დარგებიმედიასტატიები

ბოცვრის ხორცი ძალზე სასარგებლო პროდუქტია

ბოცვრის  ხორცი  ცილის გარდა ხორცი შეიცავს მინერალებს და ვიტამინებს, ასევე 19 ამინომჟავას, ლიზინს, მეთიონინს და ტრიფტოფანს, რომელიც მნიშვნელოვანია კუნთის ზრდისათვის. კურდლის ხორცი მინიმალურიო რაოდენობით სეიცავს ცხიმებს, მას უქოლესტერინო ხორცსაც უწოდებენ.

ბოცვრის ხორცში ორჯერ მეტი რკინაა, ვიდრე სხვა ხორცში, ამიტომ მას იყენებენ ბავშვების რაციონში ანემიის დროს.

ფოსფორი ასტიმულირებს ტვინის მოქმედებას და აძლიერებს ძვლის ქსოვილს.

შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, ფტორს და სხვადასხვა მინერალს.

ბოცვრის ხორცს ხშირად ნიშნავენ სამკურნალო დიეტებში. ხორცი სასარგებლოა ლიპიდური ცვლისთვის, გასტრიტის, კუჭის წყლულის, ენტეროკოლიტის, ღვიძლის პრობლემების, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის და სხვა დაავადებების დროს.

მასში არ გროვდება ტოქსიური ნივთიერებები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მიიღებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

ორგანიზმიდან გამოჰყავს რადიაცია – ამ მიზეზით აუცილებლად ენიშნებათ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ ეკოლოგიურად არასასურველ ადგილებში.

აჩქარებს გამოჯანმრთელებას ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

ბოცვრის ხორცი ჰიპოალერგიული პროდუქტია, ამიტომ რეკომენდირებულია დამატებითი კვების დაწყებიდანვე მისი მიცემა.