ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ _ 2021 წლის აგვისტო, № 107
გამოვიდა ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 2021 წლის აგვისტოს ნომერი, სადაც ფერმერები და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა ინფორმაციას, მეთესლეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე, ხორბლის წარმოების, სოფლიდან ახალგაზრდობის გადინების, საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების, ეკოლოგიის, მიწათმოქმედების და მემცენარეობის კანონების და აგროწარმოების პრინციპების, მედაფნეობის განვითარების, საქართველოში ყურძნის დაკრეფის და დაწურვის წესების, მეაბრეშუმეობის, ქათმის ძირითადი ჯიშების თაობაზე.
ჟურნალში ასევე გაეცნობით მკითხველთა მიერ გამოგზავნილ კითხვებს და მათზე პროფესიონალი ვეტერინარის და აგრონომიის მიერ მომზადებულ პასუხებს
აქვე გაეცნობით ჩვენი ჟურნალის სპეციალურ ჩანართს „ჩემი ვეტერინარი“, სადაც წაიკითხავთ თუ რატომ უნდა ჩავატაროთ ანტიჰელმინთური ღონისძიებები, ასევე ბიოლოგიის დოქტორ, მიხეილ ჭიჭაყუას საინტერესო წერილს _ „ადამიანთა საკვები პროდუქტები, რომელმაც შეიძლება ძაღლი მოწამლოს“. ბოლო გვერდზე ნახავთ მასალას პირუტყვის სადაზღვეო პაკეტს, როგორ დაიცვათ თავი ძროხის სიკვდილით გამოწვეული უეცარი ფინანსური ზარალისგან
გამოიწერეთ და იკითხეთ ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“!