კომპანია „მზეობა“ გთავაზობთ რულონებში შეფუთულ მაღალხარისხიან ხორბლის, იონჯის, სიმინდის და ცირციუმის (ნარი) სილოსს
მსოფლიოში საკვების დეფიციტი იზრდება, ამიტომ დღის წესრიგში სულ უფრო აქტუალურია ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაშიც განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებას, მეცხოველეობის დარგისთვის ისეთი საკვების მიწოდებას, რომელიც მერძეული თუ მეხორცული პირუტყვის პროდუქტიულობის გაზრდას უზრუნველყოფს. ხარისხიანი სილოსი სწორედ ასეთი საკვებია.
სილოსი მზადდება ხორბლისგან, იონჯისგან, სიმინდისგან, ცირციუმისგან (ნარი) და სხვა. თუმცა იმისათვის რომ ცხოველმა მ მისთვის საჭირო მიკროელემენტები და ამინომჟავები მაქსიმალურად მიიღოს, მნიშვნელოვანია, არამარტო სილოსის სწორად დამზადების ტექნიკა, არამედ სასილოსე კულტურების აგროტექნოლოგიების დაცვით მოყვანა.
აგროჰოლდინგი „ლომთაგორას“ მეცნიერთა ჯგუფის დასკვნით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში სხვადსხვა ჯიშის სიმინდი და ხორბალი უნდა დაითესოს, რათა მოსავალში ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები მაქსიმალური რაოდენობით იყოს შენარჩუნებული. კომპანია „მზეობა“ კი სწორედ „ლომთაგორას“ ხორბლით, სიმინდით, იონჯით და ცირციუმით ამზადებს სილოსს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიხედვით, საქონლის სილოსით დღიური კვება განისაზღვრება მისი ასაკისა და წონის მიხედვით:
♦ 300-350 კგ ცოცხალი მასის ფურს შეიძლება 30-35 კგ სილოსი მივცეთ;
♦ 1 წელზე უხნეს მოზარდს _6-7 კგ;
♦ 6 თვიდან 1 წლამდე მოზარდს _ 4-5 კგ;
♦ მეძუძურ ხბოს სილოსი 1,5 თვიდან შეიძლება მივცეთ.
ცნობილია, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სილოსით კვება მის პროდუქტიულობას 50%-ით ზრდის, რადგან სილოსი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ამასთანავე 2 კგ სილოსის ყუათიანობა 1 კგ თივის ყუათიანობას უტოლდება.
კომპანია „მზეობა“ სილოსის დასამზადებლად უახლეს დანადგარს იყენებს, რომელიც დაქუცმაცებულ მასალას პრესავს და ჰერმეტულად ფუთავს, რაც სილოსში მცენარის ყუათიანობის მაქსიმალურ შენარჩუნებას უზრუნველყოფს, იცავს დაობებისგან და ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას.
რაც მთავარია, ჰერმეტულად შეფუთული სილოსი ძლებს 2 წელი და შენახვის პირობებიც მარტივად დასაცავია:
♦ შეფუთული სილოსი მოათავსეთ სადაც გინდათ;
♦ არ გახსნათ გამოყენებამდე;
♦ სილოსი შეფუთულია 300-400 კილოგრამიან რულონებში/ტუკებში.
კომპანია „მზეობას“ პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ მარნეულში, „ლომთაგორას“ საწარმოში.
მისამართი: მარნეულის რაიონი, ლომთაგორას დასახლება, მარნეული-რუსთავის გზის მე-5-ე კილომეტრი
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 599 236 677