ToBRFV ვირუსის გამო თურქეთიდან პომიდვრის შემოტანა შეიძლება შეჩერდეს
სამხრეთ თურქეთში, კერძოდ ანტალიაში ToBRFV ვირუსი თურქული პომივდვრის წარმოებას საფრთხეს უქმნის. როგორც East fruit-ი AgroBusiness-ზე დაყრდნობით წერს, დაავადება სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად, პრობლემები პომიდვრის ჩითილის მწარმოებლებსაც ექმნება.
ექსპერტების აზრით, თუ ქვეყანა საჭირო ზომებს არ მიიღებს, პომიდვრის წარმოება შესაძლოა, სამი წლის განმავლობაში შეჩერდეს.
დაავადება ToBRFV მოიხსენიება როგორც „ისრაელის ვირუსი“, რადგან ის ისრაელიდან იმპორტირებულ პომიდვრის ჩითილებში გვხვდება. აღნიშნული ვირუსი ნაყოფის დამწიფებამდე შეუმჩნეველია. მოსავლის აღების პერიოდში კი, პომიდორს ღერო უმუქდება, ხოლო ნაყოფი შიგნიდან ლპება და ყავისფერი ხდება.
აღსანიშნავია, რომ ანტალიაში წარმოებული ახალი ბოსტნეული ექსპორტზე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის. ექსპროტირებულ ბოსტნეულში უმეტესი წილი პომიდორზე მოდის.
საქსტატის მონაცემებით, წლეუს 4 თვეში (იანვარ-აპრილში) საქართველომ 2 424 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 8080 ტონა პომიდორი შიიძინა, საიდანაც 90,1% თურქეთზე მოდის. კერძოდ, 2021 წელს საქართველომ თურქეთიდან 2185 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 7,295 ტონა პროდუქის იმპორტი განახორციელა.
რაც შეეხება 2020 წლის მთლიან მაჩვენებელს, საქართველომ თურქეთიდა 4 908 ათასი აშშ დოლარის -14312 ტონა პომიდორი შემოიტანა.