რამდენიმე რჩევა ფრინველის ხორცის მწარმოებლებს
თუ გსურთ აწარმოოთ ფრინველის ხარისხიანი ხორცი და მომხმარებელიც კმაყოფილი გვყავდეთ, გაითვალისწინეთ:
♦ ფრინველის ხორცში 180-მდე კომპონენტია, რაც ხორცის საგემოვნო თვისებებს განაპირობებს;
♦ ფრინველის ხორცის ხარისხი დამოკიდებულია ფრინველის ჯიშზე;
♦ ჯიშის მონაცემების მიხედვით ფრინველის ზრდა არ გადააცილოთ დასაკლავ ასაკს, რადგან ამ დროს უარესდება სრულფასოვანი და არასრულფასოვანი ცილის შეფარდება, მცირდება ხორცის ხარისხი;
♦ ფრინველის ხორცის ხარისხს გამოზრდის ოპტიმალური დრო განაპირობებს ;
♦ საკვები რაციონიდან ამოიღეთ ზედმეტი ცილა, რადგან ის აუარესებს ფრინველის ჯანმრთელობას და ხორცის ხარისხს;
♦ დაბალანსებული კვება და ზრდის ოპტიმალური დრო არის ფრინველის ხორცის ხარისხის ერთ-ერთი პირობა;
♦ სხვადასხვა სტიმულატორები, ანტიბიოტიკები, ვეტპრეპარატები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ დაკვლამდე 1კვირით ადრე (ან ანტიბიოტიკებზე დაყოვნების პერიოდის მიხედვით);
♦ გაზრდის დროს არ გამოიყენოთ ფოსფატები, რომლებიც წყალს აკავებს ცხოველის ხორცში. ამ დროს ვატყუებთ მომხმარებელს – ვყიდით წყალს;
♦ უცილებელია დაიცვათ დაკვლის წინა შიმშილის ლოდინის დრო ( 6-12საათი), არც ხანგრძლივი შიმშილი შეიძლება;
♦ დაბალი ხარისხის ცხიმის გამოყენება კვებაში აუარესებს ხორცის საგემოვნო თვისებებს;
♦ თევზის ცხიმი და თევზის ფქვილი არ გამოიყენოთ დაკვლამდე ერთი კვირით ადრე;
♦ ყვითელი სიმინდი და ბალახის ფქვილი, აუმჯობესებს ხორცის საგემოვნო თვისებებს და ვიზუალურ მხარეს, ზრდის მასში A ვიტამინის რაოდენობას;
♦ ფრინველის ხორცის ხარისხის ასამაღლებლად აუცილებელია ნორმალური მიკროკლიმატი: ტემპერატურა, სინესტე, განათება, მავნე აირების და მტვერის არარსებობა;
♦ ფრინველებს, რომლებიც იმყოფებიან სტრესულ მდგომარეობაში ხორცის ხარისხი აქვთ დაბალი;
♦ ფრინველის ხორცის ხარისხი ბევრად დამოკიდებულია მის პირველად დამუშავებაზე, გაცივებაზე, დაფასოებაზე, გაყინვასა და შენახვაზე;
♦ ფრინველის დაკვლის წინ ხანგრძლივი ტრანსპორტირება ამცირებს ღვიძლსა და კუნთში გლიკოგენის დონეს, რითაც უარესდება ხორცის მომწიფება.