აგრარული განათლებაფერმერი ფერმერს

კითხვებს პასუხობს აგრონომი

  1. ხახვი როგორ შევინახო, სწრაფად ლპება, რა არ ვცადე, ვერაფერი ვუშველე…

_ ხახვის ამოთხრის შემდეგ სასურველია 2-3 საათით გააშროთ, შემდეგ კი 10-12 დღის მანძილზე შენობაში გააჩეროთ.  ხახვის შესანახად ყველაზე ეფექტური საშუალებაა მისი -3 -5 °C განთავსება, ასეთ ტემპერატურაზე ბოლქვები არ ლპება და კარგად ინახება!

ყველაზე კარგად ხახვის გვიანი სახეობები ინახება, როგორც წესი ეს ხახვის ყვითელი სახეობაა.წითელი და თეთრი სახეობები ნაკლებად ინახება. თუ ცოტა ხახვი გაქვთ, შეგიძლიათ გაზეთზე დაყაროთ ან აივნის კართან ახლოს მოათავსოთ. თუ ხახვს ორპირში განათავსებთ – ლპობის პროცესი აღარ დაიწყება. საკმაოდ გავრცელებულია ხახვის ნაწნავის სახით შენახვა, დაწნულ ხახვს კედელზე კიდებენ. ხახვის ნესტიან ადგილას შენახვა დაუშვებელია. ასვე გაითვალისწინეთ, რომ ხახვის შენახვის ადგილი კარტოფილის შენახვის ადგილისგან მოშორებული და განსხვავებული უნდა იყოს, რადგან შენახვისას კარტოფილი ნესტს გამოყოფს. ხახვის საკუჭნაოში შენახვისას ის იატაკზე მოათავსეთ და იზრუნეთ, რომ ტემპერატურა +10 გრადუსს არ აღემატებოდეს.

  1. ვცხოვრობ სამტრედიის რაიონში, სოფელ ჯიხაიშში, ჩვენთან საკმაოდ თბილა ამ დროს. იონჯა ახლა რომ დავთესო შეიძლება?

_ იონჯის თესლი გაღივებას იწყებს 2-3°С სითბოს პირობებში, აღმონაცენს შეუძლია დაუზიანებლად გადაიტანოს 5-6°С ყინვა. ეს საშუალებას იძლევა იონჯა დაითესოს ადრე  გაზაფხულზე. იონჯა გრძელი დღის მცენარეა და სინათლის მოყვარული.

გაზაფხულზე დათესვის წინ ჩატარდება კულტივაცია 10-12სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით. იონჯა ასევე შესაძლებელია დაითესოს აგვისტო-სექტემბერში. მაღალი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე მოსავლის მისაღებად აუცილებელია თესვის ვადების დაცვა: აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ პირობებში 1 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე, ურწყავებში კი – 10 მარტიდან პირველ აპრილამდე უნდა დაითესოს.

  1. შარშან მაღალი ხარისხის სათესლე კარტოფილი ვიყიდე და დავთესე, მოსავალიც კარგი მივიღე. მომავალი წლისთვის ამ მოსავლიდან თესლი რომ ავარჩიო თუ შეიძლება და როგორ გამოვარჩიო სათესლედ რომელი გამოდგება?

_ დასარგავად შეარჩეთ კარგად მომწიფებული და ჯიშებისათვის ტიპიური საშუალო და მსხვილი ზომის (60-80 გ) ტუბერები. ყველაზე სრულფასოვანი სარგავი მასალაა მთელი ტუბერები, მაგრამ სარგავი მასალის ნაკლებობის დროს ტუბერებს ანაწევრებენ.

მსხვილი ტუბერების უპირატესობა ისაა, რომ თვითოეულ კვირტზე მეტი საკვები მოდის, მაგრამ ზედმეტად მსხვილი ტუბერების გამოყენებაც არ არის ეკონომიკურად გამართლებული, რადგან დიდი რაოდენობით სარგავ მასალას საჭიროებს.

წვრილი ტუბერების (30-40 გ) სარგავად გამოყენების შემთხვევაში, მიიღება ჯიშისაგან გადაგვარების ნიშნიანი დაბალი მოსავალი. ტუბერის სიმსხოსა და კვების მიხედვით 1 ჰა-ზე საჭიროა 2,5 – 4 ტონა სარგავი მასალა.

  1. შარშანწინდელი ჰიბრიდული სიმინდის თესლი მაქვს შემორჩენილი, ვიყიდე და შარშან დათესვა ვერ მოვახერხე, ამ წელიწადს რომ დავთესო, გამოდგება?

_ დიახ, თუ შენახვის პირობები ამ ხნის განმავლობაში  დაცული იყო შეგიძლიათ გამოიყენოთ.

  1. ბროკოლის კომბოსტო როდის უნდა დაითესოს, ან დაირგას, შარშან  მაისში დარგულმა ჩითილებმა თავი არ გაიკეთა?

_ ბროკოლის წარმოება საქართველოში შესაძლებელი 2-3-ჯერ წელიწადში, რომელთა თესვის ვადებიც განსხვავებულია (არსებობს საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშები). საადრეო მოსავლის მისაღებად გამოიყენება ჩითილის გამოყვანის მეთოდი; ამიტომ საჩითილე კასეტებში მისი თესვა ხდება თებერვალ-მარტში, ხოლო გადარგვა 35-45დღეში. თუ თესლის თესვას აპირებთ, მაშინ ითესება ამინდების და რეგიონების მიხედვით დაახლოებით მაისის ბოლოს და მუდმივ ადგილზე გადააქვთ ივლისის შუა რიცხვებში.

აგროექსპერტთა ასოცაიოდიფასდფს