დარგებიმემცენარეობა

საქართველოს სუბტროპიკული ზო­ნის კლი­მა­ტურ-ნი­ად­აგ­ური პი­რო­ბე­ბის და­ხა­სი­ათ­ე­ბა

ტე­ნი­ა­ნი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი რა­ი­ონ­ებ­იდ­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს შა­ვი ზღვის­პი­რეთს, სა­დაც ზამ­თა­რი სით­ბოს მომ­თხოვ­ნი და ნაკ­ლე­ბად ყინ­ვა­გამ­ძლე მრა­ვალ­წლიან კულ­ტუ­რულ მცე­ნა­რე­თა მოყ­ვა­ნის სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა.

ზო­მი­ე­რი სარ­ტყლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ზო­ნი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ­ია ორი სა­ვე­გე­ტა­ციო პე­რი­ო­დი – ზაფ­ხუ­ლი­სა და ზამთრის. ზაფ­ხულ­ში მოჰ­ყავთ ტრო­პი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ერ­თწ­ლი­ანი მცე­ნა­რე­ები ზამ­თარ­ში კი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი სარ­ტყ­­ლის შე­და­რე­ბით ყინვა­მ­ძლე კულ­ტუ­რე­ბი. ამ ზო­ნა­ში შე­დის აჭ­არ­ის, გუ­რი­ის, იმ­ერ­ეთ­ის, სა­მეგ­რე­ლო­სა და აფ­ხა­ზე­თის რეგიონები. მი­სი სიგრ­ძე სამ­ხრე­თი­დან-ჩრდი­ლო­ეთ­ის მი­­მარ­თუ­ლე­ბით 400 კმ-დეა და ამ ზო­ნა­ში მოქ­ცე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­თო­ბი შე­ად­გენს 1.400.000 ჰექ­ტარს, აქ­ედ­ან კოლ­ხე­თის დაბ­ლობს 300 ათ­ა­სი ჰექ­ტა­რი უჭ­ირ­ავს.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ნი­ა­ნი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ზო­ნა ხა­სი­ათ­დე­­ბა რე­ლი­ეფ­ი­სა და მიკ­როკ­ლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის მრავა­ლ­­ფე­როვ­ნე­ბით, ამ­იტ­ომ­აც ამ საკითხმა მეც­ნი­ერ­თა შო­რი­საც აზრ­თა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. მა­გა­ლი­თად, ბა­თუ­მის ბო­­ტა­ნი­კუ­რი ბაღის პირველი დირექტორი, ბო­ტა­ნი­კოს-გე­ოგ­რა­ფი ა. კრას­ნო­ვი, სუბ­ტრო­პი­კულ ზო­ნას მი­აკ­უთ­ვნებ­და მხო­ლოდ ბა­თუ­მის შემოგარენს, ვ. მარ­კო­ვი­ჩი-აფ­ხაზეთსაც; პროფ. ი. ქურ­დი­ა­ნი გამოთ­ქვამ­და ეჭვს, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, სუბ­ტრო­პი­კულ ზო­ნად მი­ვიჩ­ნი­ოთ ქუ­თა­ის­ის გუ­ბერ­ნი­აც. პროფ. ი. ფი­გუ­როვ­სკი სუბ­ტრო­პი­კულ ზო­ნებს მი­აკ­უთვნე­ბ­­­და აზ­ე­ირ­ბა­იჯ­ანს და სომ­ხეთს, ხო­ლო ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­რი – მთელ შუა აზ­ი­ას.

შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ზონა ჩრ­დი­­ლო გა­ნე­დის 410301 და 430201 შო­რის მდე­ბა­რობს, სა­დაც სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­ატუ­რა თით­ქმის უც­ვლე­ლია და 14,30 С უდ­რის. შა­ვი ზღვის გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ზაფ­ხულ­ში ნე­ლა თბე­ბა და ზამ­თარ­ში თან­და­თა­ნო­ბით ცივ­დე­ბა, იწვე­ვს ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­გუ­ლი­რე­ბას სა­ნა­პი­რო ზოლ­ში. ტემ­პე­რა­­ტუ­რის რე­ჟი­მი სა­ნა­პი­რო­დან და­შო­რე­ბით სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა. ე.ი. ზღვი­დან და­შო­რე­ბით კლი­მა­ტის კონ­ტი­ნენტუ­რო­­­ბა მა­ტუ­ლობს.

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ი­სა, რომ სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ზო­ნა საკ­მა­ოდ უხ­ვნა­ლე­ქი­ან­ია (წლი­ურ­ად 1345-2621 მმ), მა­თი არ­ათ­ან­ა­ბ­ა­რი გა­ნა­წი­ლე­ბის გა­მო ცალ­კე­ულ პე­რი­ოდ­ში, სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კულ­ტუ­რე­ბი ტე­ნის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­ან. მრა­ვალ­წლი­ა­­ნი დაკ­ვირ­ვე­ბა ცხად­ყოფს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სუბ­ტრო­პი­კებ­ში ნა­ლე­ქი­ა­ნი დღე­ებ­ის რა­ოდ­ენ­ო­ბა წე­ლი­წად­ში არ აღ­ემ­ატ­ე­ბა 180-ს, ანუ სა­შუ­ალ­ოდ ნა­ლე­ქე­ბი მო­დის დღე­გა­­მოშ­ვე­ბით. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბა ზუს­­ტად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შემ­დეგ კა­ნონ­ზო­მი­რე­ბას: გა­ზაფ­ხულ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა თვი­დან-თვემ­დე მა­ტუ­ლობს და ივ­ლის-აგ­ვის­ტო­ში მაქ­სი­მუმს აღ­წევს, ხო­ლო სექ­ტემ­ბრი­დან თან­და­თან იწ­ყებს კლე­ბას და იან­ვარ­ში ეც­ე­მა მი­ნი­მუ­მამ­დე.

თოვ­ლის სა­ფა­რის სის­ქეს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მცე­ნა­რე­თა გა­და­ზამ­თრე­ბი­სათ­ვის. იგი იც­ვლე­ბა ზღვის დო­ნი­დან სი­მაღ­ლის მი­ხედ­ვით. სა­ნა­პი­რო ზოლ­ში თოვ­ლის სა­ფა­რი და­ბა­ლია და ცვა­ლე­ბა­დი; ას­ე­ვე იც­ვლე­ბა მზი­ა­ნი სა­ათ­ებ­ის წლი­უ­რი რა­ოდ­ენ­ობ­აც.

სო­ხუმ­ში იგი შე­ად­გენს 2055, ბა­თუმ­ში – 1722, აქ­ედ­ან ივნის­­­სა და აგ­ვის­ტო­ში სო­ხუმ­ში – 270, ბა­თუმ­ში – 210, ხო­ლო დე­კემ­ბერ – იან­ვარ­ში შე­სა­ბა­მი­სად – 57 და 54 დღე.

ჰა­ერ­ის შე­ფარ­დე­ბი­თი ტე­ნი­ან­ო­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რეგიონებში სხვადასხვაა. იგი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია აჭ­ა­­რა-გუ­რი­ა­ში, სა­შუ­ალ­ოდ 80-82 %, აფ­ხა­ზეთ­სა და იმ­ერ­ეთ­ში კი 75-78%. ჰა­ერ­ის შე­ფარ­დე­ბი­თი ტე­ნი­ან­ო­ბა ცხე­ლი ქა­რე­ბის გავ­ლე­ნით ზოგ­ჯერ 20 %-მდე ეც­ე­მა, რაც ზი­ანს აყ­ენ­ებს მცე­ნა­რის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას. ას­ეთ შემ­თხვე­ვას ად­­გი­ლი ჰქონ­და 1969 წლის ივ­ნის­ში, რო­დე­საც ცხე­ლი ქა­რე­ბი­სა და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გავ­ლე­ნით მკვეთ­რად და­ე­ცა ჰა­ერ­ი­სა და ნი­ად­აგ­ის ტე­ნი­ან­ო­ბა. ამ­ან გა­მო­იწ­ვია მცე­­ნა­რე­­თა ზრდის შე­ჩე­რე­ბა, ფოთ­ლი­სა და ნა­ყო­ფის აწ­ვა და მო­სავ­­ლის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბა.

ზო­ნის აგ­როკ­ლი­მა­ტუ­რი და­ხა­სი­ათ­ებ­ის­ას დიდ ყუ­რად­ღე­ბას უთ­მო­ბენ მცე­ნა­რე­თა ყინ­ვა­გამ­ძლე­ობ­ის შეს­წავ­ლას. და ფიქ­სი­რე­ბუ­ლია იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ჰა­ერ­ის ტე­მ­­­­­­პე­­­რა­ტუ­რა ციტ­რუ­სე­ბის გავრ­ცე­ლე­ბის ზო­ნა­ში მი­ნუს 7-90 C, ზო­გი­ერთ ად­გი­ლებ­ში კი 150C-მდე და­ე­ცა. ტემ­პე­რატუ­­რის ას­ე­­თი მკვეთ­რი და­წე­ვა აზ­ი­ან­ებს ციტ­რუ­სებს.

თოვ­ლი­ა­ნი დღე­ებ­ის რა­ოდ­ენ­ო­ბა ტე­ნი­ან სუბ­ტრო­პი­კებ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლოა: აჭ­არ­ა­ში იგი წე­ლი­წად­ში 15-17 დღეა, ხო ლო აფ­ხა­ზეთ­ში 8-10 დღე. ზოგ­ჯერ თოვ­ლი სა­ერ­თოდ არ მო­­დის, ცალ­კე­უ­ლი წლე­ბი უხვ­თოვ­ლი­ან­ობ­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მი­სი საფარი აჭ­არ­ა­ში და გუ­რი­ა­ში 1,5-2 მეტრს, აფ­ხა­ზეთ­­ში 0,5-0,6 მეტრს აღ­წევს. ამ­ას­თან ზღვის დო­ნი­დან სი­მაღ­­ლის მა­ტე­ბას­თან ერ­თად თოვ­ლი­ა­ნი დღე­ებ­ის რა­ოდ­ენ­ო­ბ­აც იზრ­დე­ბა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სუბ­ტრო­პი­კულ რა­ი­ონ­ებ­ში ჭარ­­ბობს სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თის და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თის ქა­­რე­ბი. ზამ­თარ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლია აღ­მო­სავ­ლე­თის (ხმე­ლე­თი­დან) ხო­ლო ზაფ­ხულ­ში – და­სავ­ლე­თის (ზღვიდან) ქარე­ბი, რა­საც აქვს მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი მუ­სო­ნუ­რი ხა­სი­ა­თი. მა­თი სიჩ­ქა­რე ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად მაღალია, რომ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მცე­ნა­რე­ებს – კერ­ძოდ, სუბ­ტრო­პი­კულ კულ­ტუ­რებს, აზ­ი­ან­ებს. ძლი­ე­რი ­ქა­რი­ა­ნი დღე­ე­ბი ჭარბობს შე­მოდ­გო­­მა-ზამ­თარ­სა და ზაფ­ხუ­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში.

ნი­ად­აგ­­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია არ აღ­ემ­ატ­ე­ბა 70 ათ­ას კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს, ანუ 7 მი­ლი­ო­ნი ჰექ­ტა­რია, იგი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ბუ­ნე­ბით, ფი­ზი­კურ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, ნი­ა­დ­აგ­ობ­რი­ვი და კლი­მა­ტუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბით, რეს­პუბ­ლი­­­კის ტე­რი­ტო­რი­ის მე­სა­მე­დი ტყი­თაა და­ფა­რუ­ლი. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის სა­ვარ­გუ­ლე­ბი­სათ­ვის მთე­ლი ფარ­თო­ბის მხო­­ლოდ 40 %-მდეა ათ­ვი­სე­ბუ­ლი, რაც საკ­მა­ოდ და­ბა­ლი მაჩ­­ვე­ნე­ბე­ლია და თი­თო­ე­ულ კაც­ზე სახ­ნა­ვი ფარ­თო­ბი 0,16 ჰა-ს შე­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ნი­ა­ნი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ზო­ნის თა­ვი­სე­ბურ­მა ბუ­ნებ­რივ­მა და გე­ოგ­რა­ფი­ულ­მა პი­რო­ბებ­მა გან­საზ­ღვრა სპე­ცი­ფი­კუ­რი ტი­პის ნი­დ­გ­ებ­ის წარ­მოქ­მნა. ნი­ად­აგთმ­­ცოდ­ნე­ობ­ის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი პროფ. ვ. დო­კუ­ჩა­ე­ვი და­ინ­ტე­რეს­და და ჩა­ატ­ა­რა პირ­ვე­ლი მეც­ნი­ერ­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვები სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ნი­ად­აგ­ებ­ის გე­ნე­ზის­სა და თვი­სე­ბებ­ზე. მი­სი მტკი­ცე­ბით: ,,ნი­ად­ა­გი წარ­მო­ად­გენს ბუ­ნებ­რივ-ის­ტო­­რი­ულ სხე­ულს დე­და­მი­წის ზე­და­პირ­ზე, რო­მელ­საც უნ­ა­რი აქვს უზ­რუნ­ველ­ყოს მცე­ნა­რის მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბა და წარ­­მო­შო­ბი­ლია ნი­ად­აგ­წარ­მომ­ქმნე­ლი 5 ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რის ერ­­­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბით”, მათ მი­ეკ­უთ­ვნე­ბა მთის ქა­ნე­ბი, რე­ლი­ე­ფი და ხნო­ვა­ნე­ბა. თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა გა­ნა­­პი­რო­ბა ტე­ნი­ან სუბ­ტრო­პი­კებ­ში ნი­ად­აგ­ის ის­ე­თი ტი­პე­­ბის წარ­მოქ­მნა, რო­გო­რი­ცაა: წი­თელ­მი­წე­ბი, ყვი­თელ­მი­წე­ბი, სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ეწ­ერ­ე­ბი და მა­თი სა­ხეს­ხვა­ობ­ე­ბი.

წი­თელ­მი­წებს უჭ­ირ­ავს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ნი­ა­ნი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ზო­ნის გო­რაკ-ბორ­ცვი­ა­ნი ზო­ლი და შე­და­რე­ბით დიდ მა­სი­ვე­ბად გვხვდე­ბა ხელ­ვა­ჩა­ურ­ის, ქობუ­­ლე­თის, ოზ­ურ­გე­თის, ლან­ჩხუ­თის, ჩო­ხა­ტა­ურ­ის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტში, ხო­ლო მცი­რე მა­სი­ვე­ბის სა­ხით-ოჩ­ამ­ჩი­რის, გა­­ლის, ზუგ­დი­დის, წა­ლენ­ჯი­ხის, სე­ნა­კის, მარ­ტვი­ლის, წყალ­ტუ­ბოს, ქე­დი­სა და ხო­ნის მუნიციპალიტეტებში. წი­თელ­მი­წებს უკ­ავ­ია და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ჭა­ობ­ი­ა­ნი და ეწ­ე­რი ნი­ად­აგ­ებ­ის გავრ­ცე­ლე­ბის ზე­და ზო­ლი, ზღვის დო­ნი­დან 50-300 მ სი­მაღ­ლემ­დე და სა­უკ­ეთ­ეს­ოა ჩა­ი­სა და სხვა სუბ ტრო­პი­კუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის გა­სა­შე­ნებ­ლად. ამ მიზ­ნით ას­ეთ მი­წებს ყუ­რად­ღე­ბა დაინტერესებულმა პირებმა ჯერ კი­დევ XIX სა­უკ­უნ­ე­ში მი­აქ­ცი­ეს.

ტი­პი­უ­რი წი­თელ­მი­წა გა­მო­ირ­ჩე­ვა ღრმა პრო­ფი­ლით, რომ­­ლის აკ­უმ­ულ­აც­ი­ურ-ალ­უვ­ი­უ­რი ჰო­რი­ზონ­ტის სის­ქე მერ­­ყე­ობს 20-50 სმ-ის ფარ­გლებ­ში, სიღრ­მის მი­ხედ­ვით თან­­და­თან გა­და­დის გა­მო­ფიტ­ვის ქერ­ქში, რომ­ლის სის­ქე ჩაქ­ვი-ცი­­ხის­ძი­რის მი­და­მო­ებ­ში ზოგ­ჯერ 7-10 მ-ს აღ­წევს. ეს ქერ­ქი ფხვი­ერ­ია, ახ­ას­ი­ათ­ებს კარ­გად გა­მო­სა­ხუ­ლი მიკ­რო­აგ­რე­გა­­ტუ­ლო­ბა, ატ­არ­ებს წყალს და ფეს­ვე­ბი­სათ­ვის ად­ვი­ლი შე­სათ­­­ვი­სე­ბე­ლია, რაც ტი­პ­უ­რი წი­თელ­მი­წე­ბის ერთ-ერ­თი და­დე­­ბი­თი თვისებაა.

ამ­რი­გად, ჰუ­მუ­სი წი­თელ­მი­წა ნი­ად­აგ­ის ზე­და ფე­ნა­ში 0-10 სმ სიღრ­მე­ზე 7%-ს აღ­წევს, აზ­ოტ­ის შემ­ცვე­ლო­ბაც მე­ტია და სიღრ­მის მი­ხედ­ვით მკვეთ­რად კლე­ბუ­ლობს. მ. ბზი­ავ­ას (1958) მო­ნა­ცე­მე­ბით, წი­თელ­მი­წა ნი­ად­აგ­ებ­ის ჰუ­მუ­სო­ვა­ნი ნივ­თი­ერ­ებ­ის შედ­გე­ნი­ლო­ბა­ში ჭარ­ბობს ფულ­ვომჟა­ვე­ბი და ჰუ­მუ­სი მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ფულ­ვა­ტუ­რი ტი­პი­საა, გა­­­კულ­ტუ­რე­ბის პრო­ცეს­ში მკვეთ­რად იზრ­დე­ბა ჰუ­მი­ნის მჟა­­ვე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა და შე­ფარ­დე­ბა, სა­დაც ჰუ­მი­ნომ­ჟა­ვე­ბი-ფულ­ვომ­ჟა­ვე­ბი ერ­თის ტო­ლია ან ერ­თზე მე­ტია.  წი­თელ­მი­წა ნი­ად­აგ­ებ­ის ჰუ­მუს­ში აზ­ოტ­ის შემ­ცვე­ლო­ბა 5-6 %-ს  აღ­­წევს. რაც უფ­რო მდი­და­რია ნი­ად­ა­გი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ით, მით უფ­რო მე­ტი რა­ოდ­ენ­ობ­ით შე­იც­ავს აზ­ოტს, მაგ­რამ წი­თელ­მი­წა და ეწ­ე­რი ნი­ად­აგ­ებ­ის მა­ღა­ლი მჟა­ვი­ან­ობ­ი­სა და ფუ­ძე­ებ­ით გა­ღა­რი­ბე­ბი­ს გამო მათ­ში მიკ­რო­ბი­ოლ­ოგ­ი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი მე­ტად შეზ­ღუ­დუ­ლია და ამის გამო ორ­­გა­ნუ­ლი აზ­ოტ­ის მი­ნე­რა­ლი­ზა­ცია კი ძალ­ზე შე­ნე­ლე­­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ­ით აიხ­სნე­ბა სუბ­ტრო­პი­კულ ზო­ნა­ში აზ­ოტ­ი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბის ეფ­ექ­ტი­ან­ო­ბა ყვე­ლა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რის ქვეშ ჰუ­მუ­სის მდი­და­რი ნი­ად­აგ­ებ­ის პი­რო­­ბებ­შიც.

ყვი­თელ­მი­წე­ბი  ფარ­თო­დაა გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი აფ­ხა­ზეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, ხონ­ში, ტყი­ბულ­სა და ვან­ში. ამ ნი­ად­აგ­ებს თა­ვი­ან­თი ფი­ზი­კო-ქი­მი­უ­რი თვი­სე­ბე­ბით გარ­და­მა­ვა­ლი ად­გი­ლი უჭ­ირ­ავთ წი­თელ­მი­წებ­სა და ტყის ყომ­რალ ნი­ად­აგ­ებს შო­რის. მათ ახ­ას­ი­ათ­ებთ მოყ­ვი­თა­ლო ფე­რი, ნაკ­ლე­ბი სის­ქე, სუს­ტი გან­ვი­თა­რე­ბა და მძი­მე მე­ქა­ნი­კუ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბა. წი­თელ­მი­წე­ბი და ყვი­თელ­მი­წე­ბი ზღვის დონიდან 400-500 მ სი­მაღ­ლემ­დეა გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი, უფ­­რო ზე­ვით კი ტყის ყომ­რა­ლი ნი­ად­აგ­ებ­ია.

ნე­შომ­პა­ლაკარ­ბო­ნა­ტუ­ლი ნი­ად­აგ­­ბი  და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბორ­ცვი­ან და მთის წი­ნა ზო­ნა­ში – აფ­ხა­ზეთ­ში, ურ­­თა­სა და ეკ­ის მთებ­ზე, ჩხო­როწ­ყუ­ში, მარ­ტვილ­ში, წყალ­­ტუ­ბო­ში, ტყი­ბულ­სა და სხვა მუნიცი­პალი­ტე­ტებ­ში გავრ­­ცე­ლე­ბუ­ლია  ნი­ად­აგ­ე­ბი, რომ­­­ლე­ბიც ან კირ­ქვა­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ან მერ­გე­ლებ­ზე. უფრო მე­ტი გავრ­ცე­ლე­ბა აქვს კირ­ქვებ­ზე გან­ვითა­რე­ბულ ნე­შომ­პა­ლა-კარ­ბო­ნა­ტულ ნი­ად­აგ­ებს.

ნე­შომ­პა­ლა-კარ­ბო­ნა­ტუ­ლი ნი­ად­აგ­ე­ბი სა­შუ­ა­ლო სის­ქი­საა, ხირ­ხა­ტი­ა­ნი, მძი­მე თიხ­ნა­რი ან თი­ხი­ა­ნი, ზე­და ფე­ნა­ში ჰუ­მუ­სის შემ­ცვე­ლო­ბა 9-10%-მდე აღ­წევს, ახ­ას­ი­ათ­ებს კარ­გი სტ­­რუქ­­ტუ­რა და მა­ღა­ლი ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ით ხა­სი­ათ­დე­ბა, ამ ნი­ა­დ­ა­გ­ებ­ზე აშ­ენ­ებ­ენ: ციტ­რუ­სებს, დაფ­ნას, ვაზს, ზე­თის­ხილს, თამ­ბა­ქოს და სხვა. აღ­ნიშ­ნული ნი­ად­აგ­ებ­ის ნა­ყო­ფი­ერ­ე­ბა ჰუ მუ­სის მაღალი შემცველობის, სტრუქ­ტუ­რი­ან­ობ­ის, საკ­ვე­ბი ნივ­­თი­ერ­ებ­ებ­ის სიმ­დიდ­რის, კარ­გი წყალ­მარ­თავ-ჰა­ერ­ოვ­ა­ნი და სით­ბუ­რი თვი­სე­ბე­ბის შე­დე­გია.

ეწ­­ნი­ად­აგ­­ბი. ამ ნი­ად­აგ­ებს დი­დი ტე­რი­ტო­რია უჭ­ირ­ავს შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ზო­ნის დაბ­­ლობ ადგილებში, უმ­ეტ­ეს­ად კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბის ჩრდილო­ეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში. ეწ­ე­რი ნი­ად­აგ­ე­ბი ძი­რი­­თა­დად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ჩა­ის კულ­ტუ­რი­სათ­ვის, ხო­ლო უფ­რო ნაკ­ლე­ბად-ციტ­რუ­სე­ბი­სა და სხვა კულ­ტუ­რე­­ბი­სათ­ვის. საკ­ვე­ბი ნივ­თი­ერ­ებ­ის სი­ღა­რი­ბით, ძლი­ე­რი გა­­მო­­რეც­ხვით და ცუ­დი ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბითაა განპი­რო­ბე­ბული ამ ნი­ად­აგ­ებ­ის და­ბალ­ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ა. ამ­იტ­ომ, სა­­ჭი­როა მი­ნე­რა­ლუ­რი და ორ­გა­ნუ­ლი სა­სუ­ქე­ბის და სი­დე­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მო­კი­რი­ან­ე­ბა, წყლის რე­ჟი­მის მართვა, ღრმა და­მუ­შა­ვე­ბა და სხვა აუც­ილ­ებ­ე­ლი აგ­რო­ტექ­ნი­კური ღო­ნის­­ძიე­ბე­ბის გატარება.

ალ­უვ­­­რი ნი­ად­აგ­­ბი. ალ­უვ­ი­უ­რი ნი­ად­აგ­ე­ბი გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია მდი­ნა­რე­ებ­ის: ბზი­ფის, კო­დო­რის, ენ­გუ­რის, რი­ონ­ის, ცხე­ნის­წყლის, სუფ­სის, ჭო­რო­ხის და სხვა გასწვრივ ქვე­­­ტე­­რა­სებ­ზე. განასხვავებენ კარ­ბო­ნა­ტულ და უკ­არ­ბო­ნა­ტო ალ­უვ­ი­ურ ნი­ა­­დ­აგ­ებს, რომელთაგან უფ­რო მე­ტი ტე­რი­ტო­რია უჭ­ირ­ავს კარ­ბო­ნა­ტულს. ალ­უვ­ი­უ­რი ნი­ად­აგ­ე­ბი გა­მო­ირ­­ჩე­ვ­ა საშუ­ა­­ლო და მსუ­ბუ­ქი მე­ქა­ნი­კუ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბით, სუს­ტად დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფი­ლი­თა და ჰუ­მუ­სის ძალზე და­ბალი შემცველობით (1,5-2,5%), ამ ნი­ად­აგ­ებ­ში აზ­ოტ­ის შემ­ც­ვე­ლო­ბა 0,1-0,15%-ია, ხო­ლო ფოს­ფო­რი­სა – 0,15-0,2%-ი. კოლ­ხე­თის დაბ­ლო­ბის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გავრ­ცე­­ლე­ბუ­ლია მდე­ლოს ალ­უვ­ი­უ­რი და­ჭა­ობ­ებ­უ­ლი ნი­ად­აგ­ე­ბი, რომელ­თა და­ჭა­ობ­ებ­ას იწ­ვევს მძი­მე მე­ქა­ნი­კუ­რი შედ­გე­ნი­ლო­ბა და ჭარ­ბი ტე­ნი­ან­ო­ბა. ასეთი ნი­ად­აგ­ე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სიმინ­­დის, ბოს­ტნეულ­ის, ჩა­ის (უკ­არ­ბო­ნა­ტო), ეთ­ერ­ზე­თე­ბის, ციტ­რუ­სოვ­ნე­ბი­სა და სხვა კულ­ტუ­რები­სათ­ვის.

რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი