ნეზვს მეორედ მოწყდა მუცელი, რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული თუ…
მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები (ელ.ფოსტა: info@agro.ge, agroasca@gmail.com), ან დარეკეთ ტელ.: 595 80 80 81. შეკითხვებზე პასუხს გასცემენ აგროექსპერტთა ასოციაცის აგრონომები და ვეტერინარები. პასუხები გამოქვეყნდება ჟურნალ „ხალ აგრარულ საქართველოში” და ვებ ჟურნალ agronew.ge-ზე, ასევე ჩვენს ფბ. ჯგუფში „აგრარული საქართველო“.
- ნეზვს მეორედ მოწყდა მუცელი, რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული თუ სხვა მიზეზიც შეიძლება იყოს, ბუნებრივია, ტრამვის გარდა?
ნეზვის გაბერწების მიზეზები შეიძლება იყოს არაგადამდები და ინფექციური დაავადებები, ისევე როგორც მოწამვლა და კლიმატის სწრაფი შეცვლა სადგომში. გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვება ასევე დაავადება ბრუცელოზი, ტრიქომონოზი და ლეპტოსპიროზი.
ფერმაში ჩასატარებელი ღონისძიებებია: სპეციალისტის მიერ აღნიშნული მიზეზების გამორიცხვა და გაბერწების განმეორების შემთხვევაში 20 დღის შემდეგ ბრუცელოზის ანალიზი(სისხლით).
- ფრინველებს გაუჩნდა მკბენარი, შავი პატარა, წვრილი არსებები, ვეტაფთიაქში წამალი მომცეს, მაგრამ არ უშველა, მეშინია სახლშიც არ გაჩნდეს, რას მირჩევთ?
სავარაუდოდ ქათმის ექტოპარაზიტია (ტკიპა), რომელსაც პრეპარატი „ინსეტოქსის პუდრა“ ადვილად მოარჩენს. დააყარეთ ქათამს პუდრი ფრთების ქვეშა და კუდის მიდამოში. პარალელურად საფრინველე და გარე პერიმეტრი დაამუშავეთ „ბიტოქსით“, რათა თავიდან აიცილოთ პარაზიტების გავრცელება.
- ძროხას კისერზე გასცვივდა ბალანი, კანი ამობურცული და შესიებული აქვს, მანქანის გამონაცვალი, დამწვარი ზეთი მირჩიეს, მაგრამ არ უშველა…
თქვენს ძროხას სოკოვანი დაავადების ნიშნები აღენიშნება. დაზიანებული უბნები ჩამოწმინდეთ იოდზეფის სპრეით ან ხსნარით და დაასხით მიკოსტიკის სპრეი დღეში 2-ჯერ განკურნებამდე. ხოლო პროფილაქტიკის მიზნით ფერმაში არსებული სულადობა აცერით ტრიქოფიტიის საწინააღმდეგო ვაქციით 2-ჯერადად.
- მეგობარმა გვაჩუქა ლეკვი, ბავშვები ლამის საწოლში იწვენენ, მეშინია, როგორ მოვიქცე, რა უნდა გავაკეთო რომ ლეკვი ჯანმრთელი და უსაფრთხო იყოს ბავშვებისთვის?
საჭიროა მისი ჭიაზე დამუშავება წელიწადში 2-3 ჯერ და გეგმიური ვაქცინაციები (ჭირზე, ცოფზე, ენტერიტზე). გირჩევთ გამოიყენოთ Over zoo-ს მეირ ლეკვისათვის შექმნილი ყოველდღიური მოვლის საშუალებები.