აგროსიახლეები

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აცხადებს საგრანტო კონკურსს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აცხადებს საგრანტო კონკურსს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლის  მიზანია: სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობების და/ან დანადგარების შეძენა სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

სამიზნე თემები: ატენი, ფლევი, ტვიში და სორი.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამიზნე თემებში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ჩამოთვლილი ჯგუფებიდან რომელიმეს:

მარტოხელა მშობლები;

მრავალშვილიანი დედები (3, ან მეტი შვილით);

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები;

ქალები, რომელიც ცხოვრობენ ავადმყოფ და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირ(ებ)თან ერთად.

საგრანტო პორგრამის ფარგლებში ფინანსდება:

სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობები და/ან დანადგარები, რომლებიც გამოიყენება მიწის მომზადების/დამუშავების პროცესში (მაგ. დარგვა და გამარგვლა), მოსავლის აღებაში, მოსავლის აღების შემდგომ საქმიანობებში.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებაში.

გრანტის მაქსიმალური ოდენობა: არაუმეტეს 1500 აშშ დოლარი.

განაცხადის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში (ხაშური, გორი, ონი და ცაგერი) და თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში;

ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების საკონტაქტო პირებთან და პროექტის რეგიონალურ კოორდინატორებთან;

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 7 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: shorturl.at/gpzFS