აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

თივის და სენაჟის ხარისხის შეფასება

თივის  და სენაჟის ხარისხზე — ყუათიანობაზე, უმნიშვნელოვანეს საზრდო ნივთიერებათა შემცველობაზე, დიეტურ თვისებებსა და მრავალგვარ სპეციფიკურ მხარეებზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელთა შორის ყურადღებას იმსახურებს:
  1. ბალახის გათიბვის ვადა ანუ მცენარის სავეგეტაციო პერიოდი;
  2. თივის ნედლეულის ანუ მწვანე ბალახის ბოტანიკური შემადგენლობა და ნაირფეროვნება; 3. სათიბების ნიადაგობრივი და კლიმატური პირობები;
  3. ნათესი ბალახების აგროწესები ანუ ყოველივე ის, რაც ბალახის რაოდ ენობაზე და ქიმიურ შემადგენლობაზე ახდენს გავლენას;
  4. სათიბის ზედაპირის მდგომარეობა (ფერდობების დაქანება, ექსპოზიცია და სხვა;
  5. ყამირის სათიბის მცენარეთა განვითარების სტადია;
  6. ბალახის შრობის წესები ანუ თივის დამზადების ტექნოლოგია, შენახვის პირობები და სხვ.

თივის ხარისხს აფასებენ ქიმიური ანალიზით და ორგანოლეპტიკურად. ლაბორატორიული მეთოდი თივის ხარისხის დასადგენად იძლევა იმის საშუალებას, რომ გვქონდეს ობიექტური მონაცემები მის ქიმიურ შემადგენლობაზე (მშრალი მასა, ნედლი პროტეინი, ცხიმი, უჯრედანა, უაზოტო ექსტრაქტული ნივთიერებები მათ შორის შაქრები და სახამებელი, ვიტამინები, მაკრო და მიკროელემეტები).

ორგანოლეპტიკური მეთოდი იძლევა იმის საშუალებას, რომ თივა შევაფასოთ ფერისა და სუნის მიხედვით (შმორის, ობის, ჩახურების, მტვრიანობის და სხვა), აგრეთვე ბოტანიკური შემადგენლობით. გთავაზობთ თივის ხარისხის ბალობრივ შეფასებას შემდეგი სქემის მიხედვით.

სენაჟის ხარისხის შეფასება

სენაჟის ხარისხის შეფასებისას იყენებენ საკვების ისეთ ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს როგორიცაა: ფერი, სუნი და სტრუქტურა.

 

სასენაჟე მასის საწყისი ნედლეულისგან დამოკიდებულობით სენაჟი შეიძლება იყოს სხვადასხვა შეფერილობის: მოყვითალო-მომწვანო, ყავისფერი და მუქი ყავისფერი, შავი, რუხი, ყვითელი. ყვითელი ფერი მიუთითებს, რომ დამზადების პროცესში სენაჟი ჩახურდა.

კარგი ხარისხის სენაჟს აქვს თივის სასიამოვნო სუნი მთლიანად აქვს შენარჩუნებული მცენარის სტრუქტურა, ხოლო უხარისხო სენაჟს კი აქვს ძმრის ან დამძაღებული ზეთის სუნი მცენარის სტრუქტურა დარღვეულია და ხელით შეხებისას ტოვებს ჭუჭყიან ლაქას.

დაიმახსოვრეთ! მაღალი ხარისხის სენაჟი არ შეიცავს ერბომჟავას, ხოლო რძემჟავას წილი მჟავების საერთო რაოდენობაში 60-70% და მეტია.