აგრარული განათლებადარგებიმეფრინველეობაფერმერი ფერმერს

რამდენიმე რჩევა ფრინველის ხორცის მწარმოებლებს

თუ გსურთ აწარმოოთ ფრინველის ხარისხიანი ხორცი  და  მომხმარებელიც კმაყოფილი გვყავდეთ, გაითვალისწინეთ:
♦ ფრინველის ხორცში 180-მდე კომპონენტია, რაც  ხორცის საგემოვნო თვისებებს განაპირობებს;

♦ ფრინველის ხორცის ხარისხი დამოკიდებულია ფრინველის ჯიშზე;

♦ ჯიშის მონაცემების მიხედვით ფრინველის ზრდა არ გადააცილოთ დასაკლავ ასაკს, რადგან ამ დროს უარესდება სრულფასოვანი და არასრულფასოვანი ცილის შეფარდება,  მცირდება ხორცის ხარისხი;

♦ ფრინველის ხორცის ხარისხს გამოზრდის ოპტიმალური დრო განაპირობებს ;

♦ საკვები რაციონიდან ამოიღეთ ზედმეტი ცილა, რადგან ის აუარესებს  ფრინველის ჯანმრთელობას და ხორცის ხარისხს;

♦ დაბალანსებული კვება და ზრდის ოპტიმალური დრო არის ფრინველის ხორცის ხარისხის ერთ-ერთი პირობა;

♦ სხვადასხვა სტიმულატორები, ანტიბიოტიკები, ვეტპრეპარატები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ დაკვლამდე 1კვირით ადრე  (ან ანტიბიოტიკებზე დაყოვნების პერიოდის მიხედვით);

♦ გაზრდის დროს არ გამოიყენოთ ფოსფატები, რომლებიც წყალს აკავებს ცხოველის ხორცში.  ამ დროს ვატყუებთ მომხმარებელს  – ვყიდით წყალს;

♦ უცილებელია დაიცვათ დაკვლის წინა შიმშილის ლოდინის დრო ( 6-12საათი),  არც ხანგრძლივი შიმშილი შეიძლება;

♦ დაბალი ხარისხის ცხიმის გამოყენება კვებაში აუარესებს ხორცის საგემოვნო თვისებებს;

♦ თევზის ცხიმი და თევზის  ფქვილი არ გამოიყენოთ დაკვლამდე ერთი კვირით ადრე;

♦ ყვითელი სიმინდი და ბალახის ფქვილი, აუმჯობესებს ხორცის საგემოვნო თვისებებს და ვიზუალურ მხარეს, ზრდის მასში A ვიტამინის რაოდენობას;

♦ ფრინველის ხორცის ხარისხის ასამაღლებლად აუცილებელია ნორმალური  მიკროკლიმატი: ტემპერატურა, სინესტე, განათება, მავნე აირების და მტვერის არარსებობა;

♦ ფრინველებს, რომლებიც იმყოფებიან სტრესულ მდგომარეობაში ხორცის ხარისხი აქვთ დაბალი;

♦ ფრინველის ხორცის ხარისხი ბევრად დამოკიდებულია მის პირველად დამუშავებაზე, გაცივებაზე, დაფასოებაზე, გაყინვასა და შენახვაზე;

♦ ფრინველის დაკვლის წინ ხანგრძლივი ტრანსპორტირება ამცირებს ღვიძლსა და კუნთში  გლიკოგენის დონეს, რითაც უარესდება ხორცის მომწიფება.

მიხეილ ჭიჭაყუა, ბიოლოგიის დოქტორი, 
აგრო ექსპერტთა ასოციაცია