დარგებიმექანიზაციაფერმერი ფერმერს

კომპანია WORLDCARS ფერმერთა საიმედო პარტნიორია

კომპანია WORLDCARS- 2009 წელს დაარსდა, მალევე სანდო პარტნიორის სახელი მოიპოვა. 

დაარსების დღიდან კომპანია ნაბიჯ-ნაბიჯ იმყარებს ადგილს საქართველოს, მსუბუქი ავტომობილების, სამშენებლო  და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბაზარზე.

სოფლის მეურნეობა საქართველოს უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის წონა და ფასი კორონავირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა. კომპანია აანალიზებს შექმნილ ვითარებას და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სეგმენტში ცდილობს კიდევ უფრო გაააქტიუროს მუშაობა და ქართველ ფერმერებს სთავაზობს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში წარმოებულ მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ტექნიკას, რომელიც აგრარულ სფეროში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს გაუადვილებს როგორც ხვნა-თესვას, ისე მოსავლის აღებას და დროულად დაბინავებას.

 “WORLDCARS”-ი აქტიურად მონაწილეობს უმსხვილეს აუქციონებზე და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სადილერო კომპანიებთან.

“WORLDCARS”-ი ფერმერებს ხელსაყრელ პირობებში სთავაზობს იაპონიაში, ამერიკის შეერთებული შტატებში, ინგლისში, რუსეთში, თურქეთში,  ბელორუსში და ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და აგრეგატებს.  მომხმარებელს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის _ ტრაქტორების და აგრეგატების ფართო არჩევანს სთავაზობს.  ტექნიკის შერჩევა    ხდება შემკვეთთან  ერთად ვიდეო კონფერენციის, ვიდეო და ფოტო მასალების გამოყენებით.

 

განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ტექნიკის შეძენის მოსახერხებელი და კომფორტული პირობები, რომელსაც კომპანია “WORLDCARS”-ი მომხმარებელს სთავაზობს, რაც ითვალისწინებს:
შეძენის გამარტივებული პირობებს;

მოკლევადიან განვადებას;

გრძელვადიან ლიზინგს;

ტრანსპორტირების და  დაზღვევის დაბალ ტარიფს.

ტექნიკის შეძენიდან შემკვეთის ჩაბარებამდე ყველა პროცედურას უზრუნველყოფს “WORLDCARS”-ის გამოცდილი გუნდი.

კომპანია მზად არის ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს.

დაგვიკავშირდით:

შპს WORLDCARS+ ს/კ 405274395
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ N66
საკონტაქტო ნომრები: 551 58 01 91 / 595 46 55 85
ოფისი 032 2476777
www.wcars.ge
https://www.facebook.com/WorldcarsGeorgia