თხილის მინერალური სასუქებით კვების დოზები
ნახვა: 1,259
თხილის მცენარის კვებასთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში უამრავ ინფორმაციას წააწყდებით, თითოეული მათგანი განსხვავებულ რჩევას შეიცავს, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ყველა აგრონომს თავისებური და ხშირად განსხვავებული ხედვა აქვს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში, შევეცადეთ გაგვეზიარებინა ინფორმაცია, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო წყაროდან (ფერერო ჯგუფი), თუ რა ოდენობის სუფთა საკვები ნივთიერებები სჭირდება თხილს.
აღსანიშნავია, რომ მოსავლის აღების გამო საკვები დანამატის ამოღების კოეფიციენტი ყოველ ერთ ტონა მოსავალ ჰექტარზე შეადგენს შემდეგს: N=32კგ; P2O5=17კგ; K2O=37კგ.
აღნიშნული სტატია, თხილის საკვები ელემენტებით უზრუნველყოფის, რუბრიკის პირველი ნაწილია.
წყარო: https://hfu.ge