რეგიონებირუბრიკები

ასხის მთის ალპური საძოვრები _ უნიკალური მიკროზონა ადგილწარმოშობის ორგანული პროდუქციის წარმოებისთვის

პროდუქტის  კონკრეტულ გეოგრაფიულ  არეალთან დაკავშირებული განსაკუთრებული  თვისებები, მისი სპეციფიკურობა და წარმოების ხასიათი პროდუქტს მაღალ რეპუტაციას სძენს, ხდის მას ცნობილს და დროთა განმავლობაში უნიკალურობას ანიჭებს.

 ადგილწამოშობის დასახელების პროდუქციის წარმოებისთვის განსაკუთრებული ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების მიერ მინიჭებული მახასიათებლების გარდა აუცილებელია წარმოების ხარისხის მაღალი და უცვლელი სტანდარტი. თუ მსგავსი ტიპის პროდუქცია დააკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზაღვრულ კრიტერიუმებს, მიიღებს გეოგრაფიული აღნიშვნის სახელწოდებას და მის დასახელებას ღირებულ აქტივად გადააქცევს.

კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში მოყვანილი/წარმოებული პროდუქტის ხარისხი და თვისებები (მთლიანად, ან ნაწილობრივ) განპირობებული უნდა იყოს მხოლოდ ამ გეოგრაფიული არეალის ბუნებრივი პირობებით, ან წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. შესაბამისად, პროდუქტის ადგილწარმოშობისა და გეოფრაფიული აღნიშვნის მინიჭება რეგულირდება კანონმდებლობით. დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ცნობილია 10000-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნა. მაგ.: პარმეზანი (ყველი), შამპანური (ღვინო), როკფორი (ყველი), კონიაკი (ბრენდი) და ა.შ. ამ ტიპის წარმოებაში მოწინავე პოზიციები უკავიათ საფრანგეთს (ღვინო), იტალიას (ყველი), შვეიცარიას (ყველი), ცეილონს (ჩაი), ინგლისს. მათ გააჩნიათ მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ტრადიციები და კვების პროდუქტების წარმოების ხანგრძლივი გამოცდილება.

ასხის მთა 2222222222222222

ინტერესი აღნიშნული ტიპის პროდუქციის მიმართ არის მუდმივი. შესაბამისად, მისი ღირებულება ყოველთვის მაღალია და თითქმის არასოდეს ექმნება სარეალიზაციო ბაზრის პრობლემა. გარდა საბაზრო ღირებულებისა ნიშური ხასიათის პროდუქტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროს განეკუთვნება და კულტურული ღირებულებაც გააჩნია. მრავალფეროვანი ნიშური პროდუქციის არსებობა ქვეყანას ანიჭებს მაღალ რეპუტაციას, ხდის კონკურენტუნარიანს და მიმზიდველს ინვესტორთათვის.

საქართველოს კანონმდებლობის მიერ დღეისათვის გეოგრაფიული აღნიშვნების ნუსხაში შეტანილია 18 დასახელების ადგილწარმშობის ღვინო და 30 დასახელების ყველი. გარდა ამისა, არსებობს პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, რომელშიც სამწუხაროდ არ ფიქსირდება ასხის მთის უნიკალური მიკრო ზონა.

ხონის, ოდიშისა და ლეჩხუმის მთის ზონის საქონლის გამოკვების ძირითად ადგილს ასხის მთის ალპური საძოვრები წარმოადგენს. ასხის სუბალპური მთის მასივი ზღვის დონიდან 1800-2300 მეტრზე მდებარეობს და ლეჩხუმ-იმერეთ-ოდიშის საზღვარზე მდინარე ტეხურსა და ცხენისწყალს შორის, კავკასიონის სამხრეთი კალთის ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ კირქვულ ზოლსა და მაღალ კარსტულ მასივს წარმოადგენს. ხონში ასხის მასივის მნიშვნელოვანი ნაწილია საჩიქვანოს პლატო. საჩიქვანოს პლატოზე ყველაზე მსხვილ მეზორელიეფურ ფორმას თურჩუს ტაფობი წარმოადგენს, რომელიც მის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ადმინისტრაციულად სოფ. გორდის შემადგენლობაში შედის. ადგილობრივ მოსახლეობაში ის თურჩუს მთის სახელით არის ცნობილი.

ასხის კირქვიანი მასივის ფერდობები (განსაკუთრებით სამხრეთი მხარე) კალცეფილური ფლორის იშვიათი და ენდემური სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ ბოტანიკური ელემენტები წარმოდგენილია შერეულ ფოთლოვანი, ან წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის სახით, ასევე სუბალპური ბალახეულობით, რომელთა 50% კავკასიისა და კავკასიონის საერთო ენდემი, ან სუბენდემია.

ასხის მთა333333333333333333333333

კალციფლური ფლორის გავრცელების სიმაღლის ამპლიტუდა თავისებურია, რასაც მთის რელიეფის, ნალექების მაღალი წლიური ჯამი და თოვლის საფარის ხანგრძლივად შენარჩუნება განაპირობებს – კასტრულ ძაბრებში თოვლი მთელი წლის განმავლობაში ძლებს, ფერდობებზე ხევებში კი ხშირად შუა ზაფხულამდე ინახება.

ასხისა და თურჩუს მთების უნიკალური ბალახოვანი საფარი აქ წარმოებული რძისა და რძის პროდუქტების მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ გემურ თვისებებს განაპირობებს. ხონის მთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ასხისა და თურჩუს მთების საზაფხულო საბალახოებზე კვებავს.

ხონი-ქუთაისის ადგილობრივ ბაზრებზე ასხის მთის სულგუნი ყველის სხვა სახეობებთან შედარებით დიდი მოწონებით და ფასით გამოირჩევა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წარმოების მოძველებული მეთოდების და მთიდან ტრანსპორტირების შეუსაბამო პირობების გამო, ასხის მთის საძოვრებზე რძის გადამუშავება თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიურ პროცესის გავლა ვერ ხერხდება. ასხის მთის საძოვრებზე ხონის სოფლებიდან, დაახლოებით, 8-10 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იკვებება, შრომის პროცესი კი ამხანაგური ურთიერთობის ნიშან-თვისებებს ატარებს (გლეხები რიგ-რიგობით უვლიან ჯოგს), აქ მაინც ვერ ხერხდება სრულფასოვანი კოოპერაციული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რაც წარმოებას მისცემდა ორგანიზებულ სახეს. ასხის მთის უნიკალური ზონის თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესაბამისად ათვისება გაზრდის წარმოების მოცულობას, მოგცვემს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადების საშუალებას, უზრუნველჰყოფს პროდუქციის პოპულარობასა და რეალიზაციას.

ასხის მ თა 4444444444444444

ასევე ასხის მთის სულგუნის გეოგრაფიულ აღნიშვნათა ნუსხაში შეტანა დადებითად აისახება ქართული ყველის იმიჯზე, ხოლო ხონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი რეგიონის მეცხოველეობას ინვესტირებისთვის მიმზიდველს გახდის.

ირინა ხაჭაპურიძე, ა(ა) იპ სოფლის განვითარების სააგენტოს

ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტი