მეცხოველეობაში იმაზე მეტი პრობლემებია ჩვენთან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
საქართველოსთვის მეცხოველეობის დარგს ტრადიციულად ყველა ეპოქაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც. ამას მეტყველებს საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხის მიერ ხალხური სელექციის შედეგად შექმნილი ცხოველთა და ფრინველთა ენდემურ ჯიშთა მრავალფეროვნება.
მეცხოველეობა ქვეყნის ეკონომიკაში, ქართველი ხალხის სოციალურ ყოფაში და თუ გინდა ფიზიკურ გადარჩენაში ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებდა და მას ასწლეულბის განმავლობაში ოჯახების უმრავლესობისთვის მარჩენალის როლი ეკისრებოდა.
დარგის მნიშვნელობა დიდად არც დღეს არის შეცვლილი, თუმცა ტრადიციულ მისიას ვეღარ ასრულებს, რადგან ისე დაკნინებულია, რომ ახლა ქვეყანა დიდწილად შემოტანილი, ხშირად გაურკვეველი ხარისხის და შემადგენლობის რძის ფხვნილზე დამზადებული რძის პროდუქტებით იკვებება. ანალოგიური ვითარებაა ადგილობრივი ხორცის და ხორცპროდუქტების წარმოების მხრივაც.
მოკლედ, ვითარება მარტივი არ არის. დარგი კრიზისშია და მისი ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად დიდი ძალისხმევაა საჭირო. კონკრეტულად კი, თუ რა პრობლემების წინაშე დგას მეცხოველეობის დარგი, რა არის გასაკეთებელი ვითარების გამოსასწორებლად, ამ თემაზე ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“, ვებ-ჟურნალ agronews.ge-ს და ტელეკომპანია „საფერავი ტვ“-ს, ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის კონსულტანტთან, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორ, პროფესორ გიული გოგოლთან ერთად განვიხილავთ.
ტელეგადაცემის სრული ვერსია იხილეთ თანდართულ ბმულზე.