აგრარული განათლებააგროსიახლეებირუბრიკები

კენკროვანი კულტურების წარმოების სასერტიფიკატო პროგრამა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი CNFA საქართველოსთან ერთად აცხადებს მიღებას, სასერტიფიკატო პროგრამაზე – „კენკროვანი კულტურების (მარწყვი, ჟოლო, ლურჯი მოცვი, მაყვალი) მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები“. სასერტიფიკატო პროგრამა დაფინანსებულია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ. 

კენკროვანი კულტურების წარმოების სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია:

  • ამ სფეროში დასაქმებული/დაინტერესებული პირებისთვის პროფესიული უნარების, კარიერული და ზოგადი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • კენკროვანი კულტურების წარმოების დარგში ინფორმაციის/გამოცდილების გაზიარება დღეს  არსებულ აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებებთან დაკავშირებით;
  • პროექტის დასრულების შემდეგ, კენკროვანი კულტურების წარმოების სასერტიფიკატო პროგრამის დანერგვა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

პროგრამა შემუშავებულია საქართველოს აგრარული  და მიჩიგანის უნივერსიტეტების პროფესორების მიერ, რაც დამყარებულია მათ თეორიულ და პრაქტიკულ მრავალწლიან გამოცდილებაზე.

 სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია: კენკროვანი კულტურების, ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო  კულტურების წარმოების მიმართულებით  დაკავებული  პირებისთვის, აგრონომების, აგროკონსულტანტების,   აგრობიზნესის წარმომადგენლების, ახალგაზრდა მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და CNFA საქართველოს ერთობლივი სერტიფიკატი.

სასერტიფიკატო პროგრამის ჩატარების პერიოდი:

2021 წლის 18 იანვრიდან 21 მარტის ჩათვლით.

სწავლების ფორმატი:

ონლაინ ლექციები Zoom პლატფორმის  გამოყენებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა  წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

·       CV;
·       პირადობის მოწმობის ასლი;
·      უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან სტუდენტის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან/სასწავლებლიდან/კოლეჯიდან. 

უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი შემდეგი საკვალიფიკაციო  მოთხოვნების მქონე  დაინტერესებულ  პირებს:

  • აგრონომიული  და საბუნებისმეტყველო   განათლება
  • აგრარული  და  საბუნებისმეტყველო მიმართულებით  სწავლების (ლექტორი, მასწავლებელი, ინსტრუქტორი)  და კვლევის   გამოცდილება შესაბამისი პროფილის უმაღლეს და საშუალო სპეციალური განათლების დაწესებულებებში ( უნივერსიტეტი, კვლევითი ცენტრი,  კოლეჯი და სხვა)
  • კენკროვანი  კულტურების  მოვლა-მოყვანის   მიმართულებით განხორციელებული   აქტივობები
  • ფერმერული,  არასამთავრობო და   სასოფლო-სამეურნეო (ან კეკროვან კულტურებთან დაკავშირებული) საინფორმაციო-საკონსულტაციო/საექსტენციო მომსახურების გამოცდილება
  • მუშაობის  გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით  – სამრეწველო ბაღები, სათბურები, სანერგეები, ექსპერიმენტული ნაკვეთი  და სხვა
  • აღნიშნული მიმართულებით რომელიმე სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა.

გთხოვთ, მსურველებმა 2021  წლის 12 იანვრის 18:00 საათამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. კონკურსის შედეგად შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით.

საკონტაქტო პირი:

ნინო კაჭარავა

n.katcharava@agruni.edu.ge

595 80 82 59