ჯილეხით დაცემული ცხოველის მეპატრონეები მომავალი წლის პირველი იანვრიდან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ

2022 წლის პირველი იანვრიდან, ჯილეხით დაცემული ცხოველის მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ.

იმისათვის რომ ცხოველის პატრონმა კომპენსაცია მიიღოს საჭიროა: 

მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი უნდა იყოს იდენტიფიცირებული (ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემაში);

მეპატრონეს უარი არ უნდა ჰქონდეს ნათქვამი ცხოველის უფასო ვაქცინაციაზე;

ცხოველის მფლობელმა/მომვლელმა ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება;

ჯილეხის შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად;

ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი, შესაძლოა ფატალური იყოს.

სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency