28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის, 10.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა
2021 წლის 1 სექტემბრიდან 28 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 113%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 109%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (5153 ტონა), სომხეთში (2221 ტონა), უკრაინაში (651 ტონა), მოლდოვაში (141 ტონა), ყაზახეთში (61 ტონა), ყირგიზეში (60 ტონა), სლოვენიასა (50 ტონა) და სხვა ქვეყნებში (39 ტონა).
ამავე პერიოდში საქართველოდან უკვე 10.1 ათასი ტონა ხურმა და კარალიოკია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.
აღნიშნულ პერიოდში, ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე გაიტანეს სომხეთში (4 165 ტონა), რუსეთში (3 501 ტონა), უკრაინაში (2 230 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა) და მოლდოვაში (39 ტონა).