2020 წელს საქართველოში მარცვლეულის რეკორდული მოსავალი მოვიდა
2020 წლის განმავლობაში საქართველოში სიმინდის მოსავალი 27%-ით გაიზარდა და მან 263,000 ტონა შეადგინა, რაც საქსტატის ანგარიშმარცვლეულისის თანახმად, 2016 წლიდან მოყლებული მოსავლის მაქსიმალური მოცულობაა.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 0.6%-ით გაიზარდა ხორბლის მოსავალი და მან 101 000 ტონა შეადგინა.
„კარტოფილის წარმოება 10.8 პროცენტით გაიზარდა და 215.7 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2020 წლის განმავლობაში წარმოებულია 180.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 11.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 83.7 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 47.1 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 25.6 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 13.0 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 12.8 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 12.7 ათას ჰექტარს შეადგენდა”, _ ნათქვამია დოკუმენტში.
საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2020 წელს საქართველოში ხილის მოსავალმა 63.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 64%-ით მეტია. 32.4%-ით გაიზარდა კაკლოვანი ხილის წარმოება და მან 40.9 ათასი ტონა შეადგინა, 2020 წელს წარმოებულია ასევე 318.9 ათასი ტონა ყურძენი, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
წყარო: bm.ge