აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობა

როგორ გავხადოთ ხორბალი შემოსავლიან კულტურად

ხორბლის კულტურა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი კულტურაა. მისი მარცვალი შეიცავს ადამიანისათვის საჭირო ყველა საკვებ ელემენტს და სრულად აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებას. სწორედ ამიტომ  ხორბლის ნათეს ფართობებს მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს.

მსოფლიოს მეცნიერები ხორბლის მაღალმოსავლიანობის მისაღწევად სელექციის მრავალფეროვან უახლეს მეთოდებს იყენებენ: სახეობათაშორისი და ჯიშთაშორისი შეჯვარება, ქიმიური და ფიზიკური მუტაციები და გენმოდიფიცირება. ამ მეთოდების დახმარებით ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობამ 12-15 ტ/ჰა-ზე მიაღწია. უკანასკნელი მონაცემებით კანადის მოლეკულური გენეტიკის ცენტრში გენმოდიფიცრებით შექმნილი ჯიშის მოსავლიანობა 17.0 ტ/ჰა-ზე. ინტენსიური ტექნოლოგიური პროცესებით ევროპაში ხორბლის საშუალო მოსავლიანობა 6,9 ტ/ჰა.

საქართველო  აღიარებულია ხორბლის კულტურის წარმოშობის პირველად კერად [ვავილოვი, ჟუკოვსკი, დეკაპრელევიჩი, კიხარა]. მნიშვნელოვანია რომ ხორბლის ბიომრავალფეროვნება უნიკალურია მსოფლიოში. ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და აბორიგენული ჯიშები ატარებენ ყველა ნიშან-თვისებებს, რომელიც საჭიროა ინტენსიური ტიპის ხორბლის ჯიშების შესაქმნელად. განსაკუთრებით საინტერესოა შემდეგი ნიშან-თვისებები:

1. მოკლე და მტკიცეღეროიანობა;

2. დაავადებებისადმი გამძლეობა;

3. მცენარის სწრაფად განვითარება;

4. ფერტილობის აღდგენა;

5. მომწიფებისას მარცვლის ცვენადობისადმი გამძლეობა;

6. თავთავიდან მარცვლის ადვილად გამოლეწვა;

7. მარცვალში ცილის და შეუცვლელი ამინომჟავების გადიდებული შედგენილობა;

8. მსხვილმარცვლიანობა;

9. დაფქვისა და პურცხობის მაღალი ხარისხი;

10. გრძელთავთავიანობა;

11. მცენარის ფართოფოთლიანობა;

12. მსხვილთავთავიანობა;

13. ადრეულობა;

14. გამომცხვარი პურის ხანგრძლივად შენახვის უნარიანობის გამაპირობებელი გენი.

საქართველოში ხორბლის წარმოშობის ისტორია იწყება, უკანასკნელი მონაცემებით ჩ/წ მეათე საუკუნეში. ამ ხნის მანძილზე ქართველმა ხალხმა შექმნა და მსოფლიოს ხალხს მიაწოდა უნიკალური მასალა სელექციისათვის.

ქართველი ხალხი ხორბალს და პურს ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა და მოიხსენიებდა, როგორც დედას, დედას პური, დოლის პური. ხორბლის წარმოება ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა და შემოსული მტერიც ხორბლის მარაგის მოტაცებას ცდილობდა. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის საქართველოს ხორბალი გაჰქონდა. სამწუხაროთ რუსეთის შემოსვლამ ყველაზე უარყოფითად ხორბალზე იმოქმედა. პირდაპირ განაცხადეს ხორბალს ჩვენ მოგაწვდით თქვენ ღვინო, ხილი და ჩაი მოგვაწოდეთო. ამან ფაქტიურად გაანადგურა ჩვენი სოფლის მეურნეობა. დღეისათვის ხორბლის საშუალო მოსავლიანობა საქსტატის მონაცემებით 2.7 ტ/ჰა-ზე.

დღეისათვის შექმნილი ვითარება კიდევ უფრო ტრაგიკულია. ბოლო წლებში განვითარებულმა გარდაქმნებმა ხორბლის მოვლა-მოყვანის პროცესი ორჯერ გააძვირა. მაგ. თუ 2012-2023 წლებში 1 ჰა-ზე ხორბლის მოყვანა 1250-1350 ლარი ჯდებოდა, 2024-2026 წლებში იგივე პროცესი ჯდება 2250-2650 ლარი. თუ წინა წლებში მოსავლიანობა 3,5-4,5 ტ/ჰა იყო, ხოლო 1კგ-ის ფასი 40-50 თეთრი, ფერმერი ხარჯს ანაზღაურებდა და მცირე მოგებაც რჩებოდა. წლევანდელი მონაცემებით მოსავლიანობა 4,5-5,5 ტ/ჰა. ასეთი მონაცემებით ძალიან ძნელია მოგების მიღება კი არა ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია.  ამიტომ ძალიან ბევრმა ფერმერმა ინტერესი დაკარგა ხორბლის წარმოების. პარალელურად ხორბლის ნათესი ფართობებიც მკვეთრად შემცირდა.

საქართველო როგორც უკვე ავღნიშნეთ ხორბლის წარმოშობის პირველადი კერაა და მასზე უარის თქმა შეუძლებელია. ისიც აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში მოსახლეობამ დაიწყო არა მაღალმოსავლიანი ჯიშების მოყვანა, არამედ დაბალმოსავლიანი, მაგრამ მაღალხარისხიანი ხორბლის სახეობების და ჯიშების მოყვანაც. თითქოს ამ პროცესმა კიდევ უნდა გაართულოს მდგომარეობა, მაგრამ პირიქით ასეთი ხორბლის მოყვანა მსოფლიოში გააქტიურდა. საქართველოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აქტიური მუშაობით აღდგენილი და გამრავლებულია ქართული ენდემური სახეობები და აბორიგენული ჯიშები. წარმოებს მათი ელიტური(საბაზისო) უმაღლესი ხარისხის თესლი და მიეწოდება ფერმერებს. დაინტერესება ძალიან გაიძარდა.

საკითხის უფრო უკეთესად წარმართვისათვის ქართველმა ფერმერებმა კარგად აითვისონ ცირკულარული ეკონომიკა და მის საფუძველზე შეძლებენ ხორბლის წარმოებისას მიიღონ მაქსიმალური მოგება.

რა არის ცირკულარული ეკონომიკის მიზანი. ბუნება გვასწავლის, რომ ყველაფერი რაც არსებობს შეიძლება გრდაიქმნას საჭირო მასად და არაფერი არ იკარგება. ადამიანი რასაც მოიხმარს კარგი, რაც დარჩება გადააგდებს. ეს გადაგდებული ნივთი კი აბინძურებს ჩვენს გარემოს. ცირკულარული ეკონომიკა კი ესაა სისტემა, რომლის მიზანიცაა ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება. დღეს მსოფლიოში ნარჩენი არ არსებობს, მისი გამოყენებით შესაძლებელია მივიღოთ ახალი ნედლეული. ეს კი საშუალებას გვაძლევს განახლებადი ენერგიის გამოყენების.

დავიწყოთ მოსავლის აღებით. ყველა დამეთანხმება, რომ ხორბლის აღება ხდება ძველი წესით. თანამედროვე კომბაინები კი არის აღჭურვილი საკუწით, მაგრამ ჩვენთან მისი გამოყენება არ ხდება. საკუწის მეშვეობით ჩაკუწული მასა, ჯერ ნიადაგის ტენიანობას ინარჩუნებს, შემდეგ მისი აჩეჩვით ნიადაგს იცავს ეროზიისგან. შემდეგ დროული მოხნით ექცევა ნიადაგის სიღრმეში და იწყებს ლპოდას. ლპობის შედეგად ნიადაგი ღებულობს ჩალის მასის 70% ორგანულ მასას. ეს კი ზრდის ნიადაგის ნაყოფიიერებას და სრტუქტურას, რაც მომავალ წელს მოსავლის გაზრდის საშუალებაა. ფერმერი მოგებას ზრდის ჯერ ერთი ჩალის მულჩით მცირდება სარეველები, შემცირდება სასუქების ნორმები.

მომდევნო პროცესი თესლის გაწმენდაა. თესლის გაწმენდის შედეგად თესლს მოშორდება ე. წ. ჩელხი, რომლის რაოდენობა 25-30%-ია. ეს მასა შეიძლება გამოვიყენოთ ცხოველთა საკვებად. ეს მოგება ორგვარია: ერთი უფასო საკვები და მეორე ცხოველთა პროდუქცია.

 შემდეგი ეტაპი ეს არის თესლის გამოყენება. აქ ორი ვარიანტია. პირველი – გაწმენდილი და დახარისხებული თესლი მინიმუმ ორჯერ ძვირია, ვიდრე გაუწმენდავი. შესაძლებელია პირდაპირ გაყიდვა. 1 ლარად გაყიდვის შემთხვევაში 3,5 ტ/ჰა-ზე მოსავლის შემთხვევაშიც კი ხარჯებს მთლიანათ ფარავს(3500-1050=2450). მეორე ვარიანტი – მარცვლის დაფქვა და გაყიდვა. დაფქვის დროს ანარჩენი 20-25%-ია. 1 კგ. ფქვილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარია. აქ უკვე მოგება სერიოზულია, შემოსული თანხა 4 ლარის შემთხვევაშიც 7350 ლარია(2450-612,5= 1837,5კგ.). ამ თანხას თუ გამოვაკლებთ წლიურ ხარჯს სრული მოგება იქნება 4850 ლარი(7350-2500=4850). ამას ემატება 25% ქატო(612,5კგ.), რომელიც საუკეთესო საკვებია, წველადობის გაზრდა შესაძლებელია 30-40%-ით.

ყველა ფერმერს შესაძლებლობა აქვს მიღებული მოსავლიდან გარკვეული ნაწილი გამოიყენოს პურის გამოსაცხობათ. რას ნიშნსვს ეს. გახსნას საცხობი ან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიმე საცხობთან და მიაწოდის ფქვილი. ეს არის საუკეთესო საშუალება, რათა ფერმერს ქონდეს შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში, ისე როგორც ყველა მოსამსახურეს ხელფასი.

ხორბალი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, შეუცვლელი და მაღალშემოსავლიანი კულტურაა. მთავარია ხორბლის მწარმოებელმა კარგად აითვისოს კულტურის მოვლა-მოყვანის თავისებურებები, გაითვალისწინოს შექმნილი ვითარება და ცირკულარული ეკონომიკის შესაბამისად მოაწყოს საკუთარი მეურნეობა.

 ცოტნე სამადაშვილი, პროფესორი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი