აგროსიახლეები

საქართველოდან 41.6 მლნ აშშ დოლარის თხილი და 1.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლია ექსპორტირებული

საქართველოდან ბოლო ორ თვეში – სექტემბერ-ოქტომბერში 7 684 ტონა თხილის და 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ _ 41.6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ვაშლისამ _  1.3 მლნ აშშ დოლარი  შეადგინა.

მოცემულ პერიოდში საზღვარგარეთ გაყიდული თხილის მოცულობა 2 252 ტონით (41%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული გაყიდვების მოცულობას, ხოლო ღირებულება _ 14.3 მლნ აშშ დოლარით (52%) არის გაზრდილი.

ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე მიმდინარეობს, კერძოდ: გერმანიაში (2 233 ტონა), იტალიაში (1 507 ტონა), ჩეხეთში (470 ტონა), პოლონეთში (298 ტონა), ბულგარეთში (220 ტონა), ესპანეთში (209 ტონა), საფრანგეთში (191 ტონა), ლიეტუვაში (203 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), სლოვაკეთში (37 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ასევე გააქვთ: რუსეთი (397 ტონა), სომხეთი (379 ტონა), ბელარუსი (175 ტონა), უკრაინა (148 ტონა), ალჟირი (148 ტონა), ბრაზილია (136 ტონა), კანადა (114 ტონა), საუდის არაბეთი (74 ტონა), მექსიკა (53 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

მოცემულ პერიოდში ექსპორტირებულ ვაშლის რაოდენობა 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ვაშლის ექსოპორტის მაჩვენებელს, ღირებულება კი 1.1 მლნ აშშ დოლარით არის გაზარდილი.

წლეულს ქართული ვაშლი ძირითადად რუსეთში (2 894 ტონა) გადის, ასევე გააქვთ ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.