აგროსიახლეები

მთავრობა 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს

საქართველოს მთავრობა 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში _ 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულის გარდა, ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება.

საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლიან დაიწყო და წარმატებით ხორციელდება – 2016 წლიდან დღემდე რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებმა 1 მლნ ჰექტარი მიწა დაირეგისტრირეს, მაშინ როცა მანამდე, ანალოგიური ოდენობის ფართობი – დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე, ანუ ჯამში 25 წლის მანძილზე დარეგისტრირდა.

პირველ ეტაპზე  მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი 2020 წლის ზაფხულში დაიწყება და რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება.

მომავალი წლის დასაწყისიდან პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.