში  1.56-3.13 დოლარამდე შემცირდა;, ბელორუსში კი პირიქით, გაიზარდა და კგ. ფასმა 2.45-2.85$ მიაღწია.

ფასების უმნიშვნელო ზრდა აღინიშნა ტაჯიკეთში (საშუალოდ 0,68 დოლარამდე / კგ), ხოლო უზბეკეთში ფასების დიაპაზონი 0,79-1,38 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ლურჯი მოცვი

კვირის შედეგების თანახმად, პოლონეთსა და უკრაინაში ერთი კილოგრამი იმპორტირებული მოცვის ფასმა ოდნავ _ 7,59-10,44 და 12.25-16.15 $-მდე.