აგროსიახლეები

ToBRFV ვირუსის გამო თურქეთიდან პომიდვრის შემოტანა შეიძლება შეჩერდეს

სამხრეთ თურქეთში, კერძოდ ანტალიაში ToBRFV ვირუსი თურქული პომივდვრის წარმოებას საფრთხეს უქმნის.  როგორც East fruit-ი AgroBusiness-ზე დაყრდნობით წერს, დაავადება სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად, პრობლემები პომიდვრის ჩითილის მწარმოებლებსაც ექმნება.

ექსპერტების აზრით, თუ ქვეყანა საჭირო ზომებს არ მიიღებს, პომიდვრის წარმოება შესაძლოა, სამი წლის განმავლობაში შეჩერდეს.

დაავადება ToBRFV მოიხსენიება როგორც „ისრაელის ვირუსი“, რადგან ის ისრაელიდან იმპორტირებულ პომიდვრის ჩითილებში გვხვდება. აღნიშნული ვირუსი ნაყოფის დამწიფებამდე შეუმჩნეველია. მოსავლის აღების პერიოდში კი, პომიდორს ღერო უმუქდება, ხოლო ნაყოფი შიგნიდან ლპება და ყავისფერი ხდება.

მწარმოებლები შიშობენ, რომ ამ დაავადებას უკვე შეუძლია კულტურის უმეტესობის დაინფიცირება, რადგან ის დამტვერვის შედეგად, ძალიან სწრაფად ვრცელდება. ფერმერებს კი თავდაცვის საშუალებების დიდი არჩევანი არ აქვთ. როგორც ცნობილია, დაავადებული მცენარე  სათბურიდან უნდა გაიტნონ და გაანადგურონ. ამის შემდეგ კი ნიადაგი სპეციალური პრეპარატებით დამუშავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს. სათბურებმა, სადაც დაავადება გამოვლინდა 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, პროდუქცია მთლიანად განადგურდეს,  ხოლო სათბურს საფუძვლანი დეზინფექცია ჩაუტარდეს.

აღსანიშნავია, რომ ანტალიაში წარმოებული ახალი ბოსტნეული ექსპორტზე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის. ექსპროტირებულ ბოსტნეულში უმეტესი წილი პომიდორზე მოდის.

საქსტატის მონაცემებით, წლეუს 4 თვეში (იანვარ-აპრილში) საქართველომ 2 424 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 8080 ტონა პომიდორი შიიძინა, საიდანაც 90,1% თურქეთზე მოდის. კერძოდ, 2021 წელს საქართველომ თურქეთიდან 2185 მლნ აშშ დოლარის  ღირებულების 7,295 ტონა პროდუქის იმპორტი განახორციელა.

რაც შეეხება 2020 წლის მთლიან მაჩვენებელს, საქართველომ თურქეთიდა 4 908 ათასი აშშ დოლარის -14312 ტონა პომიდორი შემოიტანა.

ავტორი: ნინი ქეთელაური
წყარო: www.bpn