ჯილეხით დაცემული ცხოველის მეპატრონეები მომავალი წლის პირველი იანვრიდან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ
2022 წლის პირველი იანვრიდან, ჯილეხით დაცემული ცხოველის მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ.
იმისათვის რომ ცხოველის პატრონმა კომპენსაცია მიიღოს საჭიროა:
მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი უნდა იყოს იდენტიფიცირებული (ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემაში);
მეპატრონეს უარი არ უნდა ჰქონდეს ნათქვამი ცხოველის უფასო ვაქცინაციაზე;
ცხოველის მფლობელმა/მომვლელმა ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება;
ჯილეხის შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად;
ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი, შესაძლოა ფატალური იყოს.