დარგებიმცენარეთა დაცვა

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ლურჯი მოცვის ძირითადი დაავადებები

მოცვზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება, რაც განპირობებულია იმით, რომ მისი მოხმარება გაცილებით მეტია, ვიდრე წარმოება. აქედან გამომდინარე, დაწყებულია შესაბამისი კვლევები მოცვის ინტროდუცირებული კულტურული ფორმების მოვლა-მოყვანისა და ნაყოფის გადამუშავების ტექნოლოგიების სრულყოფაზე.

მოცვი Vaccinium მცენარეთა გვარი მანანასებრთა ოჯახს მიეკუთვნება. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება. ამათგან საინტერესო და გამორჩეული სახეობა გახლავთ ლურჯი მოცვი (Vaccinium corymbosum). ის თავისი კვებითი და დიეტური თვისებების გამო ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში და მომხმარებელთა დიდი ყურადღება გამოიწვია.  ფარმაკოლოგიური მონაცემებით, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიტური მოქმედება. ხალხურ მედიცინაში იყენებენ ათეროსკლეროზის, ალერგიის საწინააღმდეგოდ, ნაღველ-კენჭოვანი და შარდ-კენჭოვანი დაავადების ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად; საუკეთესო რეგულატორია კუჭ-ნაწლავის მოქმედებისთვის; ამავე დროს, კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა მხედველობის გაუმჯობესების მიზნით.

მოცვს აქტიურად იყენებენ კანის სამკურნალოდ: ეგზემის, წყლულებისა და მუწუკების  დროს. ფოთლების ნახარში, გლიკოზიდ ნეომირტილინის შემცველობის წყალობით, სისხლში აჩერებს შაქრის კონცენტრაციას. მოცვის ნაყოფების ნახარშს, კომპოტებს, კისელს,  ხმარობენ   როგორც შემკვრელ   საშუალებას კუჭის აშლის დროს.   კენკრის სიროფს იყენებენ წამლების გემოს გასაუმჯობესებლად. ნედლეული   კენკრა და მათი ნახარში გამოიყენება როგორც   დიეტური პროდუქტი სისხლნაკლებობისა და   პოდაგრის დროს.  

კენკრას ქართულ სამზარეულოში ფართოდ იყენებენ, ძირითადად წვენების, ჯემებისა და კონსერვების სახით. მოცვისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მცენარის ნაყოფი მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით- 20%, ფლავონოიდებით, ეთერზეთებით, ნახშირწყლებით, ლიმონის,  ვაშლის და ქარვის, მჟაუნმჟავის მჟავებით, ვიტამინებით – P, C, ფოთლებში – განსაკუთრებული ნივთიერება – მირტილინი, რომელიც ხელს უწყობს შაქრის შემცირებას სისხლსა და შარდში; იგი შეიცავს აგრეთვე ნეომირტილინს, რომელიც წარმოადგენს ე.წ.  მცენარეულ ინსულინს და აროტინოიდულ ნაერთებს,  რომლებიც აუმჯობესებენ ღამის მხედველობას. აქტიურ ნივთიერებებს (კატეხინები და ანტოციანები) კაროტინებს, პექტინებს, აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მოცვი განსაკუთრებით მდიდარია პტეროსტილბენით – ანტიოქსიდანტით, როგორც ამერიკელი მკვლევარები ვარაუდობენ, ეს ნივთიერება ასტიმულირებს ორგანიზმში ქოლესტერინის ცვლას. ექიმები ამტკიცებენ, რომ მოცვის დადებითი ეფექტი თითქმის უტოლდება ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებას. ამასთანავე კენკროვანი ხილიდან მოცვი ყველაზე ადაპტირებადია სხვადასხვა სახის წარმოების დროს [1,2].

მაღალბუჩქიანი მოცვის პერსპექტიული ჯიშები წარმატებულად იქნა დანერგილი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. როგორიცაა: პოლონეთი, ნიდერლანდები, იტალია,საფრანგეთი, იაპონია,ავსტრალია, ახალი ზელანდია და ჩილე. ამ მცენარის მოვლა-პატრონობით დაინტერესდნენ აჭარა-გურიის და ზუგდიდის რაიონებშიც. გაშენებულია მოცვის პლანტაციები ქობულეთი-ცეცხლაურში 7ჰ-ზე, ოზურგეთი-ნარუჯაში-5ჰ-ზე  და ზუგდიდში_ 5,5ჰ-ზე (სურ.1).

ლურჯი მოცვილკჯალდჯლასჯდფლჯასდ

სურათი 1. მოცვის პლანტაციები აჭარა-გურიის და ზუგდიდის რაიონებში.

სამივე რეგიონში ლურჯი მოცვის სხ/სხ ჯიშია დარგული, რომლებიც გადიან გამოცდისა და ტესტირების პერიოდს. ეს ჯიშებია: Bluecrop, Chandler, O’neal, Legasy, Earlyblu, Bluegold, Reka, Misty,Bluerey.

მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს ბუნებრივი მცენარეული რესურსების მიზანმიმართული,  მრავალმხრივი შესწავლის აუცილებლობას, ვინაიდან,  მცენარეთა ბიოლოგიური თუ სამეურნეო პროდუქტიულობა დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი წამყვანი როლი საკვები ელემენტებით უზრუნველყოფას ეკუთვნის, აქედან გამომდინარე, მეტად აქტუალურია იმ მცენარეების  მოძიება, შესწავლა და კულტურაში გადმოტანა, რომლებიც გააფართოებს კვებით, ფარმაკოლოგიურ თუ სხვა დარგების ასორტიმენტს. სწორედ ასეთ მცენარეს წარმოადგენს  მოცვი  (Vaccinium  uliginosum).

მოცვის წარმოება დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში და აქედან გამომდინარე, მოცვის  დაავადებების შესწავლა და მათი კონტროლის გზების ძიება მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია.

ჩვენი მიზანი იყო საქართველოში უკვე საკმაოდ ფართოდ წარმოებული, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის- მოცვის ექსპედიციური გზით დაავადებების სპექტრის გამოვლენა-დიაგნოსტიკა და მათი სტატუსის დადგენა.

მსოფლიოში ლურჯ მოცვზე დაავადებების ფართო სპექტრია აღწერილი, მაგრამ საქართველოში აღნიშნულ კულტურაზე დაავადებები არ არის შესწავლილი, როგორც ცნობილია, მოცვისებრთა გვარის დაავადების გამომწვევი აგენტები შეიძლება იყოს სოკოები; აბიოტური ფაქტორები, ფიტოპლაზმა, ვირუსები, პარაზიტული მცენარეები, ბაქტერიები. ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ გამოგვეკვლია ლურჯი მოცვის მცენარეზე გავრცელებული სხვადასხვა აგენტების მიერ გამოწვეული დაავადებები, პათოგენურ სოკოთა სახეობრივი შემადგენლობა, ბუნებაში გავრცელება და მათი მავნეობის ხარისხი მცენარის მიმართ.  ამ მიზნით ჩვენ მიერ ჩატარებული იქნა ფიტოსანიტარული მონიტორინგი  რეგიონებში, სადაც ლურჯი მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთები იქნა გაშენებული. კერძოდ, აჭარა-გურიის და ზუგდიდის ტერიტორია. აღნიშნული რეგიონებიდან  აღებული იქნა ლურჯი მოცვის მცენარის სხვადასხვა ნიმუში. აღნიშნულ ნარგაობებში დაფიქსირდა ძირითადად ფოთლების სხვადასხვა ლაქიანობა და ზოგჯერ ნაყოფებზეც აღინიშნებოდა სიდამპლე. დაავადებული   ნიმუშების  ლაბორატორიული  კვლევების შედეგად დადგინდა შემდეგი  სოკოვანი დაავადებები როგორიცაა:  ნაცრისფერი სილაქავე, ნაცრისფერი სიდანმპლე, Alternaria, Phomopsis  და Botrytis cinerea ს გვარის სოკოები. 

სტატია დას

ლურჯი მოცვის, კომერციული წარმოება გაამრავალფეროვნებს ეროვნულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და ქვეყნის ეკონომიკასაც გარკვეულ სარგებელს მისცემს. მოცვის ნაყოფზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი მოთხოვნაა. ამიტომაც მისი მოშენება ქვეყნისა და რეგიონის ხელისუფლების პრიორიტეტული საქმეა. 

ქოიავა ლიანა, ლამზირი გორგილაძე, გალინა მეფარიშვილი, ნანა ჯაბნიძე,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

 

ლიტერატურა:

  1. http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=3632:2012-04-25-17-50-42&catid=73:2010-11-25-16-49-17&Itemid=118
  2. http://hnb.com.ua/articles/s-zdorovie-golubika-1416
  3. http://www.plantarium.ru/page/view/item/39789.html
  4. Афанасенко О.С. Методы анализа популяций возбудителей пятнистостей листьев ячменя. Сборник методических рекомендаций по защите растений. СПб., 1998. С.127-133.
  5. Михайлова, Л.А. Гультяева Е.И, Кокорина И.М.  Лабораторные методы культивирова-ния возбудителя желтой пятнистости пшеницы Pyrenophora tritici-repentis.   Микология и фитопатология. – 2002. – Т.36.-ВыпЛ.- С. 63-67.