აგროსიახლეებიდარგებიმებოსტნეობა

პომიდვრის ახალი გერმანული ჯიში Open Sky®

ღია გრუნტში მაღალმოსავლიანი პროდუქტების წარმოება თანდათან დიდი გამოწვევა ხდება თანამედროვე სოფლის მეურნეობაში. გადახურვის სისტემები (ბადეები, სასათბურე სისტემები და ა.შ) კი ჯერ-ჯერობით ყველა ფერმერისთვის არ არის ხელმისაწვდომი. სანერგეები ამ პრობლემის გადაჭრას უფრო რენტაბელური და გარემო პირობებისადმი გამძლე ჯიშების გამოყვანით ცდილობენ. ამის წარმატებული მაგალითია გერმანული სანერგე – Lubera-ს მიერ პომიდვრის ახალი ჯიშის, Open Sky – ს ბაზარზე წარდგენა.

Lubera ძირითადად კენკროვანი და კურკოვანი ხეხილის მიმართულებით არის სპეციალიზებული, თუმცა, ბოლო წლებში, ბოსტნეულის მიმართულებითაც გააქტიურდა და ახალი ჯიშების გამოყვანას შეუდგა.

პირველი სანერგე მეურნეობის პროექტი მებოსტნეობაში ახლა იძლევა ნაყოფს. „მოხარულები ვართ, ღია გრუნტში მოსაყვანი ახალი ჯიშის პომიდორი – Open Sky წარმოგიდგინოთ. იგი შექმნილია მარტივი კულტივაციისთვის, მცირე და საოჯახო მებოსტნეობისთვის. სელექციისთვის ჯიშები დიდი სიმკაცრით შევარჩიეთ, ყურადღება გავამახვილეთ მათ სიჯანსაღეზე და ამიტომ მივიღეთ ჯიში, რომელიც საკმაოდ ადვილად უძლებს მკაცრ კლიმატურ პირობებს და წარმატებით შეგვიძლია მოვიყვანოთ ცენტრალურ ევროპაში. აქვე აღვნიშნავთ, რომ Open Sky საკმაოდ მაღალმოსავლიანი ჯიშია.

Open Sky® ღია გრუნტის პომიდვრის ჯიში

„რატომ პომიდორი? პასუხი ძალიან მარტივია: არასათანადო კლიმატური პირობებში,  გადახურვის სისტემების გარეშე, პომიდვრის მოყვანა საკმაოდ რთულია და ეს 2021 წლის ზაფხულში მიღებულმა გამოცდილებამ მკაფიოდ დაგვანახა, როდესაც მოსავლის დიდი ნაწილი მაღალი სიცხის გამო დაიკარგა. ამას გარდა, პომიდორი გერმანიაში ყველაზე პოპულარული ბოსტნეულია. კარტოფილის გარდა, რომელიც თავის კატეგორიაშია, პომიდორი პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 28 კილოგრამის მოხმარებით. მეორე ადგილზეა სტაფილო – 11 კილოგრამით.

ჩვენი მაღალრეზისტენტული პომიდვრით გვინდა ყველა მებოსტნეს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს, შეეძლოს საკუთარ ბოსტანში, ღია გრუნტში, კლიმატური პირობების მიუხედავად, მაღალმოსავლიანი და ხარისხიანი პომიდვრის მოსავლის მიღება“ – აცხადებენ Lubera-ში.

წყარო: Fresh Plaza

2