დარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეფრინველეობა

წყალში მცურავი ფრინველები და მათი სამეურნეო მნიშვნელობა

წყალში მცურავი ფრინველების მოშენების ტრადიცია საქართველოში უძველესი დროიდან იღებს სათავეს, ხალხური სელექციით შექმნილია ბატის და იხვის ადგილობრივი ჯიშები.  

წყალში მცურავ ფრინველებზე, ჯიშებზე, მოშენების თავისებურებებზე და მათ სამეურნეო მნიშვნელობაზე სასაუბროდ ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია „საფერავის“ ერთობლივი გადაცემის „მედია ფერმერებისთვის“ სტუმარი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრის მთავარი სპეციალისტი, პროფესორი კობა ნაცვალაძე, გადაცემის ავტორი კი გახლავთ ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.