საგრანტო კონკურსი ორგანული სოფლის მეურნეობების განსავითარებლად
პროექტი “მწვანე ეკონომიკა – მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)”, რომელსაც ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა აფინანსებენ და “ავსტრიის განვითარების სააგენტო” (ADA) ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და შემოსავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროექტის მიერ შერჩეული სამიზნე არეალია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები.
„ავსტრიის განვითარების სააგენტო” (ADA) პროექტ „გრეტას” ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს ორგანული სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების (LDI) ხელშესაწყობად.
„ადგილობრივი განვითარების ინიციატივა” (LDI) ხელს უწყობს პროექტ „GRETA”-ს მთავარი მიზნისა და კონკრეტული ამოცანების მიღწევას:
პროექტ „GRETA“-ს მთავარი მიზანი: ბიზნეს გარემო აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს (ორგანული სოფლის მეურნეობისა და მდგრადი სამთო ტურიზმის დარგებში).
პროექტ „GRETA”-ს კონკრეტული ამოცანა: ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, შემოსავლის მიღების ახალი შესაძლებლობების შექმნა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანულ სოფლის მეურნეობის დარგებში სიღარიბის დასაძლევად და მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად საქართველოს შერჩეულ მაღალმთიან რეგიონებში.
განხილულ იქნება მხოლოდ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული საპროექტო განაცხადები. თუმცა მხედველობაში იქნება მიღებული ის გადამამუშავებელი საწარმოებიც, რომლებიც სამიზნე არეალის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ, მაგრამ ახორციელებენ ან განახორციელებენ სამიზნე არეალში წარმოებული ორგანულ პროდუქტების შესყიდვას. კონკურსი მოიცავს მხოლოდ პროექტ „GRETA“-ს ორგანული სოფლის მეურნეობისა და მარკეტინგის კომპონენტებს. პროექტ „GRETA“-ს ფარგლებში მოხდება ფერმერების, ფერმერთა ჯგუფების, კოოპერატივების, გადამამუშავებელი საწარმოებისა და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის ფარგლებში შერჩეული სასოფლო-სამეურნეო დარგების და სხვადასხვა ღირებულებათა ჯაჭვის რგოლების დაფინანსება.
კრიტერიუმები – ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?
** მცირე და საშუალო მეწარმეები (SMEs), რომლებიც აწარმოებენ, გადაამუშავებენ ან ყიდიან ორგანულ პროდუქტებს, ან რომლებსაც სურთ ჩვეულებრივი სოფლის მეურნეობიდან ორგანულზე გადასვლა. შემუშავებული იქნება შეთანხმების დეკლარაცია, რომლითაც განსაზღვრული იქნება ვალდებულება, რომ გამოყენებული იქნება მხოლოდ ის მეთოდები, რომლებიც დაშვებულია ორგანულ სოფლის მეურნეობაში და რომ საწარმოს ან ჯგუფის მიზანს წარმოადგენს ბიო სერტიფიკატის მიღება;
** მცირე ფერმერები (ინდივიდები) რომლებსაც სურთ ორგანული წარმოების დაწყება, დივერსიფიცირება ან თავიანთი მეურნეობების გაფართოება და რომლებიც ხელს მოაწერენ შეთანხმების დეკლარაციას ბიო სერტიფიცირებასთან დაკავშირებით;
** ფერმერთა ჯგუფები (ინდივიდები), რომლებსაც შექმნილი აქვთ კოოპერატივის ტიპის ორგანიზაცია, ან ვისაც გააჩნია თანამშრომლობის დადასტურებული ისტორია და სურთ გახდნენ ბიო სერტიფიცირებული პროდუქტების მწარმოებლები;
** მარკეტინგის სეგმენტში მომუშავე ინდივიდუალური საწარმოები, რომლებსაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ წარსულში ეწეოდნენ ორგანული პროდუქტების რეალიზაციას, ან რომლებსაც სურთ ორგანული პროდუქტების ბაზარზე შესვლა და ოპერირება;
** ორგანული სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებისა და რესურსების მომწოდებლები (რომლებიც აწვდიან ბიო სათესლე მასალას ან ჩითილებს, ბიო სერტიფიცირებაში დაშვებულ პესტიციდებსა და სასუქებს, კომპოსტის მასალებს, ორგანულ ფურაჟს და ა.შ.).
სააპლიკაციო (ინტერესის გამოხატვის) ფორმა ჩამოტვირთეთ ბმულიდან: https://www.dropbox.com/s/entxcweervlp7nf/ada-eoi-organicagr.zip?dl=0 ან მოითხოვეთ შემდეგ მისამართებზე:
პროექტ GRETA-ს ოფისები:
ამბროლაური – ამბროლაური, თამარ მეფის ქ. #1, პირველი სართული;
მესტია – მესტია 3200, სეტის მოედანი #1, მესამე სართული (მერიის შენობა);
თბილისი – თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #19, პირველი სადარბაზო, მეორე სართული.
ელფოსტა: greta@ada.gv.at
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 მაისი 2020 წ. (16:00 თბილისის დროით). ხელნაწერი და საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ შემოტანილი განაცხადები არ მიიღება.
ქართულ ენაზე სრულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნოთ (“ინტერესის გამოხატვა”) მისამართზე greta@ada.gv.at; დანიშნულებაში (subject) მიუთითეთ “LDI მხარდაჭერა”.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ლაშა ჭანტურია,
ორგანული სოფლის მეურნეობის პროექტის მენეჯერი, ტელ: +995 591 44 73 76