მულჩის მომზადების სახელმძღვანელო
რიგი ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ბაღსა და ბოსტანში ბევრ პრობლემას აგვარებენ და ჩვენს ფინანსებს ზოგავენ, მარტივი გასაკეთებელი და იაფია. ერთ-ერთი პირველია მულჩირების ტექნოლოგიის გამოყენება, რომელსაც ბევრი დამწყები ფერმერი არ მიმართავს. აგრო მაღაზიებში შესაძლებელია მულჩის ფირების შეძენა, თუმცა, მულჩირების გაკეთება სახლში მარტივადაც შესაძლებელია.
რა სარგებელი აქვს მულჩირებას ჩვენი ბოსტნისთვის თუ ბაღისთვის?
ნიადაგზე გადაჭიმული მულჩის თხელი ფენა ახმობს სარეველა ბალახს, აგროვებს საკვებ ელემენტებს და აწვდის მცენარეს. ხელს უშლის რწყვისას ნიადაგის წყლისგან ჩარეცხვას და ნიადაგს სინესტის შესანარჩუნებლად იზოლაციას უკეთებს, რაც წყლის მოხმარებას დაახლოებით 50%-ით შეგიმცირებთ. ზაფხულის განმავლობაში, მულჩირება დაგეხმარებათ მცენარეს შეუნარჩუნოთ ტენიანობა. ტექსასის უნივევრსიტეტის ექსპერტი მებაღის თქმით, თუ კარგად არის გაკეთებული, მულჩირებულ ბოსტანში 50%-ით მეტი ბოსტნეულის მოყვანაა შესაძლებელი ვიდრე არამულჩირებულში.
მულჩის დამზადება სახლის პირობებში საკმაოდ იაფად და მარტივად შეგიძლიათ. გაეცანით რამდენიმე გამოცდილ პრაქტიკას და სცადეთ თავად.
ტოტები, ქერქები და ფიჭვის წიწვები
მასალის რაოდენობა, რომლის შეგროვებაც დაგჭირდებათ, დამოკიდებულია თქვენი ბაღის ზომაზე, მაგრამ საბოლოოდ მასალა არ უნდა დაიყაროს ნიადაგიდან 10სმ-ზე მაღლა.
ტოტების, ქერქისა და ფიჭვის წიწვების მოსაგროველბლად გამოიყენეთ ბენზოხერხი და არ დაგავიწყდეთ თვალების დამცავი საათვალის გამოყენება. თუ არ გაქვთ ბენზოხერხი, შეგიძლიათ იქირაოთ ადგილობრივ სამეურნეო ტექნიკის მაღაზიაში.
ფოთლები
ფოთლებით მულჩირებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაღის გასხვლის შემდგომ მოგროვილი ნარჩენები. ამ ნარჩენების დასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზონის საკრეჭი ან მწვანე მესერის საკრეჭი.
გაშალეთ ფოთლები 5სმ სისქეზე და გადაატარეთ გაზონის საკრეჭი მანქანა რამდენჯერმე.
შეგროვებული ფოთლები შეგიძლიათ ხისგან დამზადებულ მულჩირების სისტემასთან შეურიოთ, დაამატოთ ბალახი ან გამოიყენოთ ცალკე – მხოლოდ ფოთლებით მულჩირებისთვის.
ბალახის ნაკუწები
მულჩირებისთვის უნდა დარწმუნდეთ, რომ ბალახი, რომელსაც იყენებთ შხამ -ქიმიკატებისაგან თავისუფალია. არასოდეს გამოიყენოთ სველი, ან ტენიანი ბალახი, იმიტომ რომ ჟანგბადის შემცირება ბალახის ლპობას იწვევს.
მებაღეები გვირჩევენ, მოთიბული ბალახი მზეზე დავტოვოთ და როდესაც გაყავისფრდება, გამოსაყენებლად მზად იქნება.
ბალახის ნაკუწები 2.5სმ სისქეზე უნდა დააყაროთ ნიადაგს.
ქაღალდი, გაზეთი
ქარალდის ნაფლეთები მცენარეს ფესვებზე ახლოს უნდა დააფინოთ, დაასველეთ წყლით ან სასუქით, რომ არ აფრიალდეს და ზემოდან ბალახის ნაკუწები დააყარეთ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ გაზეთები, რომლებიც 1990 წლამდეა გამოშვებული, ბოსტნისთვის უსაფრთხო არ არის. ისინი შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა კადმიუმი, ტყვია და ქრომი.
ნარჩენები
ნარჩენებმა მულჩაში გამოყენებამდე კომპოსტირების პროცესი უნდა გაიაროს. ნარჩენების მასა მზად იქნება, როდესაც მუქ მიწისებს სუბსტანციას მიიღებთ. ნიადაგზე ნარჩენები 5-10 სანტიმეტრის სისქეზე უნდა გაიშალოს.
ჩალა
ჩალა ნიადაგზე მაქსიმუმ 3-6 სმ სისქეზე უნდა გაიშალოს. გადასაშლელად ნიჩაბი გამოიყენეთ, ნიადაგი სრულად უნდა დაიფაროს. დარჩენილი ჩალა მშრალ ადგილას შეინახეთ, ეს დალპობისგან დაიცავს და მოგვიანებითაც გამოიყენებთ.
წყარო: Modern Farm