დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

კალიფორნიაში ხანძრები მეღვინეობას აზიანებს

კალიფორნიაში ხშირი ხანძრები მოვლენაა, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო ძლიერ აზიანებს ვენახებს და ყურძენზე კვამლის სპეციფიურ ლაქებს აჩენს.

მეღვინეობა კალიფორნიის აგრარული სექტორის წამყვანი მიმართულებაა. დარგი ყოველწლიურად 40$ ბილიონ შემოსავალს ქმნის და ვენახის გაშენებიდან დაწყებული მოსავლის დაბინავებით დამთავრებული, მთლიან საწარმოო ჯაჭვში ათიათასობით ადამიანს ასაქმებს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხანძრები სიხშირით და მძიმე შედეგებით მზარდი იყო. 2020 წელს ჩრდილოეთ და ცენტრალურ კალიფორნიაში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა გავლენა მოახდინა ისეთ ცნობილ ღვინის რეგიონებზე, როგორიცაა ნაპა და სონომა, საგრძნობლად დააზიანა ვენახები და მოსავალი.

წელს კოლორადოს ხანძარი გახდა მეორე ყველაზე ცნობილი ხანძარი, რომელიც სიერა ნევადის მთიანეთშიც გავრცელდა. ხანძრის ჩაცხრობას თვეზე მეტი დასჭირდა, ელდორადოსა და ამადორის ოლქებში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში 200 000 ჰექტარზე მეტი ვენახი გადაიწვა.

ხანძარი ყველაზე მეტად ორი მიმართულებით აზიანებს ვენახს. პირველი მოკლევადიანი დაზიანებაა, რომელშიც შედის დამწვარი ვენახები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და შენობები, ასევე მუშების ევაკუაციის ხარჯები. მეორე, ცნობილი როგორც კვამლის ლაქიანობა, შესაძლოა დაკვამლიანების გამო ღვინის ტონებზეც იმოქმედოს. მეღვინეებმა შესაძლოა დასაწყისში არ იცოდნენ დაზიანების შესახებ და ვერ გაატარონ ისეთი შესაბამისი ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად, მაცერაციის დროს კლერტის ამოღება, სხვა სტილის ღვინის დამზადება ან უფრო მსუბუქი დაპრესვით დაწურვა, დახარჯონ დიდი ფინანსური რესურსი და დაკვამლიანებით დაზიანება ღვინის დეგუსტაციისას გამოჩნდეს.

წარმომადგენელთა პალატამ კალიფორნიაში მიიღო ეროვნული დახმარების კანონპროექტი, რომელიც, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებთ 10 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ისეთი კატასროფებისგან მიყენებული ზიანის დროს, როგორიცაა ხანძარი. მაგრამ San Francisco Chronicle – ის მიხედვით, ეფექტიანი დახმარების პაკეტის შესაქმნელად რამდენიმე დაბრკოლებაა, ჯერჯერობით სენატის დასტურია საჭირო.

San Francisco Chronicle-ის სტატიაში ხაზგასმულია კანონპროექტის ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურდება სტიქიის შედეგად დაკარგული მოსავალი, მაგრამ მაინცდამაინც ის ყურძენი, რომელიც დაკვამლიანების ზონაში მოხვდა კვამლის ლაქები გაუჩნდა და სპციფიკურ გემოს ატარებს.

წყარო: Modern Farm

2