საქართველომ ცხვრის და თხის ექსპორტით გასული წლის 11 თვეში 26 მილიონი აშშ დოლარი შემოსავალი მიიღო
საქსტატის შარშანდელი 11 თვის მიხედვით საქართველოდან 25.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 8 157 ტონა (ცოცხალი წონა) ცხვარი და თხა გავიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტის ღირებულება შარშანწინდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.8%-ით არის გაზარდილი, ხოლო რეალიზებული პირუტყვის მოცულობა _ 25.7%-ით. აღსანიშნია, რომ ცხვრისა და თხის ექსპორტი პანდემიამდელი წლების ექსპორტსაც აღემატება (2020 წელი – 19.5 მლნ დოლარი, 6 484 ტონა; 2019 წელი – 11.4 მლნ დოლარი, 4 270 ტონა).
წლების განმავლობაში ცხვრების და თხების ექსპორტი სულ 6 ქვეყანაში განხორციელდა და მთავარი საექსპორტო ბაზარი საუდის არაბეთია.
საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი, ექსპრტირებული პირუტყვის ფასი და მოცულობა ასე გამოიყურება:
1. საუდის არაბეთი – 18.1 მლნ დოლარი – 5 358 ტონა;
2. აზერბაიჯანი – 5.4 მლნ დოლარი – 1 903 ტონა;
3. ქუვეითი – 1 მლნ დოლარი – 411 ტონა;
4. ლიბანი – 827 ათასი დოლარი – 424 ტონა;
5. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 175 ათასი დოლარი – 30 ტონა;
6. კატარი – 112.5 ათასი დოლარი – 29 ტონა.
წყარო: bm.ge/საქსტატი/