დარგებიმემცენარეობაფერმერი ფერმერს

მიწავაშლა/ტოპინამბური _ უებარი სამკურნალო საშუალება

მიწავაშლა ჩვენში საკმაოდ არის გავრცელებული. მას იყენებენ როგორც  სამზარეულოში, სალათების თუ სხვა კერძების მოსამზადებლად, ისე სამკურნალოდ, ასევე პირუტყვის გამოსაკვებად.
დღეს მიწავაშლას სამკურნალო თვისებებზე გიამბობთ.

შაქრიანი დიაბეტის, შეშუპების, ცისტიტის, ანემიის დროს _ გამხმარი ბოლქვების ფხვნილს _ 2 სუფრის კოვზს, დავასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გავაცივოთ და ვსვათ ერთი ჩაის ჭიქა, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ტუბერკულოზის დროს _ ზრდასრული ბოლქვები გავხეხოთ და გამოვწუროთ. მერე ეს წვენი _ 0,5 ლიტრი, შევურიოთ 0,5 ლიტრ ანადუღარ ცივ წყალში და მივიღოთ უზმოზე ნახევარი ჩაის ჭიქა, ორი კვირის განმავლობაში.

ინსულტის, ინფარქტის, ანემიის და გაცივების დროს _ მიწავაშლას გამხმარი ფოთლებისგან დამზადებულ მასას (როგორც ჩაის ამზადებენ, ისე გავაკეთოთ. მოჭრით, დააქუცმაცებთ და ჩრდილში გაახმობთ), დავასხათ მდუღარე წყალი, დოზა სურვილის მიხედვით შევარჩიოთ, ჩაის მსგავსად. ვსვათ ყოველდღე, ერთი თვის განმავლობაში. სულაც არ არის უსიამო დასალევი.

მხოლოდ შაქრიანი დიაბეტისთვის _ მიწავაშლას ფოთლები მოვკრიფოთ და გავახმოთ კარგად. ასეთ მასას დავასხათ წყალი, ერთ შეკვრას სამი ლიტრი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, 8-10 საათის განმავლობაში. გავაცივოთ. მივიღოთ ნახევარი ჭიქა, დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

წნევის დასარეგულირებლად და ჰემოგლობინის ასამაღლებლად _ ბოლქვები მოვხარშოთ, გავაგრილოთ, გავწუროთ და ერთი ლიტრი ნაყენი გავყოთ ხუთ ნაწილად. ეს ერთ დღეში დავლიოთ, დაახლოებით, ორ საათში ერთხელ 200 გრამის ოდენობით. ასე გავაგრძელოთ ერთი კვირის განმავლობაში. ეფექტის შემთხვევაში ცოტა შესვენების შემდეგ, კვლავ აღნიშნული რეცეპტით ვიმოქმედოთ.

ოსტეროჰონდროზის, ფეხის ქუსლების ტკივილის დროს _ მიწავაშლას გამხმარი ღეროები, დავაქუცმაცოთ და 200 გრამს დავასხათ ორი ლიტრი წყალი და ვადუღოთ ათი წუთის განმავლობაში. როცა გაგრილდება, დავასხათ ტაშტზე და მივიღოთ ფეხების აბაზანა, 15 -20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფეხი გავიმშრალოთ. არ გადავივლოთ სხვა წყალი. ასე გავიმეოროთ ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ კი, პერიოდულად მივმართოთ მკურნალობის ამ ხერხს. აბაზანა, თუ გაუძლებთ, ცხელი სჯობს.

გალინა წიტაიშვილი

წყარო: gurianews.com