საქართველოდან თხილის და კაკლოვანთა ექსპორტის მოცულობამ შარშან, 11 თვეში 106 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით საქართველოდან გასული წლის 11 თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 132 ტონა თხილისა და სხვა კაკლოვანთა ექსპორტი განხორციელდა, საერთო შემოსავალმა კი 106.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საექსპორტო მოცულობები – 47.7%-ით, ხოლო ღირებულება 30.7%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან თხილის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა, რა დროსაც 11 თვეში ქვეყანამ 25 561 ტონა თხილის ექსპორტით 168.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
2021 წელს ექსპორტირებული თხილის ძირითადი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში გავიდა. ამ მიმართულებით 11 თვეში 71.4 მლნ დოლარის ღირებულების 14 342 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს, 2021 წლის 11 თვეში მთავარი საექსპორტო ქვეყანების ათეული ასე გამოიყურება:
1. იტალია – 26.6 მლნ დოლარი, 6 815 ტონა;
2. გერმანია – 23.7 მლნ დოლარი, 4 059 ტონა;
3. სომხეთი – 6.8 მლნ დოლარი, 1 595 ტონა;
4. რუსეთი – 5.3 მლნ დოლარი, 1 147 ტონა;
5. ესპანეთი – 4.2 მლნ დოლარი, 696 ტონა;
6. ჩეხეთი – 4 მლნ დოლარი, 691 ტონა;
7. ლიეტუა – 3.7 მლნ დოლარი, 587 ტონა;
8. საუდის არაბეთი – 3.5 მლნ დოლარი, 535 ტონა;
9. ბელარუსი – 3.4 მლნ დოლარი, 589 ტონა;
10. საფრანგეთი – 2.8 მლნ დოლარი, 452 ტონა.
ამას გარდა, საქართველოდან თხილი ექსპორტზე გააქვთ პოლონეთში, ჩინეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, შვეიცარიაში, კანადაში, ბულგარეთში, მექსიკასა და ალჟირში, სადაც ექსპორტირებული თხილის მოცულობა 1 მლნ. დოლარზე ნაკლები არ არის.
მცირე რაოდენობით ქართული თხილი გააქვთ: ლატვიაში, აზერბაიჯანში, არგენტინაში, ყაზახეთში, საბერძნეთში, ესტონეთში, ერაყში, ბელგიაში, სლოვაკეთში, უზბეკეთში, ხორვატიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიაში, უნგრეთში მონტენეგროში, ტუნისში, იორდანიაში, ისრაელში, ავსტრალიასა და კოლუმბიაში.
წყარო:bm.ge/ საქსტატი/