ნაყოფჭამია- მსუბუქი მწერის მძიმე დანაშაული!
ნიკა ფელანგია
რა არის „ვაშლის“ ნაყოფჭამია? ეს არის მავნებელი პეპელა 18-21 მილიმეტრიანი ფრთებით, რომელიც მცენარის სხვადასხვა კულტურებს, განვითარების პირველივე ეტაპიდან აზიანებს, ეს თითქმის შეუმჩნეველი უწყინარი, მოფარფატე მავნებელი, დებს 1მმ ზომის უფერულ კვერცხებს, საიდანაც იჩეკებიან ღია ვარდისფერი შეფერილობის მუხლუხოები, ჭამენ სათესლე ქერქს და გადადიან ნაყოფიდან ნაყოფზე.
მაგალითად, ერთ მავნებელს 5 ვაშლის დაზიანება შეუძლია. თუ თქვენ გაქვთ ვაშლის, მსხლის, ალუჩის, ქლიავისა და კაკლის ბაღები, აუცილებლად დააკვირდით, მათი ყავავილობისას ირგვლივ მოფარფატე მწერებს, ისინი შესაძლოა თქვენს მოსავალს ანადგურებენ.
როდის იწყებს ვაშლის ნაყოფჭამია გამრავლებას?
ვაშლის ნაყოფჭამიას ახასიათებს სამი ან ოთხი თაობა. მაისის შუა რიცხვებიდან მავნებლები აქტიურად ჯვარდებიან, ამ დროს იწყება გამოზამთრებული ნაყოფჭამიას პირველი ფრენა. ნიმფიდან გარდაქმნილი იმაგო, განვითარების ამ სტადიაზე ფოთოლზე ან ნაყოფზე დებს დაახლოებით 30 კვერცხს, ამ კვერცხებიდან ვითრდება პირველი თაობა. ივნისის ბოლოს პირველი თაობის ზრდასრული ფორმა იწყებს მეორე ფრენას და დებს ახალ კვერცხებს, საიდანაც ვითარდება მეორე თაობა და ასე გრძელდება ვიდრე მესამე თაობის ნაყოფჭამია არ გამოიჩეკება.
რა ზიანი მოაქვს ვაშლის ნაყოფჭამიას კაკლის კულტურაში?
ნაყოფჭამიას მიერ გამოწვეული ზიანი კაკლის კულტურაში ყველა თაობაში განსხვავებულია. პირველი თაობის ლარვა იწვევს ნაყოფების ნაადრევ ცვენას და ამცირებს მოსავლიანობას. ყვავილობის ბოლოს ვაშლის ნაყოფჭამიას მიერ დაზიანებულ ნაყოფებზე მატლის ნაყოფში შესვლის ადგილებთან შეიმჩნევა ექსკრემენტები. ყველაზე მეტად ზიანდება ადრე მოყვავილე ჯიშები, თუმცა დღესდღეობით მავნებელი გვიან მოყვავილე ჯიშებზეც აქტიურად შეიმჩნევა. მეორე თაობის ლარვები ნაყოფში შედიან ორი კაკლის ნაყოფის შეერთების ადგილებიდან. მატლი იწყებს ნაყოფში მოძრაობას და კვებას. ნაჭუჭის გამკვრივების შემდეგ ნაყოფში მატლი ღეროს ბოლოში არსებული რბილი ქსოვილების მეშვეობით ხვდება.
როგორ ვებრძოლოთ ნაყოფჭამიას ეფექტურად, სწორად შერჩეული პრეპარატით?
კაკლის ბაღებში ვაშლის ნაყოფჭამიას გავრცელების კონტროლი შესაძლებელია, როგორც ფერომონებით, ასევე ინსექტიციდების შესხურებით. ბრძოლის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ტემპერატურაზე, ბაღისა და ხეების ზომაზე და ასევე მავნებლის გავრცელების დინამიკის ფონზე. ფერომონები გვეხმარება მავნებლის რაოდენობის კონტროლსა და ინსექტიციდების გამოყენების ეფექტურობის გაზრდაში. ბაღში ფერომონები მაისის შუა რიცხვებში მონტაჟდება. ამის შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს მათი მონიტორინგი და მავნებლის რაოდენობრივი აღრიცხვა. ასევე, ამ პერიოდში ეფექტურია ინექტიციდის გამოყენება, ვიყენებთ ავერმექტინის ნაერთების ოჯახის წარმომადგენელ ინსექტიციდს „ბრენდონს“, რომელიც მოქმედებს მწერების ნერვულ სისტემაზე, იწვევს კუნთების მოდუნებას, რის შედეგადაც მავნებელი წყვეტს კვებას და იღუპება. მავნებლის წინააღმდეგ შემდეგი წამლობები იგეგმება ვაშლის ნაყოფჭამიას თაობების განვითარების ფაზების გათვალისწინებით, ასევე წამლობის ჩატარების პროგნოზირება, ფერომონების მეშვეობით მავნებლის გავრცელების ხარისხზე დაკვირვებით ხდება.