დონდღლაბი/ მჭკნარა
დონდღლაბი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, გავრცელებულია შუა და ზემო იმერეთში. იძლევა საშუალო ღირსების სუფრის თეთრ ღვინოს.
სასოფლო-სამეურნეო ლიტერატურაში და ადგილობრივ მევენახეთა შორის დონდღლაბი ცნობილი აგრეთვე „მჭკნარას“, „მჭკნარა დონღდლაბის“ და„დონდღლაბის“ სახელწოდებით. იგი წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის _ კოლხეთის კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშანთვისებებით იგი მეტად ახლო დგას დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან და მათთან ერთად მიეკუთვნება პროლეს. პონტიცა Nეგრ. ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ზუსტი ცნობები ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ არ მოიპოვება, მაგრამ ბოტანიკური და სამეურნეო ნიშან-თვისებების შედარებითი შესწავლა-შეფასების საფუძველზე იგი შეიძლება მიეკუთვნოს საშუალო ხნიერების ვაზთა ჯგუფს. დონდღლაბის სახელწოდებით იმერეთში რამდენიმე ვარიაციაა გავრცელებული, სახელდობრ: მჭკნარა ანუ მჭკნარა-დონდღლაბი, თავწითელა დონღდლაბი და მწვანე დონდღლაბი.
ეს ვარიაციები ურთიერთისგან განსხვავდება როგორც მორფოლოგიური, ისე სამეურნეო ნიშან-თვისებებით და მწიფობის დაწყების ვადითაც. მჭკნარა დონდღლაბი თითქმის ორი კვირით უფრო ადრე მწიფდება და მისი ღვინოც უფრო ხარისხოვანი დგება, ვიდრე მწვანე დონღდლაბის, რაც შეეხება თავწითელა დონდღლაბს, იგი აგრეთვე განსხვავდება, როგორც მწვანე, ისე მჭკნარა დონღდლაბისაგან. ეს ვარიაციები გავრცელების ადგილის მიხედვითაც განსხვავდებიან. მჭკნარა დონდღლაბი გავრცელებულია, როგორც ზემო, ისე შუა იმერეთში, მაშინ როდესაც მწვანე და თავწითელა დონდღლაბი, ძირითადად, შუა და ქვემო იმერეთშია გავრცელებული. აღნიშნული დონდღლაბებიდან აღწერილი და დახასიათებულია მჭკნარა დონდღლაბი, როგორც სამეურნეო თვალსაზრისით უკეთესი და უფრო გავრცელებული ჯიში.
ბოტანიკური აღწერა
მჭკნარა დონდღლაბის ბოტანიკური აღწერა შესრულებულია სოფ. ობჩაში კოლმეურნეობის ვენახში. ჯიშის უფრო სრული ბოტანიკური აღწერა და სამეურნეო თვისებების შესწავლა გრძელდებოდა თელავში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში, რომელიც გაშენებულია ცივ-გომბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაქანების ფერდობზე 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ჯიში დამყნობილია რუპესტრის დულოზე, გასხლულია და გაფორმებული ორმხრიანი შპალერის წესით, კვების არე უდრის (2 X 1,5 მ) 3 მ2, შტამბის სიმაღლე 50 სმ, ვენახი 1933-1934 წლებშია გაშენებული.
ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა (15-20 სმ სიგრძის) ყლორტების წვერი გვირგვინითა და პირველი ორი ახლად 194 საქართველოს ამპელოგრაფია გაშლილი ფოთოლაკით შებუსვილია სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით და შეფერილია თეთრად, რომელსაც ღია ვარდისფერი არშია ახლავს გვირგვინისა და პირველი ორი-სამი ფოთოლაკის ირგვლივ. ქვემოთ მდებარე ფოთოლაკები ზემო მხრიდან ნაკლებად შებუსვილია და ბაცი მომწვანო-ყვითელია მონარინჯისფრო იერით, ხოლო ფოთოლაკების ქვედა მხარე საკმაოდ სქელი შებუსვის გამო მორუხო თეთრია.
ერთწლიანი რქა. კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით ღია მიხაკისფერია, მუხლები ოდნავ უფრო მუქადაა შეფერილი, ვიდრე მუხლთშორისები. მუხლთშორისები საშუალო სიგრძისაა, მათი სიგრძე _ 7-9 სმ უდრის, ზოლები მუხლთაშორისების გასწვრივ, ძლიერ სუსტადაა გამოსახული.
ფოთოლი. შუა იარუსის (9-12) კარგად განვითარებული ფოთლები საშუალო სიდიდისაა, მათი სიგრძე და სიგანე თითქმის თანაბარია და საშუალოდ 16-18 სმ შორის მერყეობს. ფოთოლი მომრგვალო ან ოვალური მოხაზულობისაა, ხუთნაკვთიანია, იშვიათად გვხვდება სამნაკვთიანი და ძლიერ იშვიათად ოდნავ დანაკვთული ან თითქმის დაუნაკვთავი ფოთლებიც. ხშირად ფოთლებს მეორადი დანაკვთაც ახასიათებს. ფოთლის ზედაპირი მუქი მწვანე ფერისაა, იგი გლუვი, ან უფრო ხშირად ბადისებრ დანაოჭებულია. ნაკვთების ბოლოების ზევით წამოწევის გამო ფოთოლი ხშირად ძაბრისებრ ფორმას იღებს.
ფოთლის ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ღრმაა ან საშუალო სიღრმისაა. ამონაკვეთების ფორმა საგრძნობლად მერყეობს, გვხვდება როგორც დახურული, ისე ღია ამონაკვეთები. უფრო ხშირად ზედა ამონაკვეთები დახურულია და კვერცხის ან განიერ ელიფსისმაგვარი თვალი აქვს. იშვიათად გვხვდება ღია ჩანგისმაგვარი ან პარალელურგვერდებიანი, შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმის ამონაკვეთებიც. ამონაკვეთების ფუძე უფრო ხშირად წამახვილებული ან მომრგვალოა, უფრო იშვიათად იგი ცალკბილიანია.
ქვედა ამონაკვეთები საშუალო ან საშუალოზე მცირე სიღრმისაა, ამონაკვეთების ძირითადი ფორმა ჩანგისმაგვარია, უფრო ხშირად გვხვდება პარალელურგვერდებიანი ჩანგისებრი ფორმის ამონაკვეთები მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით. იშვიათად გვხვდება აგრეთვე ნაპრალისებრი და შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმის ამონაკვეთებიც. ძლიერ იშვიათად ქვედა ამონაკვეთები სულ არაა გამოსახული.
ყუნწის ამონაკვეთი ღიაა. მისი ფორმა უფრო ხშირად მახვილფუძიანი ჩანგისებრია, იშვიათად გვხვდება აგრეთვე თაღისებრი ფორმის ღრმა ამონაკვეთები მომრგვალო ან მახვილი ფუძით. ბუნებრივ პირობებში ფოთლის ქვემო ნაკვთების წინ წამოწევის გამო ამონაკვეთი დახურული განიერ-ელიფსურთვლიანია.
ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია აბლაბუდისმაგვარი სქელი ბეწვებით, რომელთა ქვეშ მოფენილია სქელი ჯაგრისებრი ბუსუსი, ხოლო ორივე ერთად ქმნის საკმაოდ სქელ ქეჩისებრ შებუსვას.
ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება ვიწრო ან უფრო ხშირად განიერი მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი კბილებით. იშვიათად შესახვედრია ცალგვერდგამოწეული კბილებიც. გვერდითი კბილები იგივე ფორმისაა, მაგრამ უფრო ხშირად ოდნავ დახრილი ცალგვერდ გამობერილი კბილები ჭარბობს.
ყუნწი მწვანე ფერისაა, მისი სიგრძე აჭარბებს ფოთლის შუა ძარღვის სიგრძეს, ან იშვიათად უდრის მას. ყუნწი უფრო ხშირად გლუვია, იშვიათად შებუსვილია თხელი აბლაბუდით.
ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია, მტვრიანები სწორმდგომია. ყვავილში 5, იშვიათად 6 მტვრიანაა. მტვრიანათა ძაფის სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან უდრის 1,0-1,25. ბუტკო წახნაგებიანი კონუსისებრი ფორმისაა, კარგად გამოსახული მოკლე ცილინდრული სვეტით და პატარა გაუყოფელი დინგით.
მტევანი. მტევანი საშუალო ზომისაა, მათი სიგრძე საშუალოდ მერყეობს 13-დან 16 სმ-მდე, ხოლო განი 6-დან 8 სმ-მდე, დიდი მტევნების სიგრძე აღწევს 20-22 სმ, ხოლო განი 10-12 სმ. მტევნების ფორმა კონუსისებრია, ხანდახან მხრიანი, იშვიათად გვხვდება აგრეთვე ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის დატოტვილი მტევნებიც. ხშირად მხარი ძირითადი მტევნის ნახევრამდე აღწევს. მტევნები საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად თხელი მტევნებიც გვხვდება. მტევნის ყუნწი ფუძესთან გახევე-ბულია და რქისფერია, რომლის სიგრძე 4-5 სმ უდრის. მარცვლის ყუნწი მწვანეა, სიგრძით 6-8 მმ, იშვიათად 10 მმ უდრის. ყუნწის ბალიში განიერკონუსისებრი ფორმისაა და საკმაოდ დახორკლილია.
მარცვალი. მარცვალი საშუალო ზომისაა მისი სიგრძე და სიგანე საშუალოდ 1,6-1,8 სმ ფარგლებში მერყეობს. მსხვილი მარცვლების სიგრძე 1,9-2,0 სმ, ხოლო განი 1,85-1,95 სმ აღწევს. მარცვლები მომრგვალოა, შუაში განიერია და ბოლო მომრგვალებული აქვს. მარცვალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივია, ადვილად ცილდება რბილობს. კანზე ცვილისებრი ფიფქი კარგადაა გამოსახული. რბილობი წვნიანია, გემო უბრალო, სასიამოვნო ტკბილი აქვს. ჯიშური არომატი ძლიერ სუსტად არის გამოსახული.
წიპწა. მარცვალში საშუალოდ ორი წიპწაა. წიპწა მოყავისფროა, ნისკარტი და მუცლის მხარის ღარები მოყვითალოა. წიპწის სიგრძე 7-8 მმ, ხოლო განი 5,0-5,5 მმ უდრის. ქალაძა წიპწის ზედა ნაწილში მდებარეობს, ფორმით ოვალურია, მისი ზედაპირი სწორი ან ოდნავ შეზნექილია მუცლის მხრისაკენ. ღარი ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ სუსტადაა გამოსახული, იგი ზეზეურია, ხოლო ქალაძიდან ნისკარტისაკენ საკმაო ღრმაა და უფრო მკვეთრადაა გამოსახული. ღარები მუცლის მხარეზე საკმაოდ ვიწროა, მათი სიღრმე საშუალოა, ნაწიბური სუსტად გამოსახული აქვს. ნისკარტი ღია ყავისფერია მოყვითალო იერით, მისი სიგრძე 1,5-2,2 მმ აღწევს, ხოლო განი 1,5-1,7 უდრის.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა. დაკვირვებები სავეგეტაციო პერიოდის და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე ტარდებოდა საქარის ზონალურ საცდელ სადგურზე _ ქ. ზესტაფონში, მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში _ ქ. თელავში და უკრაინის მევენახეობის ინსტიტუტში _ ქ. ოდესაში.
საქარის საცდელი სადგურის საკოლექციო ვენახი გაშენებულია მდ. ყვირილის მარჯვენა ნაპირზე დაახლოებით 150 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახი _ ცივ-გომბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაქანების ფერდობზე 562,3 მ სიმაღლეზე, ხოლო უკრაინის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახი _ ოდესაში მშრალი ლიმანის პირად 50 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი სარ-მავთულზეა გამართული და თითქმის ყველგან გასხლული და გაფორმებულია ორმხრიანი შპალერის წესით 2 ნეკზე და ორ მოპირისპირე საკავებელზე. სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა დაკავშირებულია საკოლექციო ვენახების მახლობლად მოწყობილ მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებთან.
იმერეთის სუბტროპიკული ჰავის პირობებში მჭკნარა დონდღლაბის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა საშუალოდ 162 დღეს შეადგენს, კახეთის ზომიერად თბილი ჰავის პირობებში იგი 163 დღეს უდრის, ხოლო უკრაინის შედარებით უფრო გრილი ჰავის პირობებში იგი 168 დღემდე გრძელდება და ზოგიერთ წლებში სრულ სიმწიფეს ვერ აღწევს.
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობის შემოკლებასთან ერთად მცირდება აგრეთვე აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც, ამიტომ ჯიში მჭკნარა დონდღლაბი უკრაინაში აგრძელებს თავის სავეგეტაციო პერიოდს და სრულ სიმწიფეს 3360 აქტიურ ტემპერატურათა ჯამის დროს აღწევს. გარემოს ცვალებად პირობებისადმი ჯიშის შეგუების დიდი უნარი მჟღავნდება მისი არა მარტო ახალ რაიონებში გადანაცვლებისას, არამედ ერთდაიმავე ადგილზედაც ცალკეული წლების ცვალებად მეტეოროლოგიურ პირობებშიაც. მევენახეობის სხვადასხვა რაიონში ჯიშის სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა შემდეგნაირია: საქარაში დონდღლაბი კვირტის გაშლას იწყებს _ 17.IV, ყვავილობას _ 30.V, შეთვალებას _ 16.VIII და სრულად მწიფდება _ 26.IX-თვის, 162 დღის განმავლობაში 3358° სითბოს მოხმარებით; თელავში კვირტის გაშლას იწყებს _ 2.V, ყვავილობას _ 8.VI, შეთვალებას _ 30.VIII და სრულად მწიფდება _ 1.X-თვის, 163 დღის განმავლობაში 3200° სითბოს გამოყენებით; ოდესაში კვირტის გაშლას იწყებს _ 26.V, ყვავილობას _ 8.VI, შეთვალებას _ 29.VIII და სრულად მწიფდება _ 10.X-თვის, სულ 163 დღის განმავლობაში 33600 სითბოს გამოყენებით.
ზემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით მჭკნარა დონდღლაბი თავისუფლად მწიფდება ზესტაფონსა და თელავში, ხოლო ოდესაში იგი მხოლოდ ზოგიერთ თბილ წლებში ასწრებს დამწიფებას. ყველაზე უკეთ, ანუ სრულად იგი იმერეთში მწიფდება, სადაც იგი უფრო მეტ შაქარს აგროვებს.
სრული სიმწიფის დადგომის მიხედვით მჭკნარა დონდღლაბი სიმწიფის III პერიოდის ვაზის ჯიშებს უნდა მიეკუთვნოს.
მჭკნარა დონდღლაბის ერთწლიანი ნაზარდი (რქები) საქართველოს ჰავის პირობებში ფოთოლცვენის დაწყებისათვის თავისუფლად ასწრებს მომწიფებას და კარგად გახევებული და შემოსული ხვდება ზამთრის ყინვებს. უკრაინის პირობებში ქ. ოდესაში უკრაინის მევენახეობის ინსტიტუტის მეცნ. თანამშრომლის ე. კომაროვას (13) მიერ წარმოებული დაკვირვებებით დონდღლაბის რქების მომწიფება ფოთოლცვენის დასაწყისისათვის დამაკმაყოფილებლად (80-95%) არის შეფასებული.
ზრდის სიძლიერე. იმერეთის პირობებში მჭკნარა დონდღლაბი საშუალოზე ძლიერი ზრდით ხასიათდება. ცხადია, ნიადაგის ფიზიკური თვისებების და მისი სინოყივრის მიხედვით ვაზის ზრდის სიძლიერე ცვალებადობს, მაგრამ შედარებით თანაბარი ჰავისა და ნიადაგურ პირობებში იგი შედარებით უფრო ადვილი შესაფასებელია. ასე, მაგალითად, თელავში მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში წარმოებული დაკვირვებებით მისი ზრდა საშუალოზე ძლიერია. ქ. ოდესაში უკრაინის მევენახეობის ინსტიტუტში ე. კომაროვას დაკვირვებით დონდღლაბი საშუალო ზრდა-განვითარებით ხასიათდება.
მოსავლიანობა. მჭკნარა დონდღლაბი იმერეთის მთავარი საწარმოო ჯიშების მსგავსად ადრე იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს, მისი ნამყენები დარგვიდან მესამე წელს იძლევიან პირველ მოსავალს, ხოლო მეოთხე-მეხუთე წელს სრულ მოსავალს.
მჭკნარა დონდღლაბი უხვმოსავლიანი ვაზის ჯიშია და მასთან ღვინოსაც შედარებით კარგი ღირსებისას იძლევა. ძირითადად, ამით აიხსნება მისი სხვა არა სტანდარტულ ვაზის ჯიშებთან შედარებით უფრო ფართო გავრცელება.
მჭკნარა დონდღლაბი მოსავლიანობის კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება, მისი მოსავლიანობის კოეფიციენტი იმერეთში 1-2 ფარგლებში მერყეობს, მტევნის საშუალო წონა _ 165-დან 200 გ-მდე, ხოლო ცალკეული მსხვილი მტევნის წონა 300-350 გ აღწევს. კახეთში მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,35-1,56 ფარგლებში მერყეობს, მტევნის საშუალო წონა 169-180 გ შეადგენს.
ხოლო ცალკეული კარგად განვითარებული მტევნების წონა თავისუფლად 300 გ და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.
ცხადია ჯიშის მოსავლიანობა დიდად არის დამოკიდებული დატვირთვის სიძლიერეზე და მოვლა-დამუშავების ხარისხზე, მაგრამ მასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვით ჯიშის თვისებებს, რადგან თანაბარი დატვირთვისა და მოვლის პირობებში მჭკნარა დონდღლაბი მუდამ გამოირჩევა სხვა ჯიშებისაგან უხვი მოსავლიანობით. კარგი მოვლისა და წესიერი დატვირთვის პირობებში მჭკნარა დონდღლაბი თავისუფლად იძლევა საშუალოდ 100-120 ცენტნერ ყურძენს ჰექტარზე.
მჭკნარა დონდღლაბი მარცვლების კარგი გამონასკვით ხასიათდება, მას წვრილმარცვლიანობა და ზედმეტი ყვავილცვენა არ ახასიათებს, იგი ჩვეულებრივ საშუალო სიმკვრივის ან საკმაოდ მკვრივ მტევნებს ივითარებს, და რაც მთავარია, გადამწიფებისას მისი მარცვლები ადვილად ჭკნება და ჩამიჩდება.
სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებლების წინააღმდეგ გამძლეობა. იმერეთის პირობებში პროფ. თ. კვარაცხელიას (14) და მეცნ. კანდიდატის ა. მიროტაძის დაკვირვებებით ადგილობრივ საწარმოო ვაზის ჯიშებთან შედარებით მჭკნარა დონდღლაბი საშუალო გამძლეობას აღმჟავნებს ჭრაქის მიმართ, ხოლო ნაცრის მიმართ იგი შედარებით უფრო კარგი გამძლეობით ხასიათდება. კახეთში, მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით, ადგილობრივ, კახურ ვაზის ჯიშებთან შედარებით, მჭკნარა როგორც ჭრაქის, ისე ნაცრის მიმართ დამაკმაყოფილებელი გამძლეობით ხასიათდება და ადვილად არ ზიანდება.
საძირე ვაზებთან მონათესაობა. მჭკნარა დონდღლაბი კარგად ემყნობა დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ საძირე ვაზის სტანდარტულ ჯიშებს. მაგრამ უკეთეს შედეგს მჭკნარა დონდღლაბი იძლევა რიპარია X რუპესტრის 3306 და 3309 საძირეებზე, თუმცა შეხორცების და დაფესვიანების კარგ უნარს მჭკნარა რუპესტრის დულოსთან იჩენს. კარგი შეხორცებით, მაგრამ ცუდი დაფესვიანებით ხასიათდება მჭკნარა რიპარია X ბერლანდიერის ჰიბრიდებთან, ამიტომ მათზე მჭკნარა უნდა ვამყნოთ მხოლოდ კირნარ ნიადაგებზე გაშენების შემთხვევაში, რომ ვენახი დავიცვათ ქლოროზის მოსალოდნელი დაავადებისაგან.
ჯიშის გარემო პირობებთან დამოკიდებულება. ვინაიდან მჭკნარას გავრცელების ძირითად რაიონებს ზამთრის ძლიერი ყინვები არ ახასიათებს, ამიტომ ძნელია მჭკნარას ყინვის მიმართ შედარებითი გამძლეობის უნარის დადგენა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმერეთში ზოგიერთ წლებში ყინვები დაბლობ ადგილებში -10-14°-მდე, ხოლო უფრო იშვიათად (საქარა, სამტრედია) ყინვები 16-17° აღწევს, ჯიში ამჟამად გვხვდება, როგორც შემაღლებულ, ისე დაბლობ ადგილებშიც, თუმცა უფრო ხშირად და უფრო ფართოდ იგი მაღლობ ადგილებშია გავრცელებული. მჭკნარას გვალვების მიმართ გამძლეობა იმერეთის პირობებში უცნობია, ხოლო კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში წარმოებული დაკვირვებით ხანგრძლივი გვალვების პირობებში 1942 წელს კარგი გამძლეობა გამოამჟღავნა. ნიადაგების მიმართ მჭკნარა დიდ მოთხოვნილებას არ აყენებს, კარგად ვითარდება იმერეთში გავრცელებულ თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ უფრო ხარისხოვან პროდუქტს იგი ნეშომპალაკარბონატულ ნიადაგებზე იძლევა, რომლებიც გვხვდება კირნარებზე და ტკილებზე, ხოლო ალუვიურ ნიადაგებზე იგი ჩვეულებრივ ნაკლები ხარისხის ღვინოს იძლევა.
ტექნოლოგიური დახასიათება
მჭკნარას მტევნების გარეგნული შეხედულება, ყურძნის მექანიკური შედგენილობა და ტკბილის ქიმიური შემცველობა მიგვითითებს ჯიშის საღვინედ გამოყენების მიზანშეოწონილობაზე და მართლაც, მჭკნარას წარმოებაში ძირითადად იყენებენ ღვინის დასამზადებლად და ძლიერ იშვიათად სხვა დანიშნულებით.
წვენის ქიმიური შედგენილობა. მჭკნარა დონდღლაბი საკმაო რაოდენობით აგროვებს შაქარს. მისი შაქრიანობა რთველის ჩვეულებრივ ვადებში 20-დან 24%-მდე მერყეობს, ხოლო ზოგიერთ წლებში ყურძნის გვიან მოკრეფით შესაძლებელია შაქრის უფრო მეტი რაოდენობით დაგროვება, რომ არ არსებობდეს მჟავიანობის შემცირების საშიშროება. აღნიშნულის გამო ხარისხოვანი ღვინის მისაღებად ცდილობენ რთველი შედარებით ადრე უფრო სასურველი მჟავიანობის დროს ჩაატარონ, რომ სუფრის ღვინისათვის საჭირო სიხალისე შეინარჩუნონ.
ყურძნის გადამუშავება და პროდუქციის ხარისხი. მჭკნარა დონდღლაბის ყურძნიდან იმერეთში ძირითადად სუფრის თეთრ ღვინოს ამზადებენ, როცა იგი წმინდა ვენახების სახითაა გაშენებული, მაგრამ მჭკნარა თუ ციცქასთან ან ცოლიკოურთან ერთადაა გაშენებული ნარევის სახით, მაშინ იგი მათთან ერთად იწურება სუფრის თეთრი ღვინის დასაყენებლად. სუფთა (ცალკე) დაყენებული მჭკნარას ღვინო ყვითელი ფერისაა, გამჭვირვალეა, ხასიათდება კარგად გამოსახული ჯიშური არომატით და საკმაო სხეულით. საერთოდ ღვინის ხარისხი დამოკიდებულია ძირითადად ვენახის ადგილმდებარეობასა და ნიადაგის თვისებებზე.
აღნიშნულის გამო ძველად მჭკნარას ციცქასთან ან ცოლიკოურთან ერთად წურავდნენ. ამ დანიშნულებით და ამ მიზნისათვის მჭკნარა უდავოდ საინტერესო და საჭირო ჯიშია, უპირველესად ყოვლისა, თავისი მაღალი მოსავლიანობით, წვენის დიდი გამოსავლიანობით და ნაადრევი მწიფობით. ციცქასა და ცოლიკოურთან ერთად დარგული მჭკნარა ყოველთვის გადამწიფებული იკრიფება, რის გამოც იგი ამცირებს ციცქა-ცოლიკოურის მაღალ მჟავიანობას, მატებს მათ სიმსუბუქეს და აუმჯობესებს მის ფერს. ჩვეულებრივ, ციცქასა და ცოლიკოურის ვენახებში მჭკნარას ვაზები ძირების მთელი რაოდენობის ერთ მეოთხედს, იშვიათად ერთ მესამედს არ აღემატება, ხოლო ამაზე მეტი რაოდენობით მჭკნარას მიმატება ციცქას ან ცოლიკოურის ვენახებში მჭკნარას ვაზები ძირების მთელი რაოდენობის ერთ მეოთხედს, იშვიათად ერთ მესამედს არ აღემატება, ხოლო ამაზე მეტი რაოდენობით მჭკნარას მიმატება ციცქას ან ცოლიკოურის ყურძენში სასურველი არ არის.
მჭკნარასაგან სუფრის ღვინოს საბჭოთა მეურნეობებში ადგილობრივი წესით ამზადებენ შემდეგნაირად: ნავში გამოწურული ყურძნის წვენი სუფთად გარეცხილ ქვევრში გადააქვთ, უკეთ დადუღების მიზნით მას უმატებენ სუფთა უკლერტო ჭაჭას (სხვადასხვა მეურნეობაში სხვადასხვა შეფარდებით), საშუალოდ იმერულ საპალნეზე 10-დან 16-კგ-მდე, როცა უფრო მცირე რაოდენობით ემატება ჭაჭა (8-10 კგ) ღვინო უფრო ნაზი და სასიამოვნო დგება.
იმერეთის პირობებში მჭკნარას ღვინისათვის დამახასიათებელია ადრე მომწიფება და შედარებით ადრე დაძველება. მჭკნარას ღვინო 3-4 წლის ასაკში უკვე სავსებით მომწიფებულია მოსახმარებლად. ამიტომ ამ ჯიშის ღვინის დაძველება, ან ხან¬გრძლივი შენახვა მიზანშეუწონელია. ღვინის მთელი მარაგი 4-5 წლის მანძილზე რეალიზებული უნდა იქნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ღვინის გემური თვისებების გაუარესება, ღვინის ნაადრევად დაძველების გამო.
საერთო შეფასება და დარაიონირება
მჭკნარა დონდღლაბი ადგილობრივი, იმერეთში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. იძლევა მცირესხეულიან მუქი ყვითელი ფერის ორდინალურ სუფრის ღვინოს. ცალკეულ ადგილებში ფერდობ კირნარ ნიადაგებზე იგი იძლევა საშუალო სხეულიან, ხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს. წარმოების პირობებში ჯიში ძირითადად იწურება ციცქასა და ცოლიკოურთან ერთად სუფრის ხარისხოვანი თეთრი ღვინოების დასამზადებლად.
ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება მისი შედარებით მაღალი მოსავლიანობა, ადრე მწიფობა, სოკოვან ავადმყოფობათა (ნაცრის) და აგრეთვე ფილოქსერის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა და მისი ვარგისობა სხვადასხვა მიმართულებით: სუფრის ღვინის, უალკოჰოლო ყურძნის წვენისთვის და ღვინის სხვადასხვა კუპაჟებში გამოსაყენებლად.
ჯიშის უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება ღვინის არამაღალი ხარისხი და ადრე დაბერება ხანგრძლივი შენახვისას.
მჭკნარა ძვირფას საწარმოო ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილი არ არის. მიზანშეწონილია მისი როგორც დამატებითი ჯიშის, ღვინის სხვადასხვა კუპაჟებში და აგრეთვე უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და საკონიაკე ღვინომასალების დასამზადებლად გამოყენება.
საქართველოს ამპილოგრაფია