დარგებიმებოსტნეობამედიაფერმერი ფერმერს

ქართული პომიდორი ბოლო ათწლეულების განმამვლობაში ექსპორტზე პირველად გავიდა

ბოლოს როდის გავიდა ქართული პამიდორი ექსპორტზე ძნელად თუ ვინმე გაიხსენებს. ეს ალბათ ძალიან დიდი ხნის წინათ იყო, თუმცა  ეს კუტლტურა საქართველოში მასობრივად არასდროს იწარმოებოდა, რადგან, გარკვეულ მიზეზთა გამო, სხვა დარგებს უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა

ქართული ბოსტნეულის და კერძოდ, პომიდვრის ექსპორტის  პრობლემაზე  და პოტენციალზე ჩვენ ადრეც ვწერდით და მიზეზებსაც ვაანალიზებდით, რა ხელისშემშლელი ფაქტორები ახლდა თან პომიდრვის ექსპორტის ორგანიზებას. ეს ფაქტორები: პომიდვრის ხარისხი, სასაქონლო სახე,  ერთგვაროვანი პროდუქციის სიმცირე, ფასი, საგარეო ბაზრების სპეციფიკის არცოდნა და სხვა ბევრი ნიუანსი დღესაც არსებობს, თუმცა ვითარება, ნელ-ნელა იცვლება და ქართლში დაკრეფილი, ქართულ სიმბოლიკით გაფორმებულ შესაფუთ ყუთებში დაფასოებული ქართული პომიდვრით დატვირთული პირველი ტრაილერები,  უკვე გაიგზავნა საზღვარგარეთ, რამდენიმე კიდევ იტვირთება და ექსპორტი სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.

ქართული პომიდვრის ექსპორტი რომ უფრო ინტენსიური და ფართომასშტაბიანი გახდეს, ჩვენ ფერმერებს ცოდნა-გამოცდილების დაგროვება და გარკვეული პირობების დაკმაყოფილება დასჭირდებათ.

ქართულ პომიდორზე და არა მარტო პომიდორზე, სხვა პროდუქტზე რომ მოთხოვნა საკმარისზე მეტია, ეს ცხადია. ამიტომ ახლა საჭიროა ფერმერთა მომზადება და მეტი ერთგვაროვანი ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, როგორსაც ჩვენს მეზობელ ქვეყნების ბაზრებზე ითხოვენ. 

უფრო დეტალურად თუ რა მოთხოვნებია საექსპორტო პომიდვრის და საერთოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციისადმი, ნახეთ საფერავი ტვ-ის მირ მომზადებული გადაცემა და მომავალი სეზონისათვის თქვენი მეურნეობა საექსპორტო პროდუქციის საწარმოებლად მოამზადეთ.

https://www.youtube.com/watch?time_continue=20&v=fIPAbVGBA8s&feature=emb_logo